01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან დადიანი საბჭოს წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაკურ სონგულია, მერის მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მაია მიქავა, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.
დღის განმავლობაში მათ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და არაერთი სასიამოვნო აქტივობით ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეს.
ღონისძიებები დილით წალენჯიხის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში სტუმრობით დაიწყო, სადაც პატარებს საჩუქრები და სიურპრიზები გადასცეს, მათთან ერთად დრო გაატარეს და სადღესასწაულო განწყობა გაუზიარეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში – „სიკეთე გადამდებია“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ქალაქ წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა ბავშვს საჩუქრები გადაეცა, რამაც პატარებს განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა.
დღის დასასრულს სტუმრებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი დღე, უსურვეს მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრება და აღნიშნეს, რომ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ ისინი არიან საქართველოს მომავალი.
29/05/2026
დღეს, 29 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის მორიგი
სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე.
2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა- პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
მუნიციპალური საბჭოს 2026-2028 წლების სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს ,,სოფელ ლიის საექიმო ამბულატორიის’’ ს/ნ 242730158 საზოგადოების ლიკვიდაციის შეწყვეტის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5. სხვადასხვა
29/05/2026
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 მაისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრისა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგების თაობაზე.
მომხსენებელი: ცოტნე შონია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. სხვადასხვა
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია უძღვებოდა.
28/05/2026
მ/წლის 29 მაისს, 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.
მისამართი: ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. N5, III სართული
26/05/2026
26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პატივითა და მრავალფეროვანი შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღინიშნა.
დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი თარიღი ერთად ეზეიმათ.
ცენტრალურ სივრცეში მოეწყო სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა, სადაც დამთვალიერებლები თანამედროვე სამხედრო საშუალებებს გაეცნენ და ტექნიკა ახლოდან დაათვალიერეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული განწყობა შესძინა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ცოტნე შონიამ, მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ. მათ ისაუბრეს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღზეც.
დღის დასასრულს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ფერადი და შთამბეჭდავი ფოიერვერკით დასრულდა.