Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia

Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia, Government Organization, 80/82 lvovi Street, Saburtalo dist, Tbilisi.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ორ ქვეყანას, ირანისა და საქართველოს მთავრობებს შორის 1995 წლის 21 აპრილს ხელმოწერილი კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში გაცვლითი პროგრამის საფუძველზე საქმიანობს და პასუხისმგებელია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული საერთაშორისო ორმხრივი კულტურული პროგრამების და ამოცანების შესრულებაზე.
კულტურის განყოფილების მიზნებს შორისაა საქ

Photos from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia's post 07/05/2026

ბოლო კვირებში სოციალურ მედიაში განსაკუთრებული პოპულარობა ე.წ. „ლეგოს სტილის“ ირანულმა ანიმაციებმა მოიპოვა, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო.
ეს ვიდეოები ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ განსხვავებული ნარატივის ფორმირებას ისახავს მიზნად. მათი მთავარი ფუნქციაა თანამედროვე ვიზუალური ენით — მემების, ანიმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით — ირანული ხედვების საერთაშორისო აუდიტორიამდე მარტივად და გასაგებად მიტანა.
ანიმაციები ძირითადად აშშ-ის პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის ტრამპის, და ამერიკული პოლიტიკური კულტურის ირგვლივ არის აგებული. ვიდეოებში ფართოდ გამოიყენება იუმორი, რეპ-მუსიკა და სატირული სიმბოლიკა, ხოლო ისტორიული ნარატივის ნაწილში ირანის მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაცია ამერიკის ისტორიულ მოვლენებს უპირისპირდება.
ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით „ერთი შურისძიება ყველასთვის“, წარმოადგენს ამერიკის მოქმედებების ისტორიულ-კრიტიკულ მიმოხილვას — ეპშტეინის კუნძულიდან დაწყებული, ღაზის სექტორში და მინაბში მომხდარი ტრაგედიებით, ჰიროსიმას ატომური დაბომბვით, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებით, ვიეტნამის ომითა და სხვა მოვლენებით დამთავრებული.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის კონტენტი ხშირად იბლოკება Instagram-სა და YouTube-ზე, ვიდეოები სხვადასხვა ინგლისურენოვანი გვერდების საშუალებით კვლავ აქტიურად ვრცელდება და ვირუსულ პოპულარობას იძენს.
ზოგიერთი საერთაშორისო ანალიტიკური შეფასება და მედია-ანგარიში ასევე მიუთითებს ვიზუალური შინაარსის მზარდ როლზე გლობალური მედია-ნარატივების ჩამოყალიბებაში სოციალურ ქსელებში. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ ამ ტიპის შინაარსის გავლენის მნიშვნელობას თანამედროვე მედია-კონკურენციაში, სადაც ყურადღების მიპყრობა და სწრაფი გავრცელება ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა.

16/04/2026

სახალხო მოძრაობა „ირანისთვის თავდადებული“

ბოლო დღეებში სახალხო ინიციატივა „ირანისთვის თავდადებული“ იქცა ირანელებს შორის ერთიანობის, კოლექტიური იდენტობისა და ეროვნული პასუხისმგებლობის სიმბოლოდ. ეს ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომელიც საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას აერთიანებს, ასახავს ღრმა კავშირს სამშობლოს ცნებასთან და ქვეყნის დაცვის მზადყოფნას ნებისმიერი საფრთხისა და გამოწვევის წინაშე.
ამ მიოძრაობაში აზრობრივი და სოციალური განსხვავებები უკანა პლანზე გადადის, ხოლო მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი საერთო სახელია — „ირანი“, სადაც შეხედულებების მრავალფეროვნება ერთიან სოციალურ მთლიანობად ყალიბდება. ეს ერთიანობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოების მთავარი ძალა მის წევრებს შორის არსებულ ნდობასა და შინაგან კავშირებშია — რესურსში, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება ისტორიის კრიტიკულ ეტაპებზე.
„ირანისთვის თავდადებული“ მხოლოდ კამპანია არ არის; იგი წარმოადგენს კოლექტიური სულიერების გამოხატულებას, რომელიც ეფუძნება სამშობლოსადმი კუთვნილებას, ისტორიისადმი პატივისცემასა და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის განცდას. ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა ამ მოძრაობაში ასახავს სოციალური ცნობიერების ზრდას და ინდივიდის როლის გააზრებას კოლექტიურ ბედისწერაში.
ეს სახალხო მოძრაობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის რეალური ძალა მის ხალხშია — ხალხში, რომელსაც შეუძლია ერთიანობით შეხვდეს გამოწვევებს და საერთო ნებით განსაზღვროს მომავლის გზა.
მოძრაობა „ირანისთვის თავდადებული“ წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ გამოცდილებას, რომელიც ასახავს ერთიანობას, კუთვნილებასა და პასუხისმგებლობას. გავრცელებული მონაცემებით, ამ მოძრაობაში მონაწილეთა რაოდენობამ 26 მილიონ ადამიანს გადააჭარბა და ჩართულობა კვლავაც გრძელდება.
https://janfadaa.ir/

Photos from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia's post 09/04/2026

8 აპრილს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა მინაბის „შაჯარე თაიბეს“ სკოლის მოწამებრივად გარდაცვლილი მოსწავლეების მეორმოცე დღის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საელჩოს წარმომადგენლები, თბილისის ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის მოსწავლეები, სპარსული ენის შემსწავლელი კურსის მსმენელები, მშობლები და მასწავლებლები, ასევე საქართველოში მცხოვრებ ირანელთა ერთი ნაწილი. დამსწრეებმა პატივი მიაგეს მოწამებრივად დაღუპულ მოსწავლეთა ხსოვნას. მათ ყვავილებით შეამკეს სიმბოლური მემორიალი და გამოხატეს პატივისცემა მათი ნათელი ხსოვნის მიმართ.
ასევე, დამსწრეებისთვის, განსაკუთრებით მოსწავლეთათვის, ხელმისაწვდომი იყო სამძიმრის წიგნი, სადაც მათ შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი ემოციები და პატივისცემა გარდაცვლილი მოსწავლეებისადმი.
ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო მინაბის სკოლის მოსწავლეების ბოლო ნახატების გამოფენა სათაურით — „ბავშვები კვლავ ხატავენ“, აგრეთვე მათი ფოტომასალა.

Photos from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia's post 07/04/2026

ირანის ტერიტორიაზე აშშ-სა და ისრაელის მასშტაბურმა სამხედრო დარტყმებმა სერიოზული ზიანი მიაყენა ასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. ირანში არსებული მრავალრიცხოვანი ძეგლიდან 29 განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ობიექტი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელთა ნაწილიც საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა. დაზიანებულ ძეგლებს შორის არის თეირანის მსოფლიოში ცნობილი გოლესტანის სასახლე, ისპაჰანში ჩეჰელ სოთუნის სასახლე და ისტორიული საკრებულო მეჩეთი, ხორამაბადის ველის პრეისტორიული ნაგებობები და სხვა უნიკალური მემკვიდრეობა, რომლთა მნიშვნელობა სცდება ირანის საზღვრებს და წარმოადგენს მთელი მსოფლიოს კულტურული ისტორიის უნიკალურ ღირებულებას.
ეს უმძიმესი მოვლენები გვაფიქრებს იმაზე, რამდენად ფასობს ადამიანის შექმნილი სილამაზე და ისტორია, და გვიბიძგებს ერთხმად მოვუწოდოთ შეჩერდეს ყოველი თავდასხმა და ძალადობა. აუცილებელია, რომ ეს უნიკალური მემკვიდრეობა გადარჩეს მომავალ თაობებისთვის და მთელმა მსოფლიომ ამოიღოს ხმა ამ დაუშვებელი ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

In Defense of Justice and Human Dignity:A Call to the World’s Thinkers,Writers and Artists 19/03/2026

ვუზიარებთ ფართო საზოგადოებას ინფორმაციას საჯაროდ ხელმისაწვდომი პეტიციის შესახებ, რომლის ავტორად გვევლინება ირანელი კინორეჟისორი მაჯიდ მაჯიდი და რომელიც ეხება ადამიანის უფლებებისა და ჰუმანური ღირებულებების საკითხებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ პეტიციის ტექსტს შემდეგ ბმულზე:
🔗

In Defense of Justice and Human Dignity:A Call to the World’s Thinkers,Writers and Artists Powerful yet oppressed Iran is a home of peace and culture; do not stain your hands with the blood of its people. Today, the great Iran stands and resists Israel, which kills children, and the hegemonic policies of the United States government, on behalf of all the oppressed and suffering people of....

18/03/2026

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას ამ მძიმე დანაკარგის გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ხალხის მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი და განსაცდელის ჟამს სიმტკიცისა და გადარჩენის სიმბოლო. მისი ცხოვრება და გამორჩეული ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას.
დაე, მისმა სულმა მარადიული მშვიდობა ჰპოვოს.

17/03/2026

9 მარტს გამოქვეყნდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ექსპერტთა საბჭოს განცხადება, სადაც მათ გამოხატეს მწუხარება რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირების მოწამებრივი დაღუპვის გამო და მკაცრად გააპროტესტეს აშშ-სა და ისრაელის აგრესია ირანზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საომარი ვითარებისა და არსებული მუქარებისა, შეფერხების გარეშე დაიწყო ახალი ლიდერის არჩევის პროცესი.
აღნიშნული განცხადების თანახმად, ექსპერტთა საბჭომ ხმათა სრული უმრავლესობით მისი უწმინდესობა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, ირანის ისლამური რესპუბლიკის მესამე უზენაეს სულიერ ლიდერად აირჩია. აღნიშნულ განცხადებაში საბჭო ასევე მოუწოდებს მოსახლეობას ერთიანობის შენარჩუნებისა და ახალი ლიდერისადმი ერთგულებით სისტემის მხარდაჭერისკენ.
ექსპერტთა საბჭომ, რევოლუციის ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მიუხედავად საომარი ვითარებისა, მტრის მუქარებისა და რამდენიმე ცენტრის დაბომბვისა, დაუყოვნებლივ დაიწყო საჭირო ზომების გატარება. კონსტიტუციის შესაბამისად, საბჭომ ორგანიზება გაუწია საგანგებო სხდომის ჩატარებას და ქვეყნის ყველა რეგიონიდან წარმომადგენლები შეკრიბა.
საბჭომ ყველა საჭირო პროცედურისა და საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენების შემდეგ, იმავე საგანგებო სხდომაზე აირჩია ახალი ლიდერი – აიათოლა სეიდ მოჯთაბა ხამენეი.
აიათოლა სეიდ მოჯთაბა ხამენეი დაიბადა 1969 წელს (ჰიჯრით 1348 წელს) ქალაქ მეშჰედში. იგი სასულიერო პირია, რომელმაც განათლება მიიღო თეირანსა და ყუმში საუკეთესო მასწავლებლებთან და მოგვიანებით თავადაც ჩაება პედაგოგიურ საქმიანობაში.
მისი სამეცნიერო პოტენციალის, ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და სტუდენტების აღზრდაში შეტანილი წვლილის წყალობით, აიათოლა სეიდ მოჯთაბა ხამენეი ყუმის სასულიერო სასწავლებელში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
ბოლო წლებში იგი აქტიურად თანამშრომლობდა უმაღლესი რანგის თეოლოგებთან და რელიგიურ ავტორიტეტებთან, მონაწილეობდა ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებში და ოფიციალურ ურთიერთობებში. ასევე, სეიდ მოჯთაბა ხამენეი აქტიურად არის ჩართული სოციალურ სფეროებში, მხარს უჭერს სასულიერო ინსტიტუტებს და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს.
აიათოლა სეიდ მოჯთაბა ხამენეი ღრმად განსწავლული, გამოცდილებით აღჭურვილი პიროვნებაა, რომელიც ოფიციალურად არჩეულია ირანის ისლამური რესპუბლიკის რიგით მესამე უზენაეს სულიერ ლიდერად.

02/03/2026

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მოწამეობრივ აღსასრულთან დაკავშირებით.

სახელითა უზენაესისა
ირანელი ხალხის დიდი სულიერი ლიდერი, აიათოლა ხამენეი, ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის სასტიკი თავდასხმის შედეგად, რამადანის წმინდა თვის მეათე რიცხვში, საკუთარ სახლში მოწამეობრივად აღესრულა და ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დიდ ირანელ ხალხს, ისლამურ თემსა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანს ამ გამორჩეული სწავლულისა და დიდი ლიდერის მოწამეობრივ აღსასრულს.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერისა და ქვეყნის სხვა მაღალი თანამდებობის პირების მკვლელობის ტერორისტული აქტი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სახით იქნა განხორციელებული, წარმოადგენს კაცობრიობის მიერ მიღებული ყველა ნორმატიული და მორალური პრინციპისა და საფუძვლის უპრეცედენტო დარღვევას. ეს ქმედება წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესების ყველაზე უხეშ დარღვევას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ყურადღება მიაქციონ იმ მძიმე რეალობას, რომ ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია, ქვეყნის ლიდერების მკვლელობა და უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ძალიან საშიში და უპრეცედენტო ფაქტია. ეს ნიშნავს გლობალურ დონეზე შებრუნებას ძალადობისა და შიშველი და აულაგმავი ძალისკენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საერთაშორისო ინსტიტუტების, განსაკუთრებით გაეროს, მისი უშიშროების საბჭოსა და თავად გენერალური მდივნის, ასევე გაეროს ცალკეული წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, დაიცვან პრინციპები და წესები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანური გამოცდილების პროდუქტია ძალაუფლების კონტროლისა და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ძალის დომინირების თავიდან ასაცილებლად.
ეჭვგარეშეა, რომ გულგრილობა და უმოქმედობა შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის ჩაგვრისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართ გამოიწვევს მჩაგვრელებისა და დამნაშავეების აღზევებას, და მისი შედეგები თაობების განმავლობაში მთელ მსოფლიოზე იმოქმედებს. აშშ-სა და სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ დიპლომატიური პროცესის ფონზე განახლებული სამხედრო აგრესია, რომელიც გასული წლის ივნისში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამეორებაა, წარმოადგენს იმ ჰეგემონიური და კრიმინალური ოპერაციების გაგრძელებას, რომელიც ამ ორმა ბოროტმა აქტორმა დასავლეთ აზიაში წამოიწყო, განსაკუთრებით ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, პალესტინელების გენოციდითა და რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებზე თავდასხმების გზით.
სამწუხაროა, რომ ამ ბოროტი გეგმის მესვეურები და შემსრულებლები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სიონისტური რეჟიმის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ და ბოროტ ლიდერთა შორის არიან, ხოლო მათი ზნეობრივი დაცემისა და საზარელი დანაშაულების, მათ შორის გენოციდის მოწყობისა და ომის დანაშაულების ისტორია ყველასთვის ნათელია.
ეჭვგარეშეა, რომ ირანის ძვირფასი და კეთილშობილი ლიდერის მიერ სამართლიანობის, თავისუფლების, ღირსების, ირანის სიყვარულისა და ზნეობისთვის ზეაღმართული დროშა დაბლა არ დაეშვება. ამ დიდი ირანელი ლიდერისა და გამორჩეული პიროვნების ლაჩრული მკვლელობა მას ირანისა და შიიტების ისტორიაში უკვდავ ლეგენდად აქცევს, სამუდამოდ უზრუნველყოფს ირანისა და ისლამის სტაბილურობასა და დინამიზმს, შთააგონებს ირანელებსა და მუსლიმებს სამართლიანობის, თავისუფლებისა და ღირსებისკენ სწრაფვას.
თავისუფალი ირანელი ერი, ღვთისადმი სასოებითა და თავის ძვირფას ცივილიზაციურ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, უფრო დიდი სიმტკიცით გააგრძელებს დამოუკიდებლობის, ღირსებისა და წინააღმდეგობის გზას. ამ ერის არაკეთილმოსურნეებმა კარგად იციან, რომ მოწამეობრივი სიკვდილი არა გზის დასასრული, არამედ ისტორიული პასუხისმგებლობისა და წინააღმდეგობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება.

Photos from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia's post 20/02/2026

14 თებერვალს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეამ, ქართველი და ირანელი ბავშვების ნახატების ერთობლივ გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ და უკვე მეთექვსმეტე წელია იმართება საქართველოში. მისი მთავარი მიზანია ქართველი და ირანელი მოსწავლეების დამეგობრება და კულტურული კავშირების გაღრმავება.
გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისის სამი საჯარო სკოლის (51-ე, 55-ე, თბილისის კლასიკური გიმნაზია) სპარსული ენის შემსწავლელი წრის მოსწავლეები, აგრეთვე თბილისში მოქმედი ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის აღსაზრდელები.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მეჰდი საადათნეჟადი, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის წარმომადგენლები, თბილისის ფირდოუსის სახელობის ირანული სკოლის დირექტორი ბატონი ქარიმი, მასწავლებლები, ნორჩი მხატვრები და მათი მშობლები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა 60-ზე მეტი ნამუშევარი.
ღონისძიების დასასრულს გამოფენის ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა.
ქართველი და ირანელი ბავშვების ერთობლივი გამოფენა ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავს მიეძღვნა.

10/02/2026

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მეცნიერის, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტის, პოეტისა და მთარგმნელის, გამორჩეული პიროვნების — ბატონი ნომადი ბართაიას გარდაცვალების გამო.

ნომადი ბართაია არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი წიგნისა და პოეტური კრებულის ავტორი. მისი დაუღალავი მოღვაწეობით მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული და ირანული ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.
დაჯილდოებულია არაერთი მაღალი ლიტერატურული და სამეცნიერო პრემიით, მათ შორის თანამედროვე ირანელი პოეტის, შაჰრიარის სახელობის კულტურის საერთაშორისო მედლით.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და საქართველოს სამეცნიერო და ლიტერატურულ საზოგადოებას.

ბატონი ნომადი ბართაიას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ქართულ-ირანულ სამეცნიერო და კულტურულ სივრცეში.

Photos from Cultural Consulate of the Embassy of the I.R.Iran - Georgia's post 13/01/2026

გასული წლის დეკემბერის ბოლოს ირანში დაწყებულმა მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა, რომელიც ირანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფარგლებში მიმდინარეობდა, იანვრის თევში ძალადობრივი ხასიათი შეიძინა. მოგვიანებით დემონსტრაციებში შეიარაღებული დაჯგუფებებიც ჩაერთნენ, რის შედეგადაც სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა, ადგილი ჰქონდა შეტაკებებს, იყო მსხვერპლი ორივე მხრიდან, დაზიანდა საზოგადოებრივი ქონება, დაიწვა მეჩეთები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. გარკვეული დაჯგუფებების მიზანი მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდა იყო. ანალიტიკოსები ამ მოვლენებს საერთაშორისო ჩარევის პროვოცირებად მიიჩნევენ.
ამჟამად სიტუაცია შედარებით განმუხტულია, უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ ქვეყნის ყველა ქალაქს.
9 იანვარს, 1978 წლის ყუმის საპროტესტო გამოსვლების წლისთავთან დაკავშირებით, უზენაესი ლიდერი ქალაქ ყუმის საზოგადოებას შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ის გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს და მკაფიოდ გამიჯნა ხალხის კანონიერი პროტესტი ძალადობრივი პროცესებისა და ვანდალიზმისაგან.
უზენაესი ლიდერის განცხადებით, ხალხის პროტესტი, რომელიც ცნობიერებით, რწმენით მოტივირებული და უსამართლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ყოველთვის მხარდაჭერილია, ხოლო ძალადობის, ვანდალიზმის ან უცხო ძალების მიერ ორგანიზებული პროტესტი არა მხოლოდ არ წარმოადგენს ხალხის უფლებას, არამედ მკაცრად დაიგმობა.
12 იანვარს თეირანში გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერი მასშტაბური მსვლელობა. მსვლელობის მონაწილეებმა დაგმეს ძალადობა, ნგრევა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფა. ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობა და მომხდარზე და დაღვრილ სისხლზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და სიონისტურ რეჟიმს დააკისრეს. მსველობის მონაწილეების მიერ მიიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების მტკიცე მოქმედება, ასევე მოთხოვნილია მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მოთხოვნების განხილვა.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი გამოეხმაურა მსვლელობას სამადლობელი გზავნილით, რომელშიც ხაზს უსვამს ეროვნული ერთიანობისა და მშვიდობიანი პროცესების მნიშვნელობას.
ქვემოთ გთავაზობთ უზენაესი ლიდერის გზავნილის ტექსტს:
"სახელითა უზენაესისა
ირანის დიდებულო ხალხო
დღეს დიდი საქმე აღასრულეთ და ისტორიული დღე შექმენით. ამ დიდებულმა შეკრებამ, რომელიც მტკიცე ნების გამოხატულებას წარმოადგენს, ჩაშალა გარე მტრების გეგმა, რომელიც შიდა დაქირავებული ძალების ხელით უნდა განხორციელებულიყო.
დიდმა ირანელმა ერმა საკუთარი თავი, თავისი ნება და იდენტობა თვალსაჩინოდ დაანახა მტრებს. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ შეწყვიტონ ფარისევლობა და არ დაეყრდნონ მოღალატე დაქირავებულ ძალებს.
ირანელი ხალხი მტკიცე და ძლიერია, შეუძლია მტრის ცნობა და მუდამ ფხიზლად არის.
ღმერთმა აკურთხოს ყველა თქვენგანი.
სეიედ ალი ხამენეი
2026 წლის 12 იანვარი"

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

80/82 Lvovi Street, Saburtalo Dist
Tbilisi
0160