31/05/2026
🟨ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
🟦პროექტის ფარგლებში შენდება 14 კმ-იანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები
🟨ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილ 3 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წელს დასრულდება
🟦იხილეთ ვრცლად: https://s.moi.gov.ge/kui6T
29/05/2026
🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
28/05/2026
🟨სოფელ კურსებში, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
🟩მონაკვეთზე, სადაც ორი თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, მდინარის პირას ეწყობა 7 მეტრიანი ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და შეამცირებს მგზავრობის დროსა და ხარჯებს
🟦პარალელურად, იგეგმება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება, რომელიც გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განხორციელდება.
🟩ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მაღალი სატრანსპორტო ნაკადის გამო სამუშაოები ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
🟦დროებითი გზის მოწყობის დასრულება ერთი თვის ვადაში იგეგმება
🟩მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო
28/05/2026
🔵 ,,დღეს იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მიმდინარე საგზაო სამუშაოები და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესები დავათვალიერეთ. ვიმყოფებოდით ონის შესასვლელში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა. აქტიურად ვმუშაობთ, რათა უმოკლეს ვადაში დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები და გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. პარალელურად, ეწყობა დროებითი ალტერნატიული გზა, რათა მოსახლეობამ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება''- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
🔵 ინფრასტრუქტურის მინისტრი ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
🔵 ამ ეტაპზე, შესაბამისი სპეციალისტების — გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს მეწყრული პროცესების შესწავლა და სტაბილიზაციის ღონისძიებები
🔵 სამუშაოების სრული მასშტაბით განხორციელებისთვის, მდინარე ხეორზე მოეწყობა დროებითი ხიდი, ხოლო სამშენებლო პროცესის პერიოდში ავტოტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს
🔵 მიმდინარე ღონისძიებების მიზანია გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონაკვეთზე არსებული რისკების შემცირება
28/05/2026
🏗️ ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე მის მოადგილეებთან, ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძესთან და მის მოადგილეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
🔵 პროექტი ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზისა და საჩხერე–რაჭის დამაკავშირებელი გზის უსაფრთხო და კომფორტული მიერთების მიზნით ხორციელდება
🔵 პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76.2-მეტრიანი ხიდი, რომელიც საჩხერე–რაჭის ახალ, 51-კილომეტრიან გზას ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის გზასთან დააკავშირებს
🔵 ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჩხერე–ონის მიმართულებით გადაადგილებას და კიდევ უფრო გაამარტივებს კავშირს ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიმართულებით
🔵 ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება
🔵 მინისტრთან ერთად ონში იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე
28/05/2026
✅საჩხერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს
🟦ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე მოადგილეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ლევან დარახველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
🟨მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების პროგრესი შეამოწმა და ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოების ხარისხისა და ტემპის გაუმჯობესების მიზნით, მათ მითითებები მისცა
🟦ამ ეტაპზე გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები და ჯამში, რეაბილიტაცია 27.8 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს
🟨გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო მიმდებარე სოფლებისთვის რაიონულ ცენტრებთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატიული მიმართულებაა და მაღალი სატრანსპორტო დატვირთვა აქვს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, წყალარინების სისტემა და საყრდენი კედლები. ასევე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდება ახალი ნიშნები, თვალამრიდები და შესრულდება ჰორიზონტალური მონიშვნა
🟦პარალელურად, საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს
27/05/2026
🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა დათქმულ ვადაზე ადრე აღდგა
🔵 აღნიშნულ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგა
26/05/2026
🔴 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა