ლიბრო

ლიბრო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ლიბრო, Tbilisi.

12/01/2019

libro

Photos 12/06/2017

ადამიანის ხელით შექმნილი რომელი არტეფაქტი მოჩანს მთვარიდან?

დაიწერეთ ნული ქულა, თუ იტყვით, რომ ეს ჩინეთის დიდი კედელია.

მთვარიდან ადამიანის მიერ შექმნილი არც ერთი ობიექტი არ ჩანს.

საყოველთაოდაა გავრცელებული, რომ ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, „რომლის დანახვაც შესაძლებელია მთვარიდან“, თუმცა ეს მოსაზრება მთვარეს კოსმოსში ურევს.

„კოსმოსი“ საკმაოდ ახლოსაა. ის დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კილომეტრში იწყება, საიდანაც ჩვენ მიერ აგებული მრავალი ობიექტი მოჩანს: ავტომაგისტრალები, ზღვაში გემები, სარკინიგზო ხაზები, ქალაქები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ზოგიერთი ცალკეული შენობაც კი.

თუმცა, დედამიწის ორბიტიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის სიმაღლეზე, ადამიანის მიერ შექმნილი არანაირი ობიექტი არ მოჩანს. მთვარიდან, რომელიც 400 000 კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან, კონტინენტებიც ძნელი გასარჩევია.

მიუხედავად იმისა, რომ „ტრივიალური შეხედულება“ სხვა რამეს გეუბნებათ, მთვარეზე არ არსებობს ადგილი, საიდანაც „მხოლოდ“ ჩინეთის დიდი კედელი მოჩანს.

📝 წყარო : NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო

Photos 12/06/2017

📚📖📓
თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო.

ორი თვის განმავლობაში, თბილისის 50 ქუჩაზე, ბაღებში, პარკებში, მეტროპოლიტენში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება, რაც ასობით ელექტრონულ წიგნს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი მსურველისთვის. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, ეს არის სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს, ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით, უფასოდ ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის ელექტრონულ მოწყობილობაში.

ამისათვის საჭიროა, მკითხველი აპლიკაცია Saba Reader-ის მომხმარებელი იყოს. სულ, თბილისის მასშტაბით, ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების განთავსება 300-მდე წერტილში იგეგმება. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.

ელექტრონული ბიბლიოთეკების მონტაჟი უკვე დაწყებულია და აპრილისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დაიწყო. 50 მწერლის სახელობის ქუჩებზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება. ეს იქნება ორიგინალური კონსტრუქციები, რომლებიც ქუჩის მანიშნებელთან ერთად, შეიცავს მწერლის ნაწარმოებების ჩამონათვალს და მათი ელექტრონული ვერსიების ჩამოსატვირთ QR კოდებს. გარდა მწერლების სახელობის ქუჩებისა, ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 12 პარკშიც განთავსდება. ქუჩების და პარკების შემდეგ კი, ელექტრონულ წიგნებს თბილისის მეტროპოლიტენშიც იპოვით. ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების დადგმა მეტროს ყველა სადგურზეა დაგეგმილი.

📝 წყარო : ipress.ge

შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" 04/05/2017

აუდიო ფორმატში - "ვეფხისტყაოსანი".

შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" შოთა რუსთაველი "ვეფხისტყაოსანი" (ჩაწერილია 1966-2016 წწ.) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი რადიო FM 102.4 კითხულობენ: ვერიკო ანჯაფარიძე,...

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Culinary Team

Attire

Telephone

Address

Tbilisi