სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission

სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission

Share

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

Photos from სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission's post 05/06/2026

🔵გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

🔹5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ტრანსპორტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ გარემოზე.

🔹ურბანული ტრანსპორტი და მისი ხარისხი, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოში. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დედაქალაქში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად: მოხდა საავტობუსე პარკის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აიკრძალა ტყვიის შემცველი ბენზინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტრანსპორტით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებასთან.

🔹საქართველოში ხორციელდება რიგი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და გარემოსდაცვითი რისკების მართვას.
გარემოსდაცვითი პრობლემების დასაძლევად, აქტიურად მიმდინარეობს ფეხითა და ველოსიპედით სიარულის წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ელექტრომობილების გამოყენება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
#გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
#ეკო ტრანსპორტი See less

Photos from სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission's post 04/06/2026

04/06/26
✅თბილისში დღეს მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი - მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ და პოლიტოლოგმა, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორმა, ჯონ მერშჰაიმერმა მიმართეს. ფორუმში თბილისის საკრებულოს წევრები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

🔹თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სწრაფად ცვალებად გარემოში ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა დაბალანსებული პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობას და ეკოლოგიურ მდგრადობას ითვალისწინებს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.

🔹„თბილისი, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სწრაფად მზარდი ქალაქი, დგას არაერთი გამოწვევისა და შესაძლებლობის წინაშე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მდგრადი ურბანული განვითარება, სატრანსპორტო რეფორმა, მწვანე პოლიტიკა, განათლება, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისები. მდგრადი განვითარების გრძელვადიან პროცესში თბილისის ფორუმი იქცა პლატფორმად, სადაც შეგვიძლია ყოველწლიურად შევაფასოთ პროგრესი და გლობალური ცვლილებების კონტექსტში განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიები მოგვცემს შესაძლებლობას გავცვალოთ გამოცდილება და შევიმუშაოთ ახალი ინიციატივები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულო აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

🔹თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

🔹მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა და 6 ივნისს დასრულდება, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: მდგრადი ურბანული განვითარება, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე, სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ტურიზმი და თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფია, მიგრაცია, მდგრადი, ხელმისაწვდომი და სოციალურად ინკლუზიური საცხოვრისი, პოლიტიკური სუვერენიტეტი და მისი სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტები.

04/06/2026

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნა

03/06/2026

03/06/26
✅თბილისის მთავრობის სხდომა

🔷 2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა. უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც მერიაში, ისე გამგეობაში. ოჯახს აღნიშნული სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით, მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგ, მათთან ხელშეკრულება ფორმდება.

🔷 1-ელი ივლისიდან, მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხება. რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს.

🔷 თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი. ასევე, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი. აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება. პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე დღეიდან დაიწყო ვებგვერდზე: https://youthtbilisi.ge/

🔷 თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოაწყო. აღნიშნულ მისამართზე შეიქმნა თანამედროვე და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული. ტერიტორიაზე განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების ფანჩატური, რომლებიც უზრუნველყოფს, როგორც დასვენების, ისე სოციალური აქტივობების ჩატარების შესაძლებლობას. სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. სკვერში მოწყობილია კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა. დამატებით, გათვალისწინებულია ძაღლებისთვის განკუთვნილი დამოუკიდებელი სივრცის მოწყობა.

🔷 დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება. მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები

Photos from სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission's post 03/06/2026

🚲ველოსიპედის მსოფლიო დღე

🔹3 ივნისი ველოსიპედის მსოფლიო დღეა. ველოსიპედის მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2018 წელს დააწესა, რომლის მიზანი ეკოლოგიური და ჯანსაღი ტრანსპორტის დანერგვა იყო.

🔹ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, როგორიცაა ფეხით და ველოსიპედით სიარული, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების გარდა, ველოსიპედით გადაადგილება, გარემოს დაბინძურების შემცირებას და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

🔹ველოსიპედის შექმნის ისტორია, გერმანელ გამომგონებელს, კარლ ფონ დრეიზის სახელს უკავშირდება. 1817 წელს, კარლ ფონ დრეიზიმ საკუთარ გამოგონებას „Lauftmashcine“დაარქვა, რაც ქართულად „სარბენ მანქანა“-ს ნიშნავს. მისი ეს გამოგონება თანამედროვე ველოსიპედის მსგავსი იყო, თუმცა მას გააჩნდა ხის ჩარჩო და არ ჰქონდა სატერფულები.

🔹ველოსიპედის პოპულარობას მისი ეკონომიურობა, კომფორტულობა, ეკოლოგიურობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს. დღეს ველოსიპედი გადაადგილების ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა და მისი მეშვეობით, მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად, ათასობით კილომეტრს გადის.

🔹ცნობისათვის, პირველი ველოსიპედი ნიუ იორკში, 1819 წლის 21 მაისს გამოჩნდა. საქართველოში, პირველი ორბორბლიანი ველოსიპედი ნიკო ნიკოლაძემ, ბერლინიდან ჩამოიტანა.
#ველოსიპედის მსოფლიო დღე
#ველოსიპედი მწვანე მომავლისთვის

02/06/2026

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის განრიგებზე გადავიდა
შეიცვალა რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადავიდა ზაფხულის სამუშაო განრიგზე.
საბაგირო გზა მგზავრებს, 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის განრიგებზე გადავიდა

შეიცვალა რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადავიდა ზაფხულის სამუშაო განრიგზე.
საბაგირო გზა მგზავრებს, 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.

01/06/2026
საკრებულოს სხდომა - 29.05.26. 29/05/2026

თბილისის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე • Zurab Abashidze-ის ხელმძღვანელობით გაიმართა.

2026 წლის თბილისის ბიუჯეტი 45 მილიონ 23 ათასი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 636 მილიონ 851 ათას ლარს მიაღწია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყო თბილისის საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის. გაიზარდა რამდენიმე რაიონში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დაფინანსება

➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8600

თბილისის საკრებულოს სხდომა - 29.05.26.

➡️ იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8600

Photos from სატრანსპორტო საკითხთა კომისია/Transport Issues Commission's post 29/05/2026

✅სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

🔹თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

🔹გაიოზ თალაკვაძემ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა. მისი თქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება 2026 წლის 1 იანვრისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების ნაწილის - 10 261,4 ათასი ლარის გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით.

🔹წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 45 023,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 636 851,6 ათას ლარს.

🔹დღესვე სხდომაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.

🔹დავით ჯაიანმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის ფასი 2017 წლის პირველი მაისიდან 2028 წლის პირველ აპრილამდე განისაზღვრება 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით.

🔹დავით ჯაიანმა ასევე „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.

🔹წარმოდგენილი პროექტის მიზანია, გაგრძელდეს მოსწავლეების სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

27/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

თავისუფლების 2
Tbilisi
0114