23/04/2026
2026 წლის 30 აპრილს 12 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მის: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N16) გაიმართება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. იხილეთ დღის წესრიგი
https://telavi.gov.ge/ge/30-aprilis-sxdomis-dgis-cesrigi
02/04/2026
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა პატივი მიაგეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას.
საკრებულოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
📌 თელავის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 30 პროექტზე მეტი განხორციელდება და ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 956 000 ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
📌 საკრებულოს განკარგულებით, მერს მიეცა თანხმობა, სოფელ გულგულაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცეს.
📌 ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასწავლო სვლისთვის ქუჩების განსაზღვრის მიზნით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი.
📌 საკრებულომ მოიწონა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი 2026 წლის საპროექტო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ თელავის „უსახელო ხევის“ გაწმენდით სამუშაოებს.
27/03/2026
🔷 ️სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე იმსჯელეს საკრებულოს განკარგულების პროექტზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის საპროექტო წინადადების მოწონებას ითვალისწინებს.
🔷 ️საპროექტო წინადადების მიხედვით გათვალისწინებულია ქალაქ თელავის "უსახელო ხევის" კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. პროექტის ღირებულება 702 000 ლარს შეადგენს.
🔷 ️განკარგულების პროექტი საკრებულოს 31 მარტის სხდომაზე წარედგინება.
24/03/2026
🔷 ️ბიურომ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი განსაზღვრა.
🔷 ️საკრებულოს წევრები განიხილავენ განკარგულების პროექტს, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი 2026 წლის პროექტების დამტკიცებას ითვალისწინებს.
🔷 ️სხდომაზე, ამასთანავე, იმსჯელებენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასწავლო სვლისათვის ქუჩების განმსაზღვრელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.
🔷️ საკრებულოს მორიგი სხდომა 31 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა.
⏩️ იხილეთ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტი და სამართლებრივი აქტების პროექტები:
https://telavi.gov.ge/ge/sakrebulos-morigi-sxdomis-dgis-cesrigis-proekti-0
24/03/2026
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, ჩვენს ძვირფას მუსლიმ თანამოქალაქეებს გულწრფელად და დიდი სიყვარულით, თუმცა მოგვიანებით გილოცავთ რამადანის თვის დასრულებას - რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს.
მუსლიმი თემის თითოეულ წარმომადგენელს ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში, ჩვენი ერის სულიერი მამის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო დიდი მწუხარების გაზიარებისთვის, სოლიდარობისა და თანაგრძნობისთვის, რადგან ეროვნული გლოვის დღეებში გააუქმეთ თქვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
ეს ღირსეული ნაბიჯი იყო არა მხოლოდ პატივისცემისა და გულწრფელი თანადგომის გამოხატულება, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს ერთმანეთის გვერდით დგომა, ურთიერთპატივისცემა და ერთსულოვნება — იქნება ეს ჭირსა თუ ლხინში.
კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს თქვენს ოჯახებში.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
არჩილ თხლაშიძე
17/03/2026
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს არის უდიდესი დანაკლისი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.
მადლობას ვუხდით პატრიარქს მისი ღვაწლისა და ქვეყნისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი სამსახურისთვის.
08/03/2026
საქართველოს პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელს, შალვა ამონაშვილს დაბადებიდან 95 წლის იუბილე მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შალვა ამონაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
04/03/2026
თელავში წარმატებული თელაველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ბატიაშვილმა, მერის მოადგილეებმა გიორგი ქართლელიშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი 24 წარმატებული თელაველი დააჯილდოვეს.
28/02/2026
🔷 ️თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.
🔷 ️მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები გამოიწვია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსების მიზნით ნაშთის ასახვამ.
🔷 ️ბიუჯეტით გათვალისწინებულია; სოფელ რუსიპირში, ვარდისუბანში, კურდღელაურში, წინანდალში, ჯუღაანში შიდა საუბნო გზების, სოფელ გულგულაში მისასვლელი გზის, ქალაქ თელავში ვახტანგ გორგასლისა და ბარათაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება.
⏩️ ვრცლად იხილეთ: https://telavi.gov.ge/ge/sakrebulom-sxdomaze-2026-clis-biujetshi-cvlilebebi-sheitana