01/06/2026
🧠 კიდევ ერთი საინტერესო პროექტი თბილისის ტექნოპარკში!
🩺 ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისთვის ფაბლაბში დაიბეჭდება ქართველი ქალის თავის ქალის 3D ასლი, რომლის ორიგინალი დღეს გიოტინგენის უნივერსიტეტში ინახება.
💡 სწორედ ეს თავის ქალა გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის მიხედვითაც გერმანელმა მეცნიერმა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა კაცობრიობა ხუთ ძირითად რასად დაყო და „კავკასიური რასის“ ცნება დაამკვიდრა.
🖨️ გერმანელმა კოლეგებმა თავის ქალის 3D მოდელი ქართულ მხარეს გადასცეს, ხოლო მისი ფიზიკური ასლი ფაბლაბში შეიქმნება და შემდგომ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში განთავსდება.
✨ ისტორია, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები ფაბლაბის ერთ პროექტში კვლავ გაერთიანდა.
01/06/2026
☘️ AgriHack 2026 – Future of Agriculture იწყება!
📍27-28 ივნისს ზუგდიდის ტექნოპარკი სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარშემო გააერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
💡 მონაწილეები იმუშავებენ რეალურ აგრარულ გამოწვევებზე, შექმნიან ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებს მენტორების მხარდაჭერით და ფაბლაბის ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით.
⏱️ 36 საათი, იდეიდან პროტოტიპამდე!
🏆 საუკეთესო გუნდი მიიღებს 10 000-ლარიან გრანტს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის.
👥 თუ გაინტერესებს სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, პროგრამირება, დიზაინი, პროტოტიპირება ან ტექნოლოგიური მეწარმეობა - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
🔹 ასაკი: 16+
📝 რეგისტრაცია: https://apps.mygita.ge/zs/cdzzDV
01/06/2026
🚀 ბათუმის FabLab-ში დაგხვდებათ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი იდეის რეალობად ქცევა შეუძლია!
🛠️ მას აქვს პროტოტიპირების 8-წლიანი გამოცდილება და კარგად იცის, როგორ აქციოს პირველადი ჩანახატი მზა პროდუქტად. ფლობს 3D მოდელირებას, 3D ბეჭდვას და ყოველდღიურად მუშაობს ლაზერულ მჭრელთან, CNC ჩარხთან და 3D სკანერთან.
💡 მოსწავლეების ჩანახატის მიხედვით განსაზღვრა ზუსტი გეომეტრიული პარამეტრები, ხოლო Fusion 360-ში ფანქრით შესრულებული ნახაზი ციფრულ 2D და 3D მოდელად გადააქცია. შემდეგ მოდელი 3D ბეჭდვისთვის მოამზადა, დეტალები PETG პლასტმასით დაბეჭდა, ხოლო დამხმარე ელემენტები ლაზერული დანადგარით დაამუშავა.
🤖 გამოცდილება მხოლოდ ლაბორატორიით არ შემოიფარგლება. უნივერსიტეტში Hardware-ის შექმნის ლექციებს კითხულობს, 5 წელზე მეტია ბავშვებს რობოტიკასა და ელექტრონიკას ასწავლის და მონაწილეობა აქვს მიღებული რობოტიკის ორ საერთაშორისო ოლიმპიადაში. FPV დრონების აწყობა და მართვაც მისი ჰობია.
⚡ გჭირდება კონსულტაცია პროტოტიპირებაზე ან საინჟინრო ამოცანის გადაჭრა? ის მზადაა!
28/05/2026
🚀 Energo Hack 2026 იწყება!
⚡ 11-12 ივლისს კასპის ტექნოპარკი ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს უმასპინძლებს.
💡 მონაწილეებს ელოდებათ რეალური გამოწვევები ენერგეტიკის სფეროდან, მენტორებთან მუშაობა და 48 საათი იდეიდან პროტოტიპამდე.
🏆 გამარჯვებული გუნდები მიიღებენ 10,000₾-იან გრანტს.
🧠 ჰაკათონამდე 2 დღით ადრე ჩატარდება ონლაინ პრეზენტაცია, სადაც მონაწილეები მენტორებისგან მიიღებენ დავალებებს და დაიწყებენ მომზადებას.
👥 ასაკი: 16+
🤝 პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ხოლო გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.
🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://apps.mygita.ge/zs/xsBRo3
28/05/2026
🚀 ახმეტის ტექნოპარკი იწყებს ახალ პროექტს „MentorLab - ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჰაბი“!
💡 პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციებს, ჩაერთონ STEAM მიმართულების ტრენინგებსა და ვორკშოპებში და მიიღონ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მომავალი პროფესიის არჩევისთვის.
🔧 პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ Arduino მიკროკონტროლერებთან და სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპონენტთან, შექმნიან STEAM პროექტებს, დაესწრებიან ინოვაციური მეწარმეობის შეხვედრებს და დემო დღეზე საკუთარ იდეებს წარადგენენ.
🌍 პროექტი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს, ხელს უწყობს ახალი უნარების განვითარებას და მონაწილეებს აკავშირებს დარგობრივ სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების მისაღებად.
👩💻 პროექტში ჩაერთვება 3 ნაკადი, სადაც მონაწილეები 5 დღის განმავლობაში იმუშავებენ მეცნიერების, ინჟინერიისა და ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებებით. პროექტის დასრულების შემდეგ გაიმართება ერთდღიანი სამეცნიერო პიკნიკიც.
📍 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს.
📅 პირველი ნაკადი: 8-12 ივნისი
👥 ასაკი: 14+
🔗 რეგისტრაცია:
https://apps.mygita.ge/zs/4YjmgI
⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ივნისი, 2026.
28/05/2026
🚀 გურჯაანის ტექნოპარკში საინჟინრო ტექნოლოგიური კვირეული დაიწყო!
👷♂️ კვირეულში 60-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მონაწილეობს და სხვადასხვა საინჟინრო მიმართულებას პრაქტიკული გამოცდილებით ეცნობა.
🌱 მწვანე ინჟინერიის მიმართულება გარემოს დაცვასა და მდგრად გადაწყვეტილებებს აერთიანებს.
🏗️ სამოქალაქო ინჟინერია ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და მშენებლობაზეა ფოკუსირებული.
⚙️ ელექტრო და მექანიკის ინჟინერია კი მონაწილეებს ტექნიკურ სისტემებსა და ინოვაციურ მიდგომებს აცნობს.
💡 გურჯაანის ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც მომავლის ინჟინრები პირველ ნაბიჯებს დგამენ!
28/05/2026
🌱 AgriTech Challenge 2026 აგროტექნოლოგიების საგანმანათლებლო კვირეულია, რომლის მიზანია ახალგაზრდებს 6 დღის განმავლობაში გააცნოს თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები, საერთაშორისო ტენდენციები და ინოვაციური მიდგომები.
💡 პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ სამეწარმეო ცოდნას, ჩაერთვებიან ტრენინგებში, პრაქტიკულ ვორქშოპებში, მენტორშიფსა და პროტოტიპირების პროცესში.
🚀 კვირეულის დასასრულს დემო დღეზე მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროდუქტებს წარადგენენ.
🌍 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 15-20 წლის ახალგაზრდებს სამეგრელოს რეგიონიდან.
👥 მონაწილეთა რაოდენობა: 50
👉 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ლინკს: https://apps.mygita.ge/zs/zBzJN4