20/06/2025
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით ხობის მაგისტრატ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა სარეაბილიტაციო სამუშოები ორ ეტაპად დაგეგმა:
პირველ ეტაპზე პროექტი ითვალისწინებდა, როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რომლის დროსაც რეაბილიტირდა პირველ სართულზე სამუშაო ოთახები, ფოიე, სხდომათა დარბაზი.
მეორე ეტაპზე განხორციელდა შენობის დაახლოებით 900 კვადრატამდე სახურავის შეცვლა წყალგადამყვანი სისტემების ჩათლით. რეაბილიტირდა შენობის წინა ფასადი. გარემონტდა მეორე სართულზე არსებული სამუშო ოთახები. შენობაში განახლდა ელ ქსელი. შეიცვალა ცენტრალური კარი, რომელიც ადაპტირდა შშმ პირთა სარგებლობისთვის.
იხ. ვიდეო ლინკი🎥
https://youtu.be/lMg3kA96sjE?feature=shared
06/05/2025
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სასამართლოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის გათვალიწინებით, დეპარტამენტმა მოამზადა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ვინაიდან სასამართლოს შენობა მდებარეობს ცენტრალური გზის პირას, შენობის ფასადის ზედაპირი ადვილად იმტვერება და ნესტიანდება. არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით, ფასადის და შენობის შემომსაზღვრელი ღობის ზედაპირები დამუშავდა სოკოს საწინააღმდეგო ხსნარებით, გაიწმინდა, აღდგა დაზიანებული ადგილები იგივე ვიზუალის ფაქტურით და შემდგომ შეიღება მაღალი ხარისხის თვითრეცხვადი, ელასტომერული საღებავით. შეიცვალა ცენტრალური კარი, რომელიც ადაპტირდა შშმ პირთა სარგებლობისთვის. შენობისთვის წყლის არიდების მიზნით დაემატა სანიაღვრე არხები. პროექტის ფარგლებში განახლდა სასამართლოს შენობის პორტალი, მოეწყო განათებული სიმბოლიკები-გერბი და წარწერები. შენობაში სრულად განახლდა ელექტრო გაყვანილობის სისტემა, მოძველებული ალუმინის ელ. სადენები შეიცვალა სპილენძის შესაბამისი კვეთის სადენებით. მთელს სასამართლო შენობაში განახლდა ინტერნეტ ქსელი. სამივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი, სხდომათა დარბაზები, დერეფნები.
საბადგრაგო სივრცეში, კერძოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში და დერეფანში ხელოვნური ვენტილაციის სისტემის გაუმართაობის გამო, დანესტიანებული იყო კედლები და ჭერი. პროექტის მომზადებისას განისაზღვრა საკნებში და საბადრაგოს ნაწილში მოცემული ჰაერის მოდინება-გაწოვის რაოდენობა, რომელიც მიღებულ იქნა საპროექტო ფართის საჭირო ჰაერცვლისა და სივრცეში მყოფი ადამიანების რაოდენობის დათვლის საფუძველზე. ახლად მოწყობილმა ხელოვნური ვენტილაციამ გაითვალისწინა ყველაზე ოპტიმალური გზა ჰაერის ასაღებად/გასაწოვად, სუფთა ჰაერის დამუშავებისთვის/გასათბობად მოდინებით ხაზის მოსაწყობად. დამონტაჟდა ჰაერსატარები, ხმაურდამხშობები, გამწოვი ვენტილატორები. გარემონტებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში მოეწყო სკამები.
რეაბილიტირებული სასამართლოს შენობა აღიჭურვა შესაბამისი ავეჯით.
10/04/2025
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით პირველ ეტაპზე ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს შენობის სახურავი მთლიანად შეიცვალა.
მეორე ეტაპზე დაგეგმილია ფასადის განახლება, სარინელის ახლიდან მოწყობა , განხორციელდება სხდომათა დარბაზის და სამუშაო ოთახების რეაბილიტაცია.
იხ.ვიდეო🎥
https://youtu.be/TH1CDuDdzyM
13/02/2024
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რაც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
•პროექტის ფარგლებში განახლდა სასამართლოს შენობის პორტალი, მოეწყო განათებული სიმბოლიკები-გერბი და წარწერები;
•სასამართლოს ორივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზები;
• რეაბილიტირდა საბადრაგო სივრცე და საკანი;
•პროექტის მიხედვით, სამუშაო ოთახებში და სხდომათა დარბაზებში მოიხვეწა პარკეტის იატაკი, რომელიც შემდგომ დაიფარა მაღალი ხარისხის სამი ფენა ლაქით;
•ორივე სართულის დერეფანსა და ფოიეში მოეწყო ასევე მაღალი ხარისხის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამი პერფორირებული ამსტრონგის ჭერი;
•გარემონტებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით;
•ავტომანქანის გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს შიდა ეზოში, ლითონის მსუბუქი კონსტრუქციით მოეწყო ავტოსადგომი ბეტონის იატაკით.
19/12/2023
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე კულულაშვილმა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოს, 2017 წლის სექტემბერში შემოუერთდა დამატებით მიწის ფართი, რომელიც საჭიროებდა კეთილმოწყობას. ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო მოწყობილიყო წყალგადამყვანი სისტემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს დაგეგმა და სატენდერო პირობების დაცვით დაიწყო ქობულეთის მაგისტრატ სასამართლოსთვის მომატებული ფართის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში ახლად მომატებულ ფართის წინა ნაწილზე, განხორციელდა შემომსაზღვრელი ღობის მოწყობა, დაიგო არმირებული ბეტონი, მოეწყო სანიაღვრე არხები ლითონის თავსახურით, რომელიც დამუშავდა ანტიკოროზიული საღებავით.
ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებით აღიკვეთა, გარეშე პირთა კუთვნილი ავტომობილების, უნებართვოდ სასამართლოს ტერიტორაზე შემოყვანა. ასევე, ეზოს კეთილმოწყობით სასამართლოში მიმსვლელი მოქალაქეებისთვის, შესაძლებელი გახდა ნალექიან ამინდშიც უსაფრთხოდ მისვლა სასამართლოს შენობამდე.
06/11/2023
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა გორის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადის და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა წინა ფასადს, ცენტრალური შესასვლელის ბაზალტის კიბეებსა და ცენტრალურ შესასვლელ ჭიშკარს. ამასთან, წინა ეზო მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით.
სამღებრო სამუშაოები ჩატარდა თანამშროლებისთვის განკუთვნილ ოთახებში, კიბის უჯრედში და ფოიეში. ყველა დარბაზში შეიცვალა გამყოფი ბარიერის დეტალები. ყველა სველ წერტილში მოეწყო ახალი ნესტგამძლე ამსტრონგის ფილები თავისი სანათებით.
იხილეთ ვიდეო ➡️➡️▶️ https://youtu.be/9_27JCfbCB4
08/08/2023
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს შენობაში.
მთლიანად შეიცვალა სახურავი, გარემონტდა წინა და უკანა ფასადი ( პირველი სართულის დონეზე და პორტალი). ორ დარბაზში ჩატარდა სამღებრო სამუშაოები-გაიკრა ე.წ. ფრიზელინი და შეიღება.
იხილეთ ვიდეო ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=pPu-RM2DpqA
11/05/2023
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, რამდენიმე სასამართლოს შენობისთვის სარეზერვო ელ. კვების წყაროების-გენერატორების სიმძლავრეების ოპტიმიზაციის სამუშაოები განახორციელა.
სასამართლოების შენობებში არსებული გენერატორები მოძველებული ან/და ამორტიზირებული იყო და სასამართლოს პერსონალის რაოდენობის და შესაბამისად, ელ.ტექნიკის, ელ.ენერგიის მოხმარების ზრდის გამო, არსებული გენერატორების სიმძლავრეები საკმარისი აღარ იყო.
არსებული საბიუჯეტო დაფინანსებების ფარგლებში, დეპარტამენტმა დაიწყო ახალი გენერატორების მონტაჟის პროცედურები, ხოლო სასამართლოში არსებული მეორადი ვარგისი გენერატორები გადატანილ იქნა იმ სასამართლოების შენობებში, რომელთა სიმძლავრეებიც საკმარისი იყო სასამართლოების სარეზერვო ელ.მომარაგებისთვის. საპროექტო შესწავლით დადგინდა, თუ რომელ სასამართლოს შენობას როგორი სიმძლავრის გენერატორი ესაჭიროებოდა, აკმაყოფილებდა თუ არა არსებული მოქმედი გენერატორი ობიექტის სარეზერვო ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო მოთხოვნებს და საჭირო იყო თუ არა მისი შეცვლა უფრო მძლავრი დიზელგენერატორით. პროექტით ასევე განისაზღვრა სასამართლოების შენობების აღჭურვა ტექნიკურად გამართული სარეზერვო ელექტრო მიწოდების სისტემით. განისაზღვრა დიზელგენერატორისათვის რკინა-ბეტონის სადგამის პარამეტრები, დაპროექტდა შენობის ელ.კვების გენერატორზე დაერთების და ავტომატური გადამრთველის სქემა.
პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა 11 სასამართლოს შენობაში არსებული მდგომარეობა ობიექტის სარეზერვო ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით. ახალი გენერატორები შესყიდულ და დამონტაჟებული იქნა თბილისის სააპელაციო, ქუთაისის, რუსთავის საქალაქო, თეთრიწყაროს რაიონულ და მარნეულის მაგისტრატ სასამართლოებში. ფოთის საქალაქო,ახალციხის რაიონული, ტყიბულის, ჭიათურის, ქობულეთის და ხობის მაგისტრატ სასამართლოებში განხორციელდა მეორადი, თუმცა სიმძლავრით შესაბამისი დიზელგენერატორების მოწყობის როგორც საპროექტო ასევე სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდგომ თერთმეტივე სასამართლოს შენობაში მოგვარდა სარეზერვო ელ.მომარაგების მიწოდების პრობლემები.
საერთო სასამართლოების დეპარატმენტი კვლავ აგრძელებს აღნიშნული მიმართულებით სხვა სასამართლოების შენობებში საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას.
10/05/2023
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, შუახევის მაგისტრატ სასამართლოში პირველ ეტაპზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
საპროექტო წინადადებით პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, სასამართლოს შენობის თანამედროვე სამშენებლო რეგულაციების მოთხოვნებთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მის ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც გულისხმობდა სასამართლოს შენობის გადაგეგმარებას, რეაბილიტაციას, ახალი, დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის გაჩენას და ა.შ.
მომზადებული პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდა შენობის ფასადი და მთელს პერიმეტრზე გარე შემომსაზღვრელი ღობე, განხორციელდა სასამართლოს შენობის შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია, გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზი, ფოიე, დერეფნები, საბადრაგო ბლოკი, სრულად შეიცვალა ელექტრო და კომპიუტერული ქსელი.
რაც შეეხება მეორე ეტაპზე დაგეგმილ სამუშაოებს, შუახევის მაგისტრატ სასამართლოში შენობის შესასვლელში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა პანდუსი შშმ პირთათვის, ასევე განხორციელდება შენობის ირგვლივ სარინელის მოწყობა, რითაც აღმოიფხვრება შენობის საძირკველში წყლის ჩადინება. მეორე ეტაპის სამუშაოები სატენდერო პროცედურების დასრულების შემდგომ დაიწყება.
01/02/2023
31 იანვარს სსიპ საერთო სასამართლოს დეპარტამენტის და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მიერ ჩატარდა ე.წ სისხლის უანგარო დონორის აქცია -"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე".
აქცია მიმდინარეობდა მაღალი ორგანიზებულობით.
ერთი დონორის გაღებული სისხლი სამი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია, რაც თითოეულ დონორს გააზრებული ჰქონდა.
29/09/2022
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სენაკის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა, შეიცვალა შენობის კოროზირებული გადახურვა, საიდანაც შენობაში ნალექიანი ამინდის დროს ჩამოდიოდა წყალი და აზიანებდა შიდა ინფრასტრუქტურას.
სრულად რეაბილიტირდა სასამართლოს ფასადი, რომელიც შეიფუთა ე.წ „xps“-ის ფილებით, ხოლო შემდგომ ფაქტურულად დამუშავდა და შეიღება, განახლდა პორტალი, კეთილმოეწყო ეზო, სადაც დაიგო ბეტონის საფარი.
სასამართლოს ორივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზები. შენობაში შიდა გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი სამუშაო ოთახი. რეაბილიტირდა საბადრაგო სივრცე და საკნები, სადაც ასევე გადაგეგმარების შედეგად, დამატებით მოეწყო ერთი საკანი-სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ბრალდებულის სახით და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მოსათავსებლად.
შენობაში მოეწყო ხანძრის აღმოჩენის ავტომატური სისტემა (სიგნალიზაცია), რაც მოიცავს: სახანძრო, საგანგაშო, ავარიული განათების და გარე ჰიდრანტის სისტემას. შენობა აღიჭურვა, არა მხოლოდ თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური სახანძრო მოწყობილობებით, ასევე სახანძრო სტენდებით, საევაკუაციო გეგმით და პირველადი ქრობის საშუალებებით. კვამლის, კომბინირებული, მხუთავი გაზის და ბუნებრივი აირის ავტომატური დამისამართების მგრძნობიარე დეტექტორები დამონტაჟდა მთელს შენობაში, რომლებიც ამოქმედდება კვამლის, მაღალი ტემპერატურის, გაზის და მხუთავი აირის დაფიქსირების დროს. სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს შენობაში ელექტროენერგიის გათიშვას. განგაშის შესახებ ხმოვანი და SMS შეტყობინება, სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ეგზავნება სასამართლოს წარმომადგენლებს. მთელს შენობაში დამონტაჟდა ავარიული განათების სისტემა, რომელიც ემსახურება ხანძრის ან საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ხალხის სწრაფ და ეფექტურ ევაკუაციას.
სასამართლოს შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღიჭურვა შესაბამისი ავეჯით და ინვენტარით.
იხილეთ ვიდეო-ფოტო :
https://www.youtube.com/watch?v=rR3rXSNWHWw