01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის კულინარული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საქველმოქმედო ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,მერის მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეუერთდა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა სახის მუსიკალური ნომერი და გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.
სკოლის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შემოსული თანხები სოციალურად დაუცველი ბავშვთა ოჯახებს გადაეცემა.
01/06/2026
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ასევე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ნახატების გამოფენა მოეწყო.
01/06/2026
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან,საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა. მერმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და დღევანდელი დღე მიულოცა.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრში დღეის მდგომარეობით 31 მოზარდი გადის უფასო თერაპიის კურსს.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.
30/05/2026
წალენჯიხაში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი აშენდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ წალენჯიხაში 250 ადამიანზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტ-კომპლექსის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტით გათვლისწინებულია საცურაო აუზის, სავარჯიშო დარბაზების, მინი-საფეხბურთო მოედნისა და საჭიდაო სივრცის მოწყობა.
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=683539&lang=ge
26/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებების ფარგლებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო,სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკას.
გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები,კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა.
საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ,საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტნე შონიამ,მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ. ყურადღება გაამახვილეს როგორც დამოუკიდებლობის დღის,ასევე საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის თარიღზე.
საზეიმო ღონისძიებას მოწვეული სტუმრები,მერის მოადგილეები,საკრებულოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს, ღონისძიებები ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.