ინკლუზიური განათლება / Inclusive Education

ინკლუზიური განათლება / Inclusive Education

Share

განათლებისა და მეცნიერების სამინისტ?

20/07/2021

📒📔📕✏️2021 წლის 12 ივლისიდან - 20 აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობს აპლიკანტთა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაციასთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციასთან გასაცნობად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ ბმულს:

inclusion.ge

16/10/2020

📢📢ყურადღება ყურადღება! გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე www.vet.emis.ge მეშვეობით სოციალური მედიის მართვაზე, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაძლევთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას!!!

📝 გაიარეთ სოციალური მედიის მართვის პროგრამა სახელმწიფო დაფინასებით. ძირითადი მოთხოვნებია: სრული ზოგადი განათლება
ტესტირება ინგლისურის ცოდნის შესამოწმებლად სავალდებულოა B1 დონე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 2020 წლის 23 ოქტომბერი იჩქარეთ!

vet.emis.ge

23/09/2020

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ერთვება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკოორდინაციო ჯგუფის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის თბილისის ოფისის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსების განხორციელების ეტაპზე და აცხადებს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან კურსზე „საოფისე საქმის წარმოება“. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა არის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამის ხანგრძლივობა არის 2 თვე.
სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად.
რეგისტრაცია გრძელდება 30 სექტემბრამდე;
სწავლის დაწყების თარიღია 5 ოქტომბერი;
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://vet.emis.ge/ #/
პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: http://www.rtc.edu.ge/.../moklevadiani-profesiuli.../45 ან დაგვიკავშირდით
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, თამარ კობერიძე - 555 535 282;
მომზადება-გადამზადების პროგრამების კოორდინატორი, ნათია ეჯიბაშვილი - 555 528 786.

404 Not Found

15/07/2020

"მე სკოლაში მივდივარ" ბროშურა განკუთვნილია მშობლების,სკოლის ადმინისტრაციის,პედაგოგებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის.
ბროშურის გადმოწერისთვის გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე

inclusion.ge

17/06/2020

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა 🔶

🔶 აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა, სადაც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ინიციატივებზე, განხორციელებულ აქტივობებსა და შექმნილ რესურსებზე ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა;

🔶 შეხვედრას ესწრებოდნენ:
✅ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი;
✅ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ქალბატონი მარიკა ზაქარეიშვილი;
✅ მაია წულაძე - პროგრამის კოორდინატორი „ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა პროფესიული განათლების საფეხურზე“; ქალბატონმა მაიამ ისაუბრა 2020 წლის საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცედურებზე და წარმოადგინა სხვადასხვა რესურსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად;
✅ მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი - ექსპერტი, რომელმაც შეიმუშავა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის გზამკვლევი ქალბატონ თეონა გავაშელიშვილთან ერთად;
✅რუსუდან ლორთქიფანიძე - ექსპერტი, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული პროფესიული ინტერესების საკვლევი ინსტრუმენტი წარმოადგინა. აღნიშნულ გზამკვლევზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს ქალბატონ ნინო რუხაძესთან ერთად;
✅ ლეკუნა ჯაფოშვილი- რომელმაც უზრუნველყო შეხვედრის ჟესტურ ენაზე თარგმნა;
✅ მარიამ დავითულიანი - პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

📌✅ შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყო და გრძელდება 10 აგვისტომდე!

🔶 გახსოვდეთ, რომ პროფესიული განათლება სრულიად ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის!
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე
https://www.facebook.com/TVETGeorgia/videos/547389445918043

#14ივნისი #შეზღუდულიშესაძლებლობებისმქონეპირთადღე
#პროფესიულიგანათლება

Photos from ინკლუზიური განათლება / Inclusive Education's post 23/05/2020

„მე სკოლაში მივდივარ“ - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომავალი პირველკლასელების სკოლაში ეფექტიანი ტრანზიციის ხელშეწყობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის,“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით, ახორციელებს პროექტს „მე სკოლაში მივდივარ“.
პროექტი ეხმიანება ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიით შექმნილ გამოწვევას, რომლის წინაშეც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომავალი პირველკლასელები და მათი ოჯახები აღმოჩნდნენ სკოლისათვის სათანადოდ მომზადების კუთხით და იმავდროულად, იზიარებს აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, როგორიცაა ბავშვების განათლებისა და განვითარების დისტანციურად მხარდაჭერა.
პროექტი „მე სკოლაში მივდივარ“ მიზნად ისახავს, არსებული ეპიდემიის პერიოდში, სკოლაში გადასვლის (ტრანზიციის) ონლაინ მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვითა და განხორცილებით, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ სკოლის დაწყებას და ახალ საგანმანათლებლო გარემოში გადასვლა ბავშვებისთვის პოზიტიურ გამოცდილებად იქცეს. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს სკოლების (მომავალი დამრიგებლები, სკოლის სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები), მომზადებას ბავშვების სათანადოდ დასახვედრად - მომავალი პირველკლასელების საჭიროებებთან წინასწარ გაცნობას და სასწავლო პროცესში მათი ეფექტიანი ჩართვისთვის საჭირო კომპეტენციების გაძლიერებას.
პროექტის პილოტირება ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოსთან და მასთან არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით.
East-West Management Institute

Photos from ინკლუზიური განათლება / Inclusive Education's post 16/05/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების კუთხით განხორციელებული აქტივობები გააცნო და მათთან ერთად, სამომავლო პროექტები განიხილა.
გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის რეჟიმში, სამინისტრო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საყოველთაო იზოლაციის პირობებში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, აუცილებელი გახდა სსსმ მოსწავლეებისათვის ისეთი რელევანტური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება, რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ვინაიდან მათი საჭიროებები მრავალფეროვანია, დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, დღის წესრიგში დადგა სწორედ მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება.
სწორედ ამ მიზნით, სამინისტროს მხრიდან შემუშავდა არაერთი რეკომენდაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლებისა და სპეციალური მასწავლებლებისათვის. მომზადდა შემოქმედებითი და განმავითარებელი აქტივობები, აქტივობები დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სახლის პირობებში სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზონ მოსწავლეებს მარტივი, საინტერესო და განმავითარებელი აქტივობები.
მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლი სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ➡ https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/928603047600856/ .
სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის მიერ ხორციელდება სკოლების მხარდაჭერა. გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს, გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციური სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგს, ისგ-ის მიზნების გათვალისწინებით ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში. დისტანციურ დავალებებში გათვალისწინებულია მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა თუ კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სსსმ მოსწავლეთა განათლებას ხელს უწყობს პროექტი „ტელესკოლაც“, სადაც გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია აღნიშნულ მოსწავლეთა ინტერესებიც. ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.
აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სახლის პირობებში შესასრულებელი აქტივობების შესახებ ვიდეორგოლები, რომლებიც ტიხრების სახით გადის „ტელესკოლაში“. ვიდეორგოლები გამიზნულია მშობლებისთვისაც, რათა ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით, მათ ბავშვების უნარების განვითარების ხელშეწყობა შეძლონ.
„ტელესკოლა“ ასევე ძალიან სასარგებლოა მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, გარდა მიმდინარე პროექტებისა, განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომელსაც სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს. სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აქტივობების ოპერატიულობა და ეფექტურობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოზიტურად შეაფასეს და დისტანციურ სწავლებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილეს საკუთარი ინიციატივები გაუზიარეს.

Photos from ინკლუზიური განათლება / Inclusive Education's post 30/01/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.

227 442 ლარის ღირებულების 186 ბრაილის შრიფტით აწყობილი და 15 რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოს ადაპტირება სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.

„საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა ერთადერთი სკოლა მთლიანად აღიჭურვა ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, რომლებიც ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული და რელიეფურ ნახატებსაც მოიცავს. შესაბამისად, მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ტექსტის სახით, ასევე, მიეცემათ საშუალება სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალები ტაქტილური შეხების მეშვეობით აღიქვან,“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მოსწავლისთვის საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით, სამინისტრო ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეპროგრამას ახორციელებს.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას დაწყებითი, I-IV კლასის მოსწავლეებს რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ. სკოლის მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეცპედაგოგი, ასევე, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მობილობის ტრენერი და ფსიქოლოგი.

უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალაც ბრაილისა და მსხვილ შრიფტზეა ადაპტირებული

Photos from ინკლუზიური განათლება / Inclusive Education's post 04/12/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ, ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ თანადამფუძნებელ, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკისთან და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელთან, ირმა ხაბაზთან ერთად კონფერენცია „სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერა ყველა ბავშვისთვის“ გახსნა.
ღონისძიებას ასევე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდა.

კონფერენციის მიზანს სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის ახლადდანერგილი მიდგომებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა წარმოადგენდა, რაც სკოლაში ბავშვების ჩართულობას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

კონფერენციიის მონაწილეებმა, დარგის საერთაშორისო და ადგილობრივმა სპეციალისტებმა, ერთმანეთს ბავშვთა მხარდაჭერილი ტრანზიციის პირველადი გამოცდილება გაუზიარეს, გააანალიზეს უკვე განხორციელებული პრაქტიკა, შედეგები და გამოწვევები, აგრეთვე, წარადგინეს ტრანზიციის რეგულირების ხედვა და ახლადშემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.

ღონისძიების ფარგლებში ტრანზიციის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა ჯულიეტ ჰენკოკმა საზოგადოებას საქართველოში ბავშვთა სკოლაში ტრანზიციის მხარდამჭერი მექანიზმების ძირითადი აქცენტები გააცნო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი თვითმართველობის, სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ პროცესში საკუთარ როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ორგანიზებითა და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

Photos from ინკლუზიური განათლება / Inclusive Education's post 31/10/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ პოლონეთის „განათლების განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით წამოიწყო პროექტი ინკლუზიური განათლების სფეროში, სახელწოდებით - "მეგობრული სკოლა“ . პროექტი გრძელდება 2 წლის მანძლზე და ითვალისწინებს როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ვიზიტებს პოლონეთში, ბაღებში, სკოლებსა და განვითარების სხვადასხვა ცენტრებში, ასევე პოლონელი ექსპერტების სტუმრობას საქართველოში და ტრენინგების ადგილზე ჩატარებას.

ამ პროექტის ფარგლებში მულტიდისციპლინური გუნდის წევრებმა 21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრისჩათვლით გაიარეს ტრენინგები და დაესწრნენ ვორქშოფებს კრაკოვსა და ვარშავაში შემდეგ საკითხებზე: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერის დაგეგმვა, აუტიზმი და განვითარების სხვა ზოგადი აშლილობები; უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების მხარდაჭერა სასწავლო პროცესში, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების პროფესიული განათლება და დასაქმება; ფსიქიკური ჯანმრთელობა ბავშვებსა და ახალგაზრდებში და დახმარების ფორმები, სკოლის მხარდამჭერი სპეციალისტები და სერვისები. ასევე შედგა პოლონეთის განათლების სამინისტროში, ვიზიტი პოლონური სკოლებში და სხვა სერვისებში.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგი მიზნების მიღწევას:

ლიდერების მომზადება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის;
ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების შესახებ, ამ მიზნით ლიდერები პოლონეთში გავლილი ტრენინგის საფუძელზე ჩაატარებენ შეხვედრებს, საქართველოში, საჯარო სკოლებში;
პროექტის მონაწილეების კომპეტენციების გაზრდა მასწავლებელთა მხარდაჭერაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;

ლიდერები შეისწავლიან საზოგადოებრივი კამპანიების კონცეფციას და იხილავენ მომზადების მაგალითებს.


პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

დ. უზნაძის 52, ოთახი 137
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30