Georgian state power and sovereignty is based on the strong will of the Georgian people. Let the will of Georgian nation be fulfilled! God bless Georgia!
პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალ დემოკრატები“
#მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი
თავისუფლება საქართველოს მოქალაქეების ღირსეული არჩევანია, ხოლო ადამიანი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ღირებულება. ქართული სახელმწიფოს ძლიერება და სუვერენიტეტი ეფუძნება ქართველი ერის ურყევ ნებას.
დაე აღსრულდეს ქართველი ერის ნება!
ღმერთო დალოცე საქართველო!
ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო, მხოლოდ პიროვნული თავისუფ
ლების, მოქალაქეთა უფლებრივი თანასწორობის, კანონის უზენაესობის, ჯანსაღი კონკურენციისა და ძლიერი ეკონომიკის პირობებში მიიღწევა.
თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ქართული სახელმწიფო არის ის უმთავრესი იდეა, რომელიც საფუძლვლად უდევს ჩვენს ერთობას.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალ დემოკრატები“ წარმოადგენს ეროვნულ იდეალებზე დაფუძნებულ თანამედროვე სტანდარტის იდეოლოგიურ საკადრო პარტიას. ჩვენი ამოცანაა ღია კონკურენტული პოლიტიკური პლატფორმით და დეცენტრალიზებული მართვის სტრუქტურით, უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეების იტელექტუალური პოტენციალის რეალიზება და სახელმწიფო ინსტიტუტების კვალიფიციური კადრებით მომარაგება.
პარტია „ლიბერალ დემოკრატები“ ორიენტირებულია პოლიტიკურ ასპარეზზე იღვაწოს თანამშრომლობის პრინციპით და აწარმოოს ზნეობრივი პოლიტიკა, რათა საზოგადოების კონსოლიდაციის საფუძველზე ქართულმა სახელმწიფომ შეძლოს ეროვნული ინტერესების განხორციელება და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული პარტნიორობა.
ღირებულებები:
• ადამიანი და მისი საყოველთაოდ აღიარებული უფლებები;
• თავისუფლება;
• კანონის უზენაესობა;
• დემოკრატია;
• სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა;
• მშვიდობა და კეთილდღეობა.
მიზნები:
• ჩვენი მიზანია კონსტიტუციური წესრიგის აღსრულება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო პოლიტიკურ სისტემაში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა. ქართულმა სახელმწიფომ უნდა შეამციროს საკუთარი როლი კერძო სამოქალაქო ურთიერთებებში, შექმნას განვითარების თანაბარი პირობები და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საქართველო უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანისა და მათი კეთილი ნების აღსრულების გარანტი.
• ჩვენი მიზანია ქართული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ფუნქციის განმტკიცება და მისი ეროვნული ინტერესების განხორციელება. საქართველომ, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთმა ძირითადმა საყრდენმა ქვეყანამ, გზაჯვარედინმა ევროპასა და აზიას შორის უნდა იტვირთოს პარტნიორული პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. საქართველომ უნდა იზრუნოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, უზრუნველყოს დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენციისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო კომუნიკაციების შექმნა და სატრანზიტო მომსახურების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა მოახდინოს ღირებულებითი, ინტელექტუალური, კულტურული და ეკონომიკური განვითარება, რომ შეძლოს გლობალურ სამყაროში ღირსეული დამკვიდრება.
• საქართველო როგორც ოქროს საწმისის ქვეყანა, უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრე და შემწყნარებლობის აკვანი ვალდებულია საკუთარ მოქალაქეს განუმტკიცოს ეროვნული ცნობიერება და პასუხისმგებლობა. ქართული სახელმწიფოს მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს მოქალქეთა კულტურული და ინტელექტუალური განვითარება, ეროვნული ღირებულებებისა და იდეალების პოპულარიზაცია.
პრიორიტეტები:
• ჩვენ გვწამს რომ საქართველოსთვის პრინციპულია სახელმწიფო სისტემის გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოების გავლენის ზრდა მართვის ინსტიტუტებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და მედია პლურალიზმი, სიტყვის, გამოხატვის, საკუთრების და ადამიანის სხვა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კონკურენტული ბიზნეს გარემოს სტაბილურობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, შრომის ბაზარის განვითარება და განათლება.
• ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება.
• საქართველოს უმთავრეს ამოცანად გვესახება ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობა, საერთო ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამეზობლო და რეგიონალური უსაფრთხოების ხელშეწყობა.
წინამდებარე დოკუმენტით დეკლარირებული იდეალები და მიზნები წარმოადგენს ჩვენი ერთობისა და საქმიანობის მტკიცე საფუძველს. Political Party "Liberal Democrats"
T H E #M A N I F E S T
Freedom is a worthy choice of Georgian citizens, while the people is our country's most important value. We agree that a democratic and sovereign state can be achieved only in conditions of personal freedom, equal rights of citizens, the rule of law, a healthy competition and a strong economy. Modern and competitive Georgian state is the main idea, which is based on our unity. Political party "Liberal Democrats" is the ideological cadre party of modern standard based on the national ideals. Our goal is to provide the fulfillment of intellectual potential of the Georgian citizens and to supply the state institutions with qualified staff through an open competitive platform and decentralized management structure. Party "Liberal Democrats" is focused on working on the political arena with cooperation principle and make moral policy in order to implement Georgian country’s national interests and a good partnership of the international community based on the society consolidation. Values:
• Human and internationally recognized human rights;
• Freedom;
• Rule of law;
• Democracy;
• State sovereignty and territorial integrity;
• Peace and prosperity. Goals:
• Our goal is to enforce the constitutional order and the rule of law, strengthening democratic institutions, raising civil liability and national awareness, raising a free civil society's role in the political system of the State. Georgia must reduce its role in private civil relations, create equal conditions for development and ensure the protection of citizens' rights and freedom. Georgia should be the guarantee of a free choice and the ex*****on of the good will of its citizens.
• Our goal is to strengthen the geopolitical function of the Georgian state and perform its national interests. Georgia, as one of the cornerstone country of the Silk Road, the crossroads between Europe and Asia, should take the partnership responsibility toward the international community. Georgia should take care on territorial integrity, should ensure the development of the democracy and economic, strengthen peace and security, create healthy environment for political and economic competition. It is necessary to develop the international standards for infrastructure, develop air, sea and road communications and transit services. Georgia will have to make the value, intellectual, cultural and economic development to enable the deserving establishment in a global world.
• Georgia as the country of the Golden Fleece, the successor to the ancient civilization and the birthplace of tolerance is required to shore up the national consciousness and responsibility to their citizens. Georgian state’s constant concern should be cultural and intellectual development of citizens the promotion of national values and ideals. Priorities:
• We believe that for Georgia is very important the transparency of the state system, raising public influence on the management of institutions, judicial independence, political and media pluralism, freedom of speech, expression, property and other human rights and freedoms, stability of the competitive business environment, investment attractiveness, labor market development and education.
• It is vital for Georgia the raising of defense and strengthening peace and security on its territory.
• The main task of Georgia is the full and deserving member of the European Union and NATO, ensure overall economic and energy security, promote the neighborhood and regional security environment. Hereby, the declared ideals and goals represent the firm foundation of our unity and activity.