28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://argentina.mfa.gov.ge/news/392830-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
27/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბუენოს-აირესში, საქართველოს დროშის ფერებში განათდა “ქალთა ხიდი", სკულპტურა "Floralis Genérica" და "დიდი ქარტიისა და არგენტინის ოთხი რეგიონის მონუმენტი”.
Por el motivo del Día de la Independencia de Georgia, en la ciudad de Buenos Aires, se iluminaron con los colores de la Bandera de Georgia el “Puente de la Mujer”, “Floralis Genérica” y el “Monumento a La Carta Magna y las Cuatro Regiones Argentinas”.
26/05/2026
არგენტინული რადიო “Radio Cultura” საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების შესახებ
Georgia celebró su Dia Nacional en el Teatro Colón – Radio Cultura
La Embajada de Georgia en Argentina celebró su Día Nacional con motivo de los festejos de la Independencia, que conmemora la aprobación del Acta de Independencia en 1918, la cual estableció la Primera República Democrática de Georgia. Sucedió en la Ciudad de Buenos Aires con un evento de gala...
26/05/2026
არგენტინული ციფრული გამოცემა MDZ Online საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების შესახებ
Georgia celebra su día de la Independencia con un concierto de gala y recepción en el Teatro Colón
El evento reunió al cuerpo diplomático acreditado en Buenos Aires, autoridades locales e invitados especiales, en un encuentro que combinó música académica georgiana y gastronomía de alto nivel.
26/05/2026
არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გვარამ ხანდამიშვილის სტატია არგენტინულ ციფრულ გამოცემაში “Infobae”
Georgia celebra el Día de su Independencia y más de un siglo de hermandad con Argentina
La cooperación en los ámbitos político y diplomático ha alcanzado su nivel más alto, se activó la diplomacia parlamentaria y culturalmente, los países se han ido acercando cada vez más
26/05/2026
¡Feliz Día de la Independencia de Georgia!
25/05/2026
GEO/ESP
22 მაისს, ქ. ბუენოს-აირესში, კოლუმბის სახელობის თეატრის (Teatro Colón) ისტორიულ დარბაზში “Salón Dorado”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სინფონიეტას” კონცერტს, რომელმაც შეასრულა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. კონცერტის შემდგომ, გაიმართა მიღება, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე, ქვეყნის უნიკალურ მდიდარ კულტურაზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოსა და არგენტინას შორის ისტორიულ მეგობრულ კავშირებსა და დღეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს, ქვეყნის ეროვნული კონგრესის, ქ. ბუენოს-აირესის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არგენტინის პროვინციების მთავრობების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურისა და აკადემიური წრეების, ასევე, არგენტინასა და ურუგვაიში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
El 22 de mayo, en la ciudad de Buenos Aires, en el histórico Salón Dorado del Teatro Colón, se celebró un acto de celebrción del Día de la Independencia de Georgia.
Durante la primera parte del evento, se llevó a cabo el concierto de la Orquesta de Cámara del Estado de Tbilisi “Georgian Sinfonietta”. La orquesta interpretó obras de reconocidos compositores georgianos. Tras el concierto, se ofreció una recepción donde los invitados tuvieron la oportunidad de degustar el vino georgiano.
En el marco del evento, el Embajador de Georgia en la República Argentina, Gvaram Khandamishvili pronunció su discurso. El Embajador habló sobre la historia de la independencia de Georgia, sobre las regiones de Georgia actualmente ocupadas, la importancia de una resolución pacífica de la integridad territorial, la cultura única y rica del país, las prioridades de la política exterior, los lazos históricos de amistad entre Georgia y Argentina, y la estrecha cooperación que existe entre los dos países.
Al acto de celebración del Día de la Independencia de Georgia asistieron representantes del Ministerio de Relaciones Exteriores, Comercio Internacional y Culto de Argentina, del Congreso Nacional del país, de las autoridades ejecutivas y legislativas de la ciudad de Buenos Aires, de los gobiernos de las provincias argentinas, del cuerpo diplomático acreditado en el país, de los círculos culturales y académicos, así como de la diáspora georgiana residente en Argentina y Uruguay.
19/05/2026
GEO/ESP
საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. ბუენოს-აირესის საკრებულოს დეპუტატთან, უალდო უოლფთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და არგენტინის ისტორიულ კავშირებსა და არსებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ქ. ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოსთან კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.
El Embajador de Georgia, Gvaram Khandamishvili se reunió con el Diputado Waldo Wolff de la Legislatura de la Ciudad de Buenos Aires. En la reunión, las Partes conversaron sobre los vínculos históricos y la cooperación entre Georgia y Argentina, entre ellos, sobre la profundización de los lazos con la Legislatura.