Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua

Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua

Condividi

Informazioni di contatto, mappa e indicazioni stradali, modulo di contatto, orari di apertura, servizi, valutazioni, foto, video e annunci di Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua, Public & Government Service, Rome.

22/04/2025
Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 08/01/2025

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით, ქ. რომის სამრევლოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის, მასწავლებლების, უსაყვარლესი აღსაზრდელების ჩართულობით, ემოციებით დატვირთული, მხიარული და ამავდროულად, შემეცნებითი აქტივობებით გაჯერებული დღე გამოვიდა ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად!

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, მშობლებს, მასწავლებლებს, მასტერკლასის ხელმძღვანელს, საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს, რომის სამრევლოს წინამძღვარს, ჩვენს ძვირფას მამა იოანეს, ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მომავალი თქვენია!🤍❤️

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 08/01/2025

ქართ-ENG

2024 წლის 28 ნოემბერს, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ნინო ჩაჩუას ორგანიზებით, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ შემოდგომის ფესტივალზე - “თბილისობა 2024”, მონაწილეობა მიიღო რომში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა: “საქართველოს მარგალიტები” (ხელმძღვანელი - ლალი ლატარია).

------------------------------------

On November 28, 2024, Georgian traditional choreographic ensemble in Rome participated in the autumn festival “Tbilisoba 2024” organized by the Young Ambassador of Georgia to Italy, Nino Chachua, in the Italian capital of Rome: "The Pearls of Georgia" (Choreographer - Lali Lataria).

რომში შემოდგომის ფესტივალი “თბილისობა 2024” გაიმართა - ERMES.TV • მედიამაუწყებელი 08/01/2025

მადლობა სტატიისთვის ვერიკო როსტომაშვილს და ნინა მამუკაძეს❤️

ERMES TV

რომში შემოდგომის ფესტივალი “თბილისობა 2024” გაიმართა - ERMES.TV • მედიამაუწყებელი იტალიის დედაქალაქ რომში, Palazzo Velli Expo-ში “შემოდგომის ფესტივალი – თბილისობა 2024” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იტ.....

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 08/01/2025

ქართ-ENG

2024 წლის 28 ნოემბერს, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ნინო ჩაჩუას ორგანიზებით, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ შემოდგომის ფესტივალზე - “თბილისობა 2024”, მონაწილეობა მიიღო რომში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა: “საქართველო” (ხელმძღვანელი - სოფო ქევხიშვილი).

--------------------------------

On November 28, 2024, Georgian traditional choreographic ensemble in Rome participated in the autumn festival “Tbilisoba 2024” organized by the Young Ambassador of Georgia to Italy, Nino Chachua, in the Italian capital of Rome: "Georgia" (Choreographer - Sopho Kevkhishvili).

08/01/2025

შემოდგომის ფესტივალი თბილისობა 2024 / Autumn Festival Tbilisoba 2024

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 07/01/2025

ქართ-ENG

2024 წლის 28 ნოემბერს, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ნინო ჩაჩუას ორგანიზებით, იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა შემოდგომის ფესტივალი - “თბილისობა 2024”, რომელიც მთელი დღის მანძილზე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებით, ქართველ შემოქმედთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენით, ღვინის დეგუსტაციით. მთელი დღის მანძილზე გამოფენილი იყო ირმა აბზიანიძის შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ზანდა ფურცელაძის ფერწერული ტილოები და გიორგი ნამგალაძის მიერ ხეზე შესრულებული ნამუშევრები.

დღის მეორე ნახევარი დაეთმო მთავარ ღონისძიებას, პრეზენტაციას - "გამოიკვლიე საქართველო". პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, როგორც ინფორმაციული და თვალსაჩინო ცნობები საქართველოს შესახებ, ასევე, ქართული ცეკვის წარმოდგენები. საღამოში მონაწილეობა მიიღო რომში არსებულმა ორმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა: “საქართველო” (ხელმძღვანელი - სოფო ქევხიშვილი) და “საქართველოს მარგალიტები” (ხელმძღვანელი: ლალი ლატარია).

საღამოს ბოლოს, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

-------------------------------------------

On November 28, 2024, organized by the Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua, the Autumn Festival - “Tbilisoba 2024” was held in the capital of Italy, Rome, which was full of various cultural and educational events throughout the day, an exhibition of handmade works by Georgian artists, and wine tasting. Throughout the day, mixed media works by Irma Abzianidze, paintings by Zanda Purtseladze, and woodworks by Giorgi Namgaladze were exhibited.

The second half of the day was devoted to the main event, the presentation - "Explore Georgia". The presentation presented both informative and visual information about Georgia, as well as Georgian dance performances. Two choreographic ensembles based in Rome participated in the evening: "Georgia" (Choreographer - Sopho Kevkhishvili) and "Georgian Pearls" (Choreographer - Lali Lataria).

At the end of the event, guests had the opportunity to taste Georgian wine and traditional dishes.

06/01/2025
Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 06/01/2025

ქართ-IT

2024 წლის 26 ნოემბერს ქ. რომში მდებარე ღვინის ენოტეკამ L’Angolo Divino Enoteca Wine - bar ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა, რომელსაც იტალიელი სომელიე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის 6 სახეობა და ჭაჭა. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს ქართული ღვინის დაწურვის უძველეს ისტორიაზე, თანდართულ ტრადიციებზე, ქართულ მეღვინეობაზე და ა.შ. საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა მოწვეულ სტუმრებს ასევე ქართული წასახემსებლებით უმასპინძლა.

————————————

Il 26 novembre 2024, S. L'Angolo Divino Enoteca Wine - bar, situato a Roma, ha ospitato una degustazione di vini georgiani guidata da un sommelier italiano. Gli ospiti invitati hanno avuto l'opportunità di degustare 6 tipi di vino georgiano e chacha. Durante l'evento, hanno parlato ancora una volta dell'antica storia della spremitura del vino georgiano, delle tradizioni correlate, della vinificazione georgiana, ecc. Il Giovane Ambasciatore della Georgia ha intrattenuto gli ospiti invitati con piatti Georgiani.

Photos from Young Ambassador of Georgia to the Republic of Italy - Nino Chachua's post 26/11/2024

ქართ-IT

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით და საზოგადოება ,,სამშობლო გულით სატარებელის" მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, მილანში, ქართულ ლიტერატურულ რესტორანში ,,მერისი", გაიმართა ქართული კულტურის საღამო: ,,ღვინო , მუსიკა და პოეზია".

ღვინის 8 000 წლოვანი ისტორიის, უნიკალური დაწურვის მეთოდის, ტრადიციების და ღვინის კულტურის შესახებ, მსმენელის წინაშე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ახალგაზრდა ელჩი - ნინო ჩაჩუა. მან ასევე ისაუბრა ქართული სუფრის თავისებურებების შესახებ და სტუმრებს წარუდგინა ღვინის წარმოების 8 000 წლოვანი ისტორიის აღსანიშნავად, TREASURIUM-ის მიერ გამოშვებული საიუბილეო 8 000 EURO ბანკნოტის შინაარსი.

მსმენელისთვის დიდი ემოციის მიმნიჭებელი აღმოჩნდა საღამოს მოწვეული სტუმრის, ქართულ-იტალიური საზოგადოება ,,სამშობლო გულით სატარებელის" პრეზიდენტის, ქალბატონი ნუნუ გელაძის მიერ წაკითხული ლექსები ქართულ და იტალიურ ენაზე. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული პოეზიის, მუსიკის, ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების შესახებ და გამოეხმაურა ომის თემატიკასაც.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული მრავალხმიანობის თვალსაჩინო ნიმუშები. საღამოს ბოლოს, ვუმასპინძლეთ ქართული ღვინით და ტრადიციული კერძებით.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებს ქ. მილანში, გენერალურ კონსულს ქ-ნ. ნატალია კორძაიას, ასოციაცია ,,სამშობლო გულით სატარებელი” პრეზიდენტს, ქ-ნ. ნუნუ გელაძეს და წევრებს, ქართველ და იტალიელ სტუმრებს - შესანიშნავ აუდიტორიას, მობრძანებისთვის, ემოციების გაზიარებისთვის. ასევე, გულითადი მასპინძლობისთვის რესტორანს ,,მერისი”, ქალბატონ მელის და მის არაჩვეულებრივ თანამშრომლებს!

---------------------------------

Organizzato dal Giovane Ambasciatore della Georgia e con il sostegno della comunità “Con la Georgia ne Cuore”, il 24 novembre di quest'anno, a Milano, nel ristorante letterario Georgiano, si è tenuto l'evento “Merissi” della cultura georgiana.
"Vino, Musica e Poesia".

Il Giovane Ambasciatore della Georgia, Nino Chachua, ha presentato al pubblico un rapporto sulla storia del vino di 8000 anni, sul metodo di pressatura unico, sulle tradizioni e sulla cultura del vino.

Le poesie lette dall'ospite invitata della serata, la signora Nunu Geladze, presidente della società italo-georgiana "Con la Georgia nel Cuore", in lingua georgiana e italiana, sono state fonte di grande emozione per agli ascoltatori. Ha parlato ancora una volta della poesia georgiana, della musica, delle relazioni culturali georgiano-italiane.

Al termine dell'evento gli ospiti hanno avuto l'opportunità di ascoltare eccezionali esempi di polifonia georgiana. Alla fine dell'evento siamo stati deliziati con vino georgiano e piatti tradizionali.

Desidero ringraziare i rappresentanti del Consolato Generale della Georgia a Milano, il Console Generale Sig. Natalia Kordzaia, presidente dell'associazione "Con la Georgia nel Cuore", Sig. Nunu Geladze e membri, ospiti georgiani e italiani: un pubblico meraviglioso che è venuto e ha condiviso emozioni. Inoltre, per la calorosa ospitalità riservata al ristorante "Merissi", la signora Meli e i suoi straordinari dipendenti!

23/11/2024

გეპატიჟებით ყველაზე გულწრფელ, სუფთა და უშუალო არსებებს დედამიწაზე - ბავშვებს!

საქართველოს ახალგაზრდა ელჩისა და რომის სამრევლოს საკვირაო სკოლის ,,ფესვები" ერთობლივი ღონისძიება - საბავშვო კულინარიული მასტერკლასი - გაიმართება 1 დეკემბერს 14:00 საათზე.

შეხვედრის განმავლობაში ბავშვები დაკავდებიან სხვადასხვა მხიარული აქტივობებით, შეეცდებიან საკუთარი ხელით ამოავლონ ჩურჩხელები და მოხატონ ორცხობილები.

მასტერკლასზე მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.

რომის სამრევლოს საკვირაო სკოლა "ფესვები"

Vuoi che la tua azienda sia il Servizio Di Governo più quotato a Rome?

Clicca qui per richiedere la tua inserzione sponsorizzata.

Ubicazione

Telefono

Indirizzo

Rome