სსიპ ფერიის საჯარო სკოლა / LEPL Feria Public School

სსიპ ფერიის საჯარო სკოლა / LEPL Feria Public School

Share

მ ა ლ ე !

09/06/2026

⚜️ხელოვნების სწავლების პრაქტიკა სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში.

⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️

🔰სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილები გამოირჩევა მრავალფეროვანი, პრაქტიკული და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობებით. სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა შემოქმედებითი, ესთეტიკური და პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ, რაც ხელს უწყობს მათი ინტერესების გამოვლენასა და თვითრეალიზაციას.
🔰გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და პრაქტიკულად ეუფლებიან თექაზე მუშაობის მრავალფეროვან ტექნიკას. ასევე, სპეციალური ფერადი მძივების გამოყენებით ქმნიან სხვადასხვა დეკორატიულ და სიმბოლურ ნამუშევრებს, მათ შორის თოჯინებს, საქართველოს დროშებს, ჯვრებს, ყვავილებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს.
🔰სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, შრომითი უნარების, სიზუსტისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარებას. პრაქტიკული საქმიანობა ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, ისე გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.
სკოლაში რეგულარულად იმართება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, სადაც ისინი საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს.
🔰 აღნიშნული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას, ხოლო სასკოლო საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მათ შემოქმედებით მიღწევებს.
🔰ხელოვნების საგანს სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ასწავლის პედაგოგი დალი დეკანაძე, რომელიც აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებისათვის.

08/06/2026

🔬⚖️ქიმიისა და ფიზიკის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი – „ელექტროლიზი და ენერგიების გარდაქმნა“
✅️8 ივნისს, XI კლასში, ჩატარდა ქიმიისა და ფიზიკის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი თემაზე „ელექტროლიზი და ენერგიების გარდაქმნა“.
✅️გაკვეთილი გამოირჩეოდა პრაქტიკული აქტივობების მრავალფეროვნებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ქიმიურ ექსპერიმენტებს, რომელთა მეშვეობით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ელექტროლიზის პროცესი და ენერგიის გარდაქმნის მექანიზმები.
✅️ელექტროლიზი წარმოდგენილი იყო ორი განსხვავებული მეთოდით. ტრადიციული მცირე უჯრედის გარდა, ქიმიის მასწავლებლის, თამარ ბერიძის, ინიციატივით სპეციალურად მომზადდა რეზერვუარი, სადაც აკუმულატორის დახმარებით განხორციელდა ელექტროლიზი. მიღებული წყალბადისა და ჟანგბადის გამოყენებით ჩატარდა არაერთი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი: ✅️წყალბადის ბუშტის მყისიერი აფეთქება, კვარის გაღვივება ჟანგბადის საშუალებით, შპრიციდან წყალბადის აალება და გენერატორების დემონსტრირება ენერგიების გარდაქმნის პროცესის საილუსტრაციოდ.
✅️გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა დაფაზე დაწერეს ქიმიური რეაქციების ტოლობები, უპასუხეს თემატურ კითხვებს, წარადგინეს პრეზენტაცია ელექტროლიზის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს Kahoot-ის ინტერაქტიულ აქტივობაში.
✅️განსაკუთრებული მადლობა ღია გაკვეთილის ინიციატორსა და ქიმიის მასწავლებელს თამარ ბერიძეს, ასევე მოწვეულ სტუმრებს — ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს გურამ გორგოშაძესა და ლუკა აბაშიძეს, რომლებმაც საინტერესო ექსპერიმენტების ჩვენებასთან ერთად მოსწავლეებს გაუზიარეს STEAM SEA პროექტში მიღებული გამოცდილება.
✅️მადლობას ვუხდით ასევე ფიზიკის მასწავლებელს აქტიური თანამშრომლობისა და გაკვეთილის წარმატებით განხორციელებისთვის.
✅️მსგავსი ინტეგრირებული გაკვეთილები მნიშვნელოვან გამოცდილებას სძენს როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს, ხელს უწყობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროცესის კიდევ უფრო საინტერესო და ეფექტიან ფორმატში წარმართვას.

Photos from სსიპ ფერიის საჯარო სკოლა / LEPL Feria Public School's post 08/06/2026

✅️ფერიის საჯარო სკოლას ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ ესტუმრა!
✅️ნათია ფეიქრიშვილი ორგანიზაცია ,,მშვიდობის ელჩების” დამფუძნებელი და დირექტორი.ირაკლი პაპასქუა ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და აფხაზეთის მიმართულების დირექტორი.სალომე ახვლედიანი ორგანიზაცია ,,მშვიდობის ელჩების”ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელი.ნატა კორძახია ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზატორი.

✅️სოფელ ფერიაში კომპაქტურად ცხოვრობს ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, ჩვენი სკოლა კი სრულად არის დატვირთული აფხაზური თემატიკით, სადაც მოსწავლეები აქტიურად სწავლობენ აფხაზურ ენას. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლისთვის ამ სამშვიდობო ვიზიტს სიმბოლური და უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
✅️შეხვედრაზე პროექტის „საერთო ფესვები - საერთო მომავალი“ ფარგლებში გაიმართა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის — „ენგურის მელე“ ჩვენება.ფილმის შესახებ: ნამუშევარი ეძღვნება აფხაზეთის თემატიკას და ასახავს დევნილი ქალის ისტორიას. მისი მიზანია მომავალ თაობებს დაანახოს, თუ რამდენად ძვირფასია ეს კუთხე თითოეული ჩვენგანისთვის.
✅️ფერიის საჯარო სკოლა, როგორც კულტურული და ენობრივი იდენტობის შემნარჩუნებელი უმნიშვნელოვანესი კერა, მუდამ მხარს უჭერს სახალხო დიპლომატიასა და ხალხებს შორის ნდობის აღდგენას! 🤝

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 03/06/2026
01/06/2026

❤️ბავშვთა საერთაშორისო დღე ბათუმში სითბოთი, სიყვარულითა და ღიმილით აღინიშნა. ❤️🎈
სსსმ და შშმ ბავშვების ნიჭიერი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვამ, მუსიკალურმა ნომრებმა და მხიარულმა გარემომ პატარებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.❤️

Photos from აჭარის მთავრობა / Government of Ajara's post 01/06/2026

ბავშვები ჩვენი მომავლის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე არიან. ❤️
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დაე, მათი ცხოვრება სავსე იყოს სიხარულით, სიყვარულითა და ბედნიერი ღიმილით.

31/05/2026

26 მაისი, ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, გილოცავთ!

Photos from სსიპ ფერიის საჯარო სკოლა / LEPL Feria Public School's post 31/05/2026

დღეს 26 მაისია, ჩვენი ქეეყნის ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, გილოცავთ!

Photos from სსიპ ფერიის საჯარო სკოლა / LEPL Feria Public School's post 18/05/2026

♻️17მაისს,ფერიის საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა თავდგირიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მე-11 სამეცნიერო კონფერენციაში „სასკოლო განათლება – თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“.

♻️ლანა ჭოლოკავამ, ანასტასია ნატარიძემ და სალომე ბოლქვაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს მოხსენება თემაზე: „წმინდა შუშანიკი – ქვეყნისა და საზოგადოების ერთიანობის ბალავარი“, ხოლო სალომე ნაკაშიძემ, თაკო ბასილაძემ და მარია ძირკვაძემ – მოხსენება თემაზე: „გრიგოლ ხანძთელის პიროვნული როლი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობაში“.

♻️ კონფერენცია მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებისა და სტუდენტების შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

♻️კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

24/02/2026

📚📖 განათლება იწყება წიგნით, ხოლო ძლიერი სკოლა ,ძლიერი ბიბლიოთეკით!
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ეს ინიციატივა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსწავლეებში კითხვის კულტურის გაძლიერებისა და ცოდნის გაღრმავებისკენ. სასკოლო ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების სივრცე არ არის .ეს არის იდეების, შემოქმედების და მომავლის განვითარების ადგილი.
მივესალმებით კონკურსს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სკოლას! ერთად შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ბავშვი იპოვის საკუთარ წიგნს და საკუთარ გზას!

Want your business to be the top-listed Government Service?

Opening Hours

Monday 08:00 - 20:00
Tuesday 08:00 - 20:00
Wednesday 08:00 - 20:00
Thursday 08:00 - 20:00
Friday 08:00 - 20:00
Saturday 10:00 - 16:00
Sunday 00:00 - 02:45