ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

Share

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

Photos from ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია's post 31/10/2025

N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა.

28/10/2025

26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა ,,გაყალბების’’ ბრალდებებს.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშირისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს.

პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები.

დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას - საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემის პროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას და შედეგების შეჯამებას.

შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყო ორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა. ასეთ პირობებში “არსებით დარღვევებზე” საუბარი თავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავს არჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.

ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.

ამრიგად, ნათელია, რომ ,,გაყალბების’’ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების - გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები - გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას.

#ცესკო #ცესკოსგანცხადება

17/10/2025

#ცესკო გაეცნო ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის ( ) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია „ფეიქ დამკვირვებლებად“. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკოს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ:

📎 ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

📎 მათი მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს პროფესიულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას;

📎 აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ პოლიტიკური ან ლობისტური ხასიათის საქმიანობებს და მათი მონაწილეობა მთლიანად მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის პროფესიულ შეფასებას, ასეთის სურვილის შემთხვევაში.

შესაბამისად, EPDE-ს მიერ მათ მიმართ გამოყენებული ტერმინი „ფეიქ დამკვირვებელი“ წარმოადგენს ობიექტურობის პრინციპის უხეშ დარღვევას, ზიანს აყენებს როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე იმ ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების ავტორიტეტს, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ.

ცესკო მოუწოდებს EPDE-ს საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული შეფასებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კარგი საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არ მოითხოვს დამკვირვებლად რეგისტრაციისას ამა თუ იმ პირის პროფესიის, განთლების, საქმიანობისა თუ საარჩევნო გამოცდილების შესწავლას ან/და არ განსაზღვრავს სპეციალურ პროფესიულ მოთხოვნებს ან კვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ, ეს საკითხი სხვადასხვა დამკვირვებლებთან მიმართებაში მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ამავდროულად, საინტერესოა რატომ მოიხსენიებს EPDE კონსტიტუციური ორგანოების - საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ფეიქ დამკვირვებლებად, როცა მათ არცერთ განცხადებაში გარდა პროცედურული და ტექნიკური შეფასებისა, არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, ან თუნდაც მინიშნება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის დასკვნაში მოხსენიებული პირების ნაწილს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გამოდის, რომ ეს პირები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიხსენიეს, რომ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ამას გარდა, გაუგებარია, ქვეყანაში ვიზიტით მყოფი 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 40-მდე დელეგატიდან, მხოლოდ რამდენიმეზე რა ნიშნით და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამახვილდა ყურადღება.

ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თუ სხვა ინსტიტუციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებდა სადამკვირვებლო საქმიანობას და ამ ფორმატში რაიმე ტიპის შეფასებისა თუ განცხადების გაკეთებაც მათივე უფლება იყო. შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების გამო, დადებითი იყო ეს თუ კრიტიკული, მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება იმდენად უსაფუძვლოა, რომ ეს პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ამ პირების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად, ისევე როგორც ამ პირებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არის საქართველოში 4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. მით უფრო იმ ორგანიზაციისგან, რომელიც საერთოდ არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ არჩევნებზე დამკვირვებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ EPDE-ს ერთერთ წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ISFED-ი, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები საზოგადოებას მანიპულაციურად წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტის შედეგად გათავისუფლდა ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს, არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობს EPDE-ში. მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, კვლავაც დაფიქსირდა პარალელური დათვლის შედეგების სანდოობის პრობლემები 2024 წლის არჩევნების დროსაც. ამჯერად ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა თავად შედეგები არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული გარემოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს EPDE-ს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

#ცესკო #ცესკოსგანცხადება #პასუხიდეზინფორმაციაზე

16/10/2025

✅ ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა.

✅ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

✅ ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა.

დეტალურად: https://shorturl.at/lpwn5
#ცესკო #არჩევნები2025

07/10/2025

➡️ 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ დეტალურად #აჭარისტელევიზიის ეთერში ვისაუბრე.

19/09/2025

🗳 2025 წლის #4ოქტომბერს მუნიციპალტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება.

✅ #მოდიარჩევნებზე და ნახე როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები.

#ცესკო #არჩევნები2025 #არჩევნებიდატექნოლოგიები

14/09/2025

👉 ვაგრძელებთ #მედიისწარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ.

#არჩევნები2025 #ცესკოსთავმჯდომარე

14/09/2025

📎 ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

#ცესკო #არჩევნები2025

Photos from საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia's post 11/09/2025

#ცესკოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნეს.

#ცესკოსთავმჯდომარის განცხადებით, #უსკო ადმინისტრაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საარჩევნო საკითხის შესახებ არსებული პრაქტიკა აქტიურად იყოს განხილული ორ უწყებას შორის. მისივე თქმით, ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს ინსტიტუციებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, კომუნიკაციის გაძლიერებასა და საარჩევნო პრაქტიკის განვითარებას. თავის მხრივ, უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

🤝 უმაღლესი საარჩევნო კომისია - Supreme Election Commission
დეტალები: https://shorturl.at/6gHbL
#ცესკო #არჩევნები2025

07/09/2025

✅ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ სერვისს სთავაზობს 👇

#ცესკო #არჩევნები2025 #საარჩევნორუკა #ადაპტირებულისაარჩევნოუბნები

Want your business to be the top-listed Government Service in Tkibuli?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address

Tkibuli
4300