10/07/2026
❌ თუ თქვენი „მტკიცებულების“ მთავარი იმედი ისაა, რომ ვერავინ გადაამოწმებს, დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ. სხვა წლის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო ახალი თარიღით, შეცვლილი მიმოწერა ეკრანის სურათში თუ ვიდეო, რომელიც არარსებულ ამბავს „ადასტურებს“,
‼️ამერიკის საემიგრაციო სისტემაში მარტივად ვლინდება. თანამედროვე AI ტექნოლოგიები და გადამოწმების მექანიზმები წამებში აანალიზებენ ყოველ დეტალს, ციფრული ფოტოებიდან დაწყებული, ხელმოწერებით დასრულებული. ყალბი დოკუმენტაცია არათუ ვერ დაგეხმარებათ, არამედ სამუდამოდ დააზიანებს თქვენს საქმეს. ნამდვილობის დადასტურებას მარტივი შეკითხვითაც დაადგენენ: ვინ გადაიღო ეს ფოტო და რომელ ღონისძიებას ესწრებოდით? დარწმუნებული ვარ უკვე იცით რა მძლავრი AI სისტემა აქვს საემიგრაციო სუსტემას და ოფიციალურადაც აქვეყნებენ(2026წ.Feb/Sept)
წყაროები კომენტარში.
🇺🇸 დოკუმენტაცია ვალიდურია,როდესაც თითოეულ დეტალს რეალური და გადამოწმებადი საფუძველი აქვს: ორგანიზაციის წევრობა, მოხალისეობა, მოწმის ჩვენება თუ პროფესიული შეფასება იდენტიფიცირებადი ექსპერტის მიერ.
სწორედ ამიტომ, საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი, მხარდაჭერის მოძიება და მომზადება მხოლოდ სასამართლოს წინა დღეს არ უნდა იწყებოდეს. ეს პროცესი თქვენი დღევანდელი უსაფრთხოებისა და მშვიდი ცხოვრების ნაწილია.
🏳️🌈10 ოქტომბერს, დახურულ ქართულენოვან Zoom შეხვედრაზე ვისაუბრებთ იდენტობაზე, ქამინგაუთზე, უსაფრთხოებასა და სანდო დოკუმენტაციის მომზადების პრინციპებზე. შეხვედრის ყველა მონაწილე მიიღებს დასწრების ოფიციალურ სერტიფიკატს.(ყველა ჩვენი სერთიფიკატი გადამოწმებადია მათი ნუმერაციის,კოდით, თუ მასზე ხელმომწერი სპეციალისტით.
⏳ რეგისტრაცია სრულდება ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ნიუ იორკის დროით. ვადის შემდეგ დამატებით მონაწილეებს ვეღარ მივიღებთ.მონაწილეთა მონაცემების დაზუსტებასა და შეხვედრის მასალების მომზადებას დრო სჭირდება. თუ დასწრებას გეგმავთ, რეგისტრაცია ბოლო წუთამდე ნუ გადადებთ.
📌 რეგისტრაციის დეტალები და ოფიციალური წყაროები კომენტარშია.კონსტანტინე სვანიძე
ლგბტქი+ ფსიქოსოციალური სპეციალისტი
VICI Team