ივანე პეტრიაშვილის საადვოკატო ბიურო

ივანე პეტრიაშვილის საადვოკატო ბიურო

Share

ივანე პეტრიაშვილის საადვოკატო ბიუროს FB გვერდი

01/05/2026

საინტერესო განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ.

მოპასუხე სახელმწიფო ორგანო კანონით გათვალისწინებული მისი ვალდებულების შესრულებისაგან თავის დაღწევის მიზნით მიუთითებდა, რომ კანონი, რომლითაც მას მოქალაქეთა მიმართ მოქმედება ევალებოდა, ძალადაკარგული იყო.

სასამართლომ განმარტა, რომ „ვალდებულ პირს პირდაპირ ეკისრება კანონისმიერი ვალდებულების დათქმულ დროს, მისთვის მიცემულ ვადაში შესრულება. ვალდებულების კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს მოვალეს მისი შესრულებისაგან, თუნდაც აღარ მოქმედებდეს ის კანონი, რომლის შესაბამისადაც მას უნდა შეესრულებინა ვალდებულება. ამ შემთხვევაში მაინც გამოიყენება დასახელებული კანონი, რომლის საფუძველზეც მას ვალდებულება წარმოეშვა, თუნდაც ვალდებულების წარმომშობი აღნიშნული კანონი უკვე ძალადაკარგულად იყოს ცნობილი. გარდა ამისა, კანონის ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს ამავე კანონით რეგლამენტირებული უფლება-მოვალეობებისა და ამ კანონის მოქმედების პერიოდში მისი ნორმების რეალიზების შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რის გამოც უსაფუძვლოა შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა იმავე კანონის ძალადაკარგულად ცნობაზე აპელირებით“.

შედეგად, სასამართლომ სახელმწიფო ორგანოს ძალადაკარგული კანონის საფუძველზე მოქალაქის სასარგებლოდ მოქმედების განხორციელება დაავალა.

29/04/2026

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე დადებული ყადაღა მიმდინარე გამოძიებისას გაუქმდა.

საქმე საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის უსაფუძვლობა დასაბუთებული იქნა წარსულში ასლან აბაშიძის საქმეზე მიღებული პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის ერთ-ერთ ქონებაზე ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ 2004-2006 წლებში ყადაღის დადება უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

გადაწყვეტილება ძველის-ძველია, მაგრამ მეხსიერებაში კარგად შემონახული.

საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ვერ დაასაბუთა დანაშაულებრივი კავშირის ვარაუდი უძრავი ქონების შეძენის ფაქტთან და შეძენის საფუძვლებთან.

პირი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა უსაფუძვლო ყადაღის მოხსნას, ხოლო ათეული წლების წინ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გადააზრების და ამ ტიპის საქმეზე სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებების წარდგენის შემდგომ, ყადაღა გაუქმდა, რითაც პირი გათავისუფლდა ყველა იმ შეზღუდვისაგან, რომლითაც ყადაღა ავიწროვებდა მას.

როდესაც ახალი არ იქმნება ან ვიწრო საკითხზე სასამართლო პრაქტიკა მდორედ და სიახლის გარეშე მიედინება, მივიწყებული ძველი პრეცედენტები უფრო ძვირფასი ხდება.

25/04/2026

წარმატებით დასრულდა კომერციული კატეგორიის ხანგრძლივი დავა ნახევარ მილიონზე მეტ დოლარზე. მოდავე მხარემ ჩემი კლიენტისგან ცენტიც ვერ წაიღო.

11/04/2026

გილოცავთ აღდგომას!

09/04/2026

მადლობა თავისუფლებისთვის!

07/04/2026

გილოცავთ ხარებას!

05/04/2026
12/04/2025

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ამ დრომდე ძებნილ პირზე ამნისტიის კანონის გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო.

22/02/2025

„მოსამართლე შეიძლება იყოს ტოტალიტარული რეჟიმის უკრიტიკო მსახური და ვასალური ერთგულებით ემსახუროს არა მართლმსაჯულებას, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას. სამოსამართლო მანტიაში გახვეული პოლიტიკური მართლმსაჯულების სამწუხარო რეციდივებიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ არ უნდა ვიყოთ ილუზიების ტყვეობაში“.

(იხ. პროფ.: ხუბუა გიორგი, „განმარტება Contra Legem“, „სამართლის მეთოდები“, თბილისი, 2-2018, გვ. 11, საბაუნი).

21/02/2025

„მოსამართლემ არ უნდა დაიცვას არაადამიანური კანონები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანობისა და მორალის შესახებ გაბატონებულ შეხედულებებთან. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოსამართლემ უნდა იმოქმედოს კანონის წინააღმდეგ და სამართლიანობის სასარგებლოდ“.

(იხ. პროფ.: ხუბუა გიორგი, „განმარტება Contra Legem“, „სამართლის მეთოდები“, თბილისი, 2-2018, გვ. 17, საბაუნი).

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1, II სართული, ოფისი N7 (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირედ)
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 14:00 - 20:00