ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, Government Organization, მ. წინამძღვრიშვილის ქ. N200, Tbilisi.

Photos from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო's post 04/06/2026

✅გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

🔹გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს და მობილური ლაბორატორიის გამოყენებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარემოს რადიაციული ფონური მდგომარეობის სადემონსტრაციო მონიტორინგი განახორციელეს.

🔹ღონისძიების მიზანი გარემოსდაცვითი საკითხებისა და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

🔹ლექციის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ფუნქციებსა და განხორციელებულ პროექტებს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მობილური ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და დანიშნულების შესახებ.

🔹სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ადგილზე გასცნობოდნენ იმ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც გარემოს რადიაციული მონიტორინგი ხორციელდება.

🔹5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში კი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.

Photos from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო's post 03/06/2026

✅ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო IAEA-ს სამეცნიერო ვიზიტს მასპინძლობს.

🔹საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მხარდაჭერით, რუმინეთის დელეგაციის სამეცნიერო ვიზიტს მასპინძლობს.

🔹ვიზიტის მიზანია გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

🔹პროგრამა მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს.

🔹განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიაციისა და გარემოს აღდგენითი ღონისძიებების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

🔹სამეცნიერო ვიზიტი ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული ცოდნის გაცვლასა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

Photos from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო's post 02/06/2026

✅გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ საიმერლოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა.

🔹გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს.

🔹შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს როლზე გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების შესაძლო ზემოქმედებისგან.

🔹მოსწავლეები გაეცნენ სააგენტოს სტრუქტურას, საქმიანობის ძირითად სფეროებსა და წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებაზე - ინსპექტირების პროცესზე, რომლის მეშვეობით სააგენტო ახორციელებს უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით.

🔹შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

🔹ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის კვირეულში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობასა და საინფორმაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

Photos from გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო's post 01/06/2026
Photos from გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი's post 01/06/2026

28-29 მაისს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საქმიანი კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიები და პრაქტიკული უნარები“

ტრენინგი მიზნად ისახავდა მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვასთან დაკავშირებული უნარების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც შიდა ორგანიზაციული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ასევე, ორგანიზაციის გარეთ საქმიან ურთიერთობებში უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგების მიღწევას

01/06/2026
Photos from ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო's post 29/05/2026

✅ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან
თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებს, კვლევით მიმართულებებს და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

🔹სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, როგორც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მაკოორდინებელი უწყება, მზადაა ხელი შეუწყოს თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის, იმ ექსპერტების მხარდაჭერით, რომლებიც წლების განმავლობაში ავითარებენ დარგს.

🔹შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამეცნიერო კონსორციუმის თავმჯდომარე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გრიგორ ტატიშვილი; ამავე ორგანიზაციის სამეცნიერო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი; კონსორციუმის წევრი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ბიოლოგიაში მიხეილ გოგებაშვილი და სხივური მედიცინის ცენტრის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, სამედიცინო ფიზიკოსო გიორგი გავაშელიშვილი.

26/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

მ. წინამძღვრიშვილის ქ. N200
Tbilisi
0112