ყველაფერი სამხედრო / Everything military

ყველაფერი სამხედრო / Everything military

Share

ყველაფერი სამხედრო

30/10/2025

‼️‼️‼️ #სასწრაფოოო!!!!

🇺🇦👊🇷🇺დიდებული ამბავი გვაქვს!

ეს ფოტო ყველა საღად მოაზროვნესთვის კარგად ნაცნობია, ჰოდა ეს წელში მოხრილი რუსი, რომელიც 2008 წელს ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი არჩილ ტატუნაშვილის წამებაში მონაწილეობდა - ალექსანდრე იაკუბოვსკი უკრაინელებმა გაისტუმრეს!!

26/09/2025

🇷🇺🚫⛽რუსეთმა მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალა საწვავის ექსპორტი, რადგან უკრაინული დრონების დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და გადამქაჩ სადგურებზე ბენზინის და დიზელის სერიოზული დეფიციტი შექმნა ფედერაციის მასშტაბით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

26/09/2025

🇱🇹✈️🔥ლიეტუვის სეიმმა უფლება მიცა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერების და წინასწარი ნებართვების გარეშე გაანადგურონ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრილი საჰაერო სამიზნეები.

Photos from ყველაფერი სამხედრო / Everything military's post 25/09/2025

‼️‼️‼️გასულ ღამეს უკრაინაში დაცემული გმირების, ბახვა ჩიქობავას და დანიელ გერლიანის მემორიალები შებღალეს.

გერლიანის ფოტოზე მიწერილია Лох-ი, ხოლო იქვე შორიახლოს, ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე მიწერილი იყო Слава ДШРГ "Русич".

ДШРГ Русич - იშიფრება როგორც დივერსიულ-მოიერიშე-სადაზვერვო ჯგუფი "რუსიჩი", 2014 წლიდან იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ და სახელი გაითქვა ზღვარგადასული სისასტიკით ტყვეების მიმართ, მნიშვნელობა არ ჰქონდა სამხედრო პირი იყო ის თუ სამოქალაქო.

Русич-ის მეთაური, ვისზეც ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია - ალექსეი მილჩაკოვი ერთი პერიოდი სკინჰედი იყო, შემდეგ დარკნეტზე სადისტური ხასიათის ვიდეოებს დებდა (ჯერ კიდევ სანამ ომი დაიწყებოდა მაშინ), ღიად აღიარებს რომ ნაცისტია (რაც თავად კრემლის პოლიტიკასთანვე და პროპაგანდასთანვე მოდის წინააღმდეგობაში, რადგან ეს იყო ერთერთი მოტივი, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - უკრაინის დენაციფიკაცია) და არავის სიცოცხლე არ აინტერესებს გარდა რუსებისა. ეთნიკურ ნიადაგზე სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა თავის დროზე კადიროველებთანაც, თუმცა რაღაც სასწაულით გადარჩა მაშინ.

კედელი, სადაც ეწერა "დიდება რუსიჩს" - უკვე გადაღებეს.

25/09/2025

‼️‼️🇷🇺ბრწყინვალე ამბავია რუსეთიდან.

⛽️🚫რუსული მედიისვე ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 360 ბენზინგასამართი სადგური დაიკეტა ბენზინის მძიმე დეფიციტის ფონზე.

📍განსაკუთრებით ეს იგრძნობა რუსეთის სამხრეთში, სადაც მოქმედი აგს-ების რიცხვი 14, ხოლო ოკუპირებულ ყირიმში 50%-ით შემცირდა.

შეფერხებები უკვე შეეხო მოსკოვის, ლენინგრადის, რიაზანის, ნიჟნი ნოვგოროდის, ტვერის, ფსკოვის და კოსტრომას ოლქებს.

25/09/2025

🤡🇷🇺რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) 20-დან 22%-მდე ზრდის 2026 წლისთვის, ომის ხარჯების დასაფინანსებლად.

მანამდე პუტინი პირობას დებდა, რომ 2030 წლამდე საგადასახადო პროცენტი არ აიწევდა, მაგრამ ახლა მზადყოფნას აჩვენებს, რაც უფრო მეტად გაიზრდება სამხედრო ხარჯები, გადასახადებიც უფრო მეტად ზარდოს.

24/09/2025

🇺🇲✈️ამერიკული Northrop-ი დრონი-მფრინავი ლაბორატორიის საფრენოსნო გამოცდებისთვის ემზადება, რომელსაც სრულად ხელოვნური ინტელექტი მართავს.

კორპორაციის მთავარი მიზანია - შეისწავლონ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს ამერიკელ პილოტებს როგორც საწვრთნელ მისიებში, ისე რეალურ საბრძოლო მოქმედებებში.

24/09/2025

‼️🇷🇺👊რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონი მთელი წლის მანძილზე გაწვევების შესახებ - გაწვევა სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მანამდე გაწვევა წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ იყო - 1 აპრილიდან 15 ივლისის და 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

24/09/2025

‼️🇺🇲🤝🇺🇦🗣️"ტრამპი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, როგორც კი ომი დამთავრდება." - ვოლოდიმირ ზელენსკი.

24/09/2025

‼️🇺🇲🇺🇦👊🇷🇺დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე:

🗣️"თქვენმა დიდმა ნაწილმა იხილა ჩემი განცხადება. მიხარია რომ ის სწორად იქნა გაგებული. დაე დაიბრუნოს უკრაინამ თავისი მიწები და ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

🇺🇦ზელენსკი ამ ციტატას მალევე გამოეხმაურა:

🗣️"პუტინი ტრამპს ისეთ ინფორმაციებს უზიარებდა, რომელიც ჭეშმარიტებისგან და რეალობისგან ძალიან შორსაა. ახლა ტრამპი მე უფრო მეტად მენდობა."

24/09/2025

🇵🇱🫡🗣️"Roger that!" - რადოსლავ სიკორსკის რეაქცია დონალდ ტრამპის პასუხზე, როცა მან თქვა, რომ სწორად მიიჩნევს NATO-ს მიერ რუსული თვითმფრინავების განადგურებას ალიანსის საჰაერო სივრცეში.

Want your business to be the top-listed Government Service in Kabul?

Click here to claim your Sponsored Listing.

ყველაფერი სამხედრო / EVERYTHING MILITARY

ყველაფერი სამხედრო არის გვერდი სადაც შეგიძლიათ ნახოთ სამხედრო ნიუსები,ფოტო ვიდეო მასალა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებზე.

Location

Category

Website

Address


Kabul