Georgia in Milan

Georgia in Milan

Condividi

Consulate General of Georgia in Milan
საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ მილანში

28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
25/05/2026
Photos from Georgia in Milan's post 25/05/2026

🇬🇪 /🇮🇹

🔹ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა ვისკონტების ისტორიულ სასახლეში.

🔹ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. მან ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართველი ერისთვის, ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობასა და ქვეყნის პრიორიტეტებს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

🔹დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაფაელე კატანეომ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ევროპული ღირებულებების განმტკიცების გზაზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

🔹ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წევრები.

🔹საღამო მუსიკალურად გააფორმეს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, კონსტანტინე ყიფიანმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები.

🔹Il Consolato Generale della Georgia a Milano, con il sostegno del Ministero della Cultura, ha ospitato presso lo storico Palazzo dei Visconti una cerimonia solenne dedicata alla Giornata dell’Indipendenza della Georgia.

🔹L’evento è stato aperto con un discorso di benvenuto dal Console Generale della Georgia a Milano, che ha ringraziato gli ospiti per la loro presenza. Nel suo intervento ha sottolineato il particolare significato della Giornata dell’Indipendenza per il popolo georgiano, evidenziando la posizione geostrategica della Georgia e le priorità del Paese nel percorso di sviluppo democratico.

🔹Ha preso inoltre la parola il Vicepresidente della Regione Lombardia per le Relazioni Internazionali e la Cooperazione con l’Unione Europea, Raffaele Cattaneo. Nel suo intervento ha parlato dell’importanza dell’indipendenza della Georgia, della rilevanza della cooperazione nel rafforzamento dei valori europei e ha espresso la disponibilità a sostenere futuri progetti comuni.

🔹Alla cerimonia hanno partecipato rappresentanti della Regione e del Comune, membri del corpo diplomatico, rappresentanti dei settori economico e culturale, nonché membri della diaspora georgiana.

🔹La serata è stata accompagnata musicalmente dal Maestro Nika Nikvashvili, da Nino Alibegashvili, da Konstantine Kipiani e dal Quartetto d’archi del Teatro dell’Opera e del Balletto di Tbilisi. Nell’ambito dell’evento sono stati eseguiti brani selezionati della musica classica georgiana e internazionale.

11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს!

ხმის მიცემა დაიწყება იტალიის დროით 22:25 საათზე!

04/05/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 04/05/2026
Photos from Georgia in Milan's post 27/04/2026

🔹25 აპრილს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია, ქალაქ ბელჯირატეს მერის, ფლავია ფილიპის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო საზეიმო აღლუმს.

🔹 ბელჯირატეში ფაშიზმზე გამარჯვება უკავშირდება ქართველი ეროვნული გმირის, ფორე მოსულიშვილის სახელს, რომელსაც იტალიის რესპუბლიკამ ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭა. მისი სახელი ამოტვიფრულია ქალაქის ცენტრში აღმართულ ეროვნულ გმირთა მემორიალურ მონუმენტზე, ხოლო ქ. ბელჯირატეს ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.

🔹ქ. ბელჯირატეს მერმა ფლავია ფილიპიმ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. გენერალურმა კონსულმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ქ. ბელჯირატეს მერსა და ადგილობრივ საზოგადოებას ფორე მოსულიშვილის გმირობის ღირსეული დაფასებისთვის, გულთბილი მასპინძლობისა და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისთვის.

🔹 სიტყვით გამოსვლების შემდეგ ქალაქის მერმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ერთობლივად გვირგვინით შეამკეს ეროვნულ გმირთა მემორიალი.

🔹Il 25 aprile, in occasione della Festa della Liberazione, la Console Generale della Georgia, Natalia Kordzaia, su invito del Sindaco di Belgirate, Flavia Filippi, ha partecipato come ospite d’onore alla cerimonia commemorativa.

🔹A Belgirate, la vittoria sul fascismo è legata al nome dell’eroe nazionale georgiano, Fore Mosulishvili, al quale la Repubblica Italiana ha conferito lo status di eroe nazionale. Il suo nome è inciso sul monumento memoriale dedicato agli eroi nazionali nel centro della città, mentre una delle vie di Belgirate porta il suo nome.

🔹Il Sindaco di Belgirate, Flavia Filippi, e la Console Generale della Georgia, Natalia Kordzaia, hanno rivolto un saluto ai presenti. Nel suo intervento, la Console Generale ha ringraziato il Sindaco di Belgirate e la comunità locale per il degno riconoscimento dell’eroismo di Fore Mosulishvili, per la calorosa ospitalità e per il particolare rispetto dimostrato nei confronti del popolo georgiano.

🔹Al termine degli interventi, il Sindaco e la Console Generale della Georgia hanno deposto congiuntamente una corona d’alloro presso il monumento memoriale agli eroi nazionali.

Venezia Unica - Official website of Access Fee purchasing 25/04/2026

📢 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ვენეციის ბიენალე-ზე მიმავალ ტურისტთა საყურადღებოდ

2026 წლის აპრილიდან ვენეცია-ში მოქმედებს ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესვლა გარკვეულ დღეებსა და საათებში (08:30 – 16:00), მათ შორის ბიენალეს პერიოდში 8, 9 და 10 მაისს, ექვემდებარება წინასწარ დაჯავშნასა და საფასურის გადახდას.
საფასურის გადახდა სავალდებულოა იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში სტუმრობენ ქალაქს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ქალაქში უფრო ადრე შედიან, მაგრამ მათი ყოფნა ემთხვევა განსაზღვრულ დროს.
🔹 დღიური ვიზიტორები ვალდებულნი არიან წინასწარ დაჯავშნონ და გადაიხადონ საფასური:
https://cda.veneziaunica.it/en/choose-the-date
🔹 ვენეციაში განთავსებულ საცხოვრებელ ობიექტებში მყოფი ვიზიტორები საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან, თუმცა სავალდებულოა რეგისტრაცია:
https://cda.ve.it/en
🔹 რეგულაცია არ ვრცელდება ვენეციისა და ვენეტოს რეგიონის მცხოვრებლებზე, ასევე სხვა განსაზღვრულ კატეგორიებზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://cda.veneziaunica.it/en

Venezia Unica - Official website of Access Fee purchasing Do you want to visit Venice? Discover the regulations, methods, and days for paying the Access Fee to the city of Venice.

Vuoi che la tua azienda sia il Servizio Di Governo più quotato a Milan?

Clicca qui per richiedere la tua inserzione sponsorizzata.

Ubicazione

Telefono

Indirizzo


Via Ugo Foscolo 8, Milano (MI)
Milan
20121,ᲪᲮᲔᲚᲘᲮᲐᲖᲘ:+393295546282