Embassy of Georgia to the United Arab Emirates

Embassy of Georgia to the United Arab Emirates

Share

Promote bilateral political, economic, cultural relations and provide consular support

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“ 28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://uae.mfa.gov.ge/news/538266-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მ.....

27/05/2026

დიასპორის კომიტეტის სხდომა

25/05/2026
12/05/2026

🇬🇪🇦🇪 2026 წლის 11 მაისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის საამიროს ეკონომიკური განვითარების სამთავრობო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჰამად საიაჰ ალ მაზროუეისთან.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ამავე უწყების ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორი, მუჰამედ ალ შაიბა ალ შარიანი, სავაჭრო ურთიერთობათა დირექტორი, ხალედ მუბარაკ ალ ბუსაეედი და აბუ-დაბის სავაჭრო პალატის მთავარი ხაზინადარი, მასოუდ რაჰმა ალ მასოუდი.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პოზიტიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც დასტურდება ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი დონის სახელმწიფო ვიზიტებით.

საუბრისას გამოითქვა მზადყოფნა ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სახელმწიფო სერვისების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ხაზი გაესვა ამ სფეროებში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას.

06/05/2026

🇬🇪🇦🇪 2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა სამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებთან ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან მუჰამედ ალ ქუვაითისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

Photos from Embassy of Georgia to the United Arab Emirates's post 01/05/2026

🇬🇪🇦🇪 30 აპრილს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციამ, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის ხელმძღვანელობით, გამართა შეხვედრები:
- პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან;
- ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან;
- იუსტიციის მინისტრთან, პაატა სალიასთან;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გენადი არველაძესთან.
შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.

On April 30, the delegation of the United Arab Emirates, led by the Minister of State for Foreign Affairs, Saeed bin Mubarak Al Hajeri, held meetings with the:
- Prime Minister, Irakli Kobakhidze;
- Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs, Maka Botchorishvili;
- Minister of Justice, Paata Salia;
- Minister of Education, Science and Youth, Givi Mikanadze;
- Minister of Environmental Protection and Agriculture, David Songulashvili;
- Deputy Minister of Economy and Sustainable Development, Genadi Arveladze.
During the meetings the conversation touched upon topical issues of bilateral relations and prospects for further deepening cooperation.

Photos from საქართველოს მთავრობა's post 30/04/2026

🇬🇪🇦🇪🇬🇪🇦🇪🇬🇪🇦🇪

Want your business to be the top-listed Government Service in Abu Dhabi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


20 Al Udhouq Street
Abu Dhabi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Sunday 09:00 - 17:00