19/05/2026
ანდრია ბალანჩივაძე-120
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ახალი ქართული საკომპოზიტორო სკოლის, სიმფონიური და საფორტეპიანი ჟანრის მუსიკის ფუძემდებელი ანდრია ბალანჩივაძე დაიბადა სანკტ-პეტერბურგში 1906 წლის 19 მაისს. მან მუსიკის შესწავლა დაიწყო ამავე ქალაქში, 1918 წლიდან კი განაგრძო ქუთაისში, მამამისის მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში. ანდრია ბალანჩივაძემ 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იგი სტუდენტობის პერიოდშივე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. 1925–27 წლებში მუშაობდა სამუსიკო ნაწილის გამგედ თბილისის მუშა ახალგაზრდობის თეატრში, შემდეგ კოტე მარჯანიშვილის დაარსებულ (ახლანდელი მარჯანიშვილის სახელობის) თეატრში, მუსიკალურ მუშფაკში. 1937-იდან კი უკვე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი იყო და ხელმძღვანელობდა საკომპოზიციო კლასს. მისი მოწაფეები იყვნენ რ. ლაღიძე, ა. ჩიმაკაძე, ა. შავერზაშვილი, შ. მილორავა, ბ. კვერნაძე, ო. თევდორაძე და სხვა. 1941–49 წლებში ანდრია ბალანჩივაძე იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი, თავმჯდომარე და საპატიო თავმჯდომარე. ანდრია ბალანჩივაძე ასევე იყო სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი. მისი დამსახურებაა ქართული მუსიკის არაერთი ჟანრის ფორმირება. იგი ავტორია პირველი ქართული ბალეტისა „მზეჭაბუკი“ („მთების გული“), რომლის პრემიერა გაიმართა 1936 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე. შემდეგ კი წარმატებით დაიდგა ლენინგრადის, კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სარატოვის, აშხაბადის, ქუთაისის თეატრებში. ბალეტი აღიარებულ იქნა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხელოვნების ნოვატორულ, საეტაპო ნაწარმოებად, რომლის საფუძველი ეროვნული ხალხური ცეკვისა და კლასიკური ქორეოგრაფიის სინთეზი იყო. ანდრია ბალანჩივაძეს ეკუთვნის კიდევ ორი ბალეტი: „ცხოვრების ფურცლები“ და „მწირი“. აგრეთვე ლირიკული ოპერები „მზია“და „ოქროს ქორწილი“, სიმფონიები, საფორტეპიანო კონცერტები. მის მუსიკაში ოსტატურად არის შერწყმული ერთმანეთთან ეროვნულ-ხალხური საწყისები და თანამედროვე სიმფონიური მუსიკის ფორმები.
მას მიღებული ქონდა მრავალი ჯილდო და ორდენი. გარდაიცვალა 1992 წელს, 85 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
13/05/2026
45 წელი დიდი გამარჯვებიდან! ⚽️
1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფის „რეინშტადიონზე“ ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა – თბილისის „დინამომ“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდი, იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.
გიზიარებთ ვაჟა აზარაშვილის სიმღერას "დინამო, დინამო" რომელიც ოქროს ბიჭებს მიუძღვნა ⚽️
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/177093
30/04/2026
30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა! 🎷
გიზიარებთ პირველი ქართველი ჯაზ-მომღერალი ქალის, გიული ჩოხელის კომპოზიციებს ჩვენი ფონდიდან
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/27778
22/04/2026
სანოტო ფონდს დაემატა მერი დავითაშვილის რჩეული ნაწარმოებების ოთხტომეული
შემდგენელი და რედაქტორი: კახა ცაბაძე
კრებულით სარგებლობისათვის გვეწვიეთ ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით განყოფილებაში
07/04/2026
ვინილების ფონდს ახალი გამოცემები შეემატა:
💿Kordz - The Greatest Hits
💿Bedford Falls - Collected Works
Kordz (ალექსანდრე კორძაია) თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის გამორჩეული ფიგურაა. ამ ალბომში მუსიკოსი სხვადასხვა პერიოდს და მუსიკალურ ევოლუციას ასახავს. ეს კრებული იდეალურია როგორც ახალი მსმენელებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს არტისტის შემოქმედებას.
ბედფორდ ფოლსი (Bedford Falls) – ქართული ინდი-სცენის ლიდერი ბენდია. Collected Works – არის კრებული ალბომი, რომელიც აერთიანებს Bedford Falls-ის სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებს. ალბომი წარმოადგენს ჯგუფის საუკეთესო და ყველაზე გამორჩეულ კომპოზიციებს.
დიდი მადლობა • სტოქტონი-ს ეგზემპლარების გადმოცემისათვის
27/01/2026
დღეს, 27 იანვარს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დაბადებიდან 270 წელი შესრულდა.
მოცარტის ნაწარმოებების (ოპერების, სიმფონიების, კონცერტების და სხვ.) შესრულებას საქართველოში ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიციები აქვს.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალურ ფონდში მისი არაერთი სანოტო გამოცემა და გრამფირფიტა ინახება.
https://www.youtube.com/watch?v=f3oK4XVMARs&t=51s
15/01/2026
1934 წელს, ფირდოუსის ათასიწლისთავისადმი მიძღვნილი ბაქოში დაბეჭდილი ირანული სანოტო გამოცემის თავფურცელი
დაცულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო ფონდში
27/11/2025
ფონდში ახალი გამოცემები დაგვემატა
✔️ ქართული საეკლესიო გალობა
ახალი შუამთის ხახულის ღმრთისმშობლის დედათა მონასტრის სამგალობლო პრაქტიკიდან.
ტროპარ-კოდაკნი, ფსალმუნნი
შემდგენელი: მონაზონი ეპისტიმია (იობაძე)
✔️ ბაროკოს სამეფო ბრწყინვალება
მხატვრული ნიმუშები სოლფეჯიოსათვის
შემდგენელი: მარინა ბოჭოიძე
10/10/2025
პეტრე ჩაიკოვსკის ,,წელიწადის დრონი"
🍂 შემოდგომა, ოქტომბერი
მე-20 საუკუნის დასაწყისის ორიგინალური, ილუსტრირებული სანოტო გამოცემა