რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო/State Agency For Religious Issues

Share

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

05/06/2026

შიიტი მუსლიმები ღადირ ხუმს დღესასწაულობენ

შიიტი მუსლიმები მნიშვნელოვან - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამი ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამედის მეშვეობით, იმამად (მემკვიდრედ) აირჩიეს.
გადმოცემით, სწორედ ამ დღეს, ჰიჯრის (გადასახლების) მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ალაჰის ბრძანებით გამოაცხადა იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ, ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.

04/06/2026

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე პატრიარქს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა.
საქართველოს საპატრიარქოში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარემ მილოცვით დაიწყო და პატრიარქს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ზაზა ვაშაყმაძემ პატრიარქს გააცნო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, ამოცანები და განხორციელებული პროექტები. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ზაზა ვაშაყმაძეს თანადგომა აღუთქვა და სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ პატრიარქს საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს გამოცემები: „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და „რელიგიები საქართველოში.

04/06/2026

კათოლიკური ეკლესია ევქარისტიას ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია დღეს ევქარისტიას (Corpus Christi) ზეიმობს, ესაა მაცხოვრის ხორცისა და სისხლის თაყვანისცემა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევქარისტიის წმინდა დღესასწაულს ულოცავს ყველა კათოლიკეს და წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

02/06/2026

სომხური ეკლესია წმ. გაიანეს იხსენიებს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იხსენიებს წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ. წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს მოწამეთა ხსენების დღეს.

01/06/2026

მართლმადიდებლები ნინოობას ზეიმობენ

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

01/06/2026

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმ. ქალწულთა რიფსიმიანთა ხსენებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია სომეხ წმიდანთა და წმიდანის ყოფით ნაცხოვრთა - ჰრიფსიმეანთ და გაიანეანთ ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და მის მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ.

31/05/2026

რელიგიის სააგენტო მართლმადიდებლებს სულთმოფენობას ულოცავს

დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.

31/05/2026

ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანება სულიწმინდის მოფენას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანებას სულიწმინდის მოფენას ულოცავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანია.

31/05/2026

პროტესტანტები სულთმოფენობას აღნიშნავენ
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს.

31/05/2026

სახარების რწმენის ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს.
სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენებას, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანს წარმოადგენს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

პავლე ინგოროყვას 7
Tbilisi