The Georgian-American Freedom Alliance - GAFA

The Georgian-American Freedom Alliance - GAFA

Share

ორგანიზაცია “ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის” ოფიციალური გვერდი.

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსი არის The Heritage Foundation-ის გლობალური კონსერვატიული ქსელის წევრი, რომელსაც აქვს ამბიცია პარტნიორებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ახალი მემარჯვენეობის, როგორც იდეოლოგიის ფორმირებაში. ჩვენ ვართ Turning Point USA-ის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის ხელმომწერები: https://friendstoliberty.com/about-us
GAFA-ს ლოკალური ამოცანაა საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაში

Photos from The Georgian-American Freedom Alliance - GAFA's post 26/05/2026

1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიული მმართველობის 117 წლიანი უღელის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) ქართველი ხალხის გამბედაობის, ნიჭისა და ინოვაციურობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.

1918 წლის 26 მაისმა ხორცი შეასხა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ხედვას, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდა. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ, ვინც დამოუკიდებელი საქართველო შექმნა და სიცოცხლე შესწირა მის დაცვას!

გილოცავთ 26 მაისს!

11/05/2026

კავკასიის რეგიონი, საქართველო და დასავლეთი

07/05/2026

კავკასიის როლი თანამედროვე გეოპოლიტიკასა და სტრატეგიაში.

Formula • ფორმულა

01/05/2026

ალტერნატიული ენერგო გზები და საქართველო.

30/04/2026

1789 წლის 30 აპრილს, ფიცი დადო შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა. ვაშინგტონი მიიჩნევა შეერთებული შტატების ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, რომელმაც პრეცედენტად დაამკვიდრა აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ ორი ვადით ხელმძღვანელობა, რითაც ხელი შეუწყო კონსტიტუციით გარანტირებულ ძალაუფლების ბალანსის პრინციპს.

23/04/2026

34 წლის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის მნიშვნელობა, ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

მადლობას ვუხდით თითოეულ მისიის წევრს, ქართველი და ამერიკელი ხალხისთვის გაწეული შრომისთვის.

⭐ 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი.

იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში.

21/04/2026

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის თანადამფუძნებელმა, გუშინდელ ეთერში გიორგი თარგამაძესთან ერთად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა.

19/04/2026

ამერიკის რევოლუცია და დამოუკიდებლობა 🇺🇲

1775 წლის 19 აპრილს, ლექსინგტონისა და კონკორდის ბრძოლები გახდა მომენტი, როცა სიტყვიერი დაპირისპირება რეალურ ბრძოლაში გადაიზარდა. ბრიტანეთის ჯარები ბოსტონიდან გაემართნენ კონკორდისკენ, რათა კოლონისტების იარაღი და მარაგი გაენადგურებინათ, მაგრამ კოლონისტებმა ეს წინასწარ გაიგეს და მზად დახვდნენ.

პირველი შეტაკება ლექსინგტონის პატარა სოფელში მოხდა, სადაც დაძაბულობა წამებში გადაიქცა სროლად. დღემდე უცნობია, ვინ გაისროლა პირველი, მაგრამ ეს გასროლა ისტორიაში შევიდა როგორც „გასროლა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაისმა“. ამის შემდეგ ბრძოლა კონკორდშიც გაგრძელდა და ბრიტანელებს უკან დახევა მოუწიათ.

სწორედ აქედან დაიწყო ამერიკის რევოლუციური ომი, რომელმაც რამდენიმე წელიწადში ამერიკას დამოუკიდებლობა მოუტანა.

On April 19, 1775, the Battles of Lexington and Concord marked the moment when political tension turned into real fighting. British troops marched from Boston to Concord to destroy colonial weapons and supplies, but the colonists were warned and prepared.

The first clash happened in Lexington, where the situation quickly turned into gunfire. No one knows who fired first, but it became known as “the shot heard round the world.” Fighting continued in Concord, and the British were forced to retreat back to Boston.

This was the beginning of the American Revolutionary War, which later led to American independence.

18/04/2026

ყაზახეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ამერიკელ ინვესტორებს უთხრეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები შემდეგ ეტაპზე გადადის და ძირითადად ფოკუსირდება ენერგეტიკაზე, კრიტიკულ მინერალებზე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

მაშინ როცა ბევრი ქვეყანა ვაშინგტონთან თანამშრომლობას პოტენციურს უწოდებს, ასტანა აცხადებს, რომ თანამშრომლობამ უკვე მოიტანა კონკრეტული კომერციული შედეგები. ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა 29 შეთანხმებას, მათ შორის Cove Capital-თან, Boeing-თან, Cerberus Capital Management-თან და Wabtec-თან, რომელთა საერთო ღირებულება 17 მილიარდ დოლარს აღემატება. ყაზახეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში 600-ზე მეტი ამერიკული კომპანია ოპერირებს და ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც აშშ-ს ყაზახეთის უმსხვილეს უცხოელ ინვესტორთა შორის აქცევს.

ყაზახეთის წარდგენა ვაშინგტონში დიდწილად დაფუძნებული იყო იმ სექტორებზე, რომლებიც დღეს ამერიკის დღის წესრიგში მაღალ პრიორიტეტად ითვლება. ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია ვოლფრამის, მოლიბდენის, ტანტალის, ნიკელის, კობალტის, ლითიუმისა და ბერილიუმის, და კვლავ რჩება მსოფლიოში უმსხვილეს ურანის მწარმოებლად, იგი ფლობს გლობალური წარმოების 40%-ს.

ელჩმა ასევე ყაზახეთი ევრაზიული სატრანსპორტო დაგეგმვის ცენტრში დააყენა და განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურად დებს ინვესტიციებს მარშრუტების დივერსიფიკაციაში „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) ფარგლებში და აღწერს თავს, როგორც მნიშვნელოვან აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პლატფორმად. მისი თქმით, ეს ხედვა ასახავს ტოკაევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ იდეას, რომ ტრანსპორტი და ლოგისტიკა შეიძლება გახდეს ყაზახეთის „მეორე ნავთობი“, ანუ გრძელვადიანი ეროვნული უპირატესობის წყარო, რომელიც აგებული იქნება არა მხოლოდ მოპოვებაზე, არამედ გეოგრაფიაზე, ინფრასტრუქტურასა და ევრაზიულ კავშირებზე.

13/04/2026

გუშინ, უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებში პარტია Tisza-მ გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც, კონსერვატორი ლიდერი, პიტერ მაგიარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ვულოცავთ პიტერ მაგიარს ამ გამარჯვებას და გვაქვს ქართველ და უნგრელ ხალხს შორის თანამშრომლობის მოლოდინი, ჩვენი ქვეყნების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

--------------------

Yesterday, the Tisza Party achieved victory in the parliamentary elections in Hungary. As a result, the conservative leader Péter Magyar will become the next Prime Minister of Hungary.

We warmly congratulate Péter Magyar on this success and look forward to enhanced cooperation between the Georgian and Hungarian nations, guided by the best interests of both countries.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address

Tbilisi