ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, K. Lomadze Square #3, Tkibuli.

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 02/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრში გაიმართა.
დღის განმავლობაში პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ და შემოქმედებით აქტივობაში, მიეღოთ დადებითი ემოციები და გაეზიარებინათ სადღესასწაულო განწყობა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, მერის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. იზოლდა ნემსაძემ ბავშვებს წმიდა ნინოს შემობრძანების დღე დღესასწაულთან ერთად მიულოცა, ბედნიერი, ღიმილიანი და წარმატებული მომავალი უსურვა მათ.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი სიმდიდრე და ნათელი მომავლის საწინდარია. ასევე იმას, რომ შევქმნათ მათთვის უსაფრთხო და სიყვარულით სავსე გარემო, სადაც ყველა ბავშვი ღირსეულ პირობებში გაიზრდება და მიიღებს ხარისხიან განათლებას.

გაერთიანებულ და ძლიერ საქართველოში ეცხოვროთ ჩვენს პატარებს!

01/06/2026

დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთ განმანათლებლის, წმიდა ნინოს საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავს!
გილოცავთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს, რომლებიც წმინდანის სახელს ატარებენ!

01/06/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქალაქ ტყიბულში ტრადიციად ქცეული ლამაზი ზეიმით აღინიშნება!
დღეს, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ყველაზე დიდი სიმდიდრის - ჩვენი პატარების დღეა!

ძვირფასო ბავშვებო,
გისურვებთ ბედნიერ, ფერად, სიხარულით სავსე ბავშვობას და ახდენილ ოცნებებს!
ერთიან და ძლიერ საქართველოში გეცხოვროთ!
გილოცავთ!

31/05/2026

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული! უკვე მეორედ!
გილოცავთ!

30/05/2026

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და კომპანია ,,საქნახშირის“ ორგანიზებით მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება!

1 ივნისი, 18:00 საათი

▫️მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრი

• მხიარული ანიმატორები და საყვარელი გმირები
• სახეზე ხატვა
• სიურპრიზი ყველა პატარას - უფასო ბამბის ნაყინი
• კონცერტი — მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით

ვაჩუქოთ ბავშვებს საუკეთესო ემოციები!

Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 26/05/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან და ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

წარმომადგენლობითმა დელეგაციამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკო მემორიალი და სოლომონ მეფის ძეგლი.

იზოლდა ნემსაძემ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მუნიციპალიტეტის თეატრში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე მიულოცა.

26 მაისი საქართველოს თავისუფლების, ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა!🇬🇪🇬🇪🇬🇪

26/05/2026
Photos from ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო's post 25/05/2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე უძღვებოდა, მოისმინეს მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ანგარიში 2026 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია მუნიციპალური სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე.
ცვლილებები შევიდა საკრებულოს განკარგულების რამდენიმე პროექტში: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხათა დამტკიცების შესახებ. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2026 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით და დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება.

22/05/2026

#26მაისი
#ტყიბული

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა აქტივობები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო სივრცე, სხვადასხვა თემატიკის კუთხეები. დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.

13:00–18:00 საათი
* საბავშვო სივრცე - ატრაქციონები.
* გასართობი და სპორტული აქტივობები.
* ფოტო სივრცეები.
* ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
* სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

16:00 საათი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.

16:15 საათი - ქართული სამოსითა და დროშებით საზეიმო მსვლელობა ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე.

17:10 საათი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

17:15 საათი - კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.

Want your business to be the top-listed Government Service in Tkibuli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

K. Lomadze Square #3
Tkibuli
4300