Georgia in Austria / OSCE / UN

Anrufen Wegbeschreibung Website Kontaktieren Sie die Organisation

Georgia in Austria / OSCE / UN Georgia in Austria
Tel: +43 1 403 98 48 0
Tel: +43 1 71 036 11 (Consulate)
[email protected]

GEO/ENG👇საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომა...
16/10/2026

GEO/ENG👇

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობას. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს ფარგლებში ეკონომიკურ განზომილებაზე, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე და საქართველოს როლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, held a meeting with Ignazio Cassis, Chairperson-in-Office of the OSCE, Vice-President of the Swiss Confederation, Federal Councilor and Head of the Federal Department for Foreign Affairs, who arrived in Georgia on his first official visit.

The meeting focused on key issues of cooperation within the OSCE framework, bilateral relations between Georgia and Switzerland and opportunities to further deepen these relations. Particular attention was also paid to the situation in the region and worldwide, as well as to security challenges.

Maka Botchorishvili expressed her gratitude to Switzerland, in its capacity as the country holding the OSCE Chairpersonship, for its support for Georgia’s sovereignty and territorial integrity within the Organization. The importance of the Geneva International Discussions and the engagement of international partners, including the OSCE as a co-chair, was underscored. It is noteworthy that the Head of the Federal Department for Foreign Affairs of Switzerland will visit the occupation line to observe the situation on the ground first-hand.

The discussion also covered the economic dimension as a key component of security within the OSCE framework, as well as Georgia’s important role in enhancing connectivity.

The sides also highlighted Georgia’s candidacy for the OSCE Chairpersonship in 2027.

At the conclusion of the meeting, the sides reaffirmed their readiness to further strengthen cooperation within the OSCE framework.

16/10/2026

მაკა ბოჭორიშვილისა და იგნასიო კასისის ერთობლივი განცხადებები პრესასთან

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციას...
15/10/2026

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 5-15 ოქტომბერს ჩატარდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისთვის. ამასთან, ყურადღება გამახვილდა კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულ ხელისშემშლელ ქმედებებზე, რომლებმაც ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები.

„სამწუხაროდ, კონფერენციის მსვლელობისას, განცხადებების დროს არაერთგზის განხორციელებულმა ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. მსგავსი ქცევა ძირს უთხრის ურთიერთპატივისცემასა და დადგენილი პროცედურების დაცვას, რაც არსებითია მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვისთვის” - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციის განცხადებაში ხაზი გაესვა ეუთო-ს პლატფორმების სანდოობას, რომელიც ეფუძნება დადგენილი პროცედურული წესებისა და ქცევის კოდექსის პატივისცემას, ასევე აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და გამოხატვის თავისუფლება ეუთო-ს „ადამიანური განზომილების“ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და იგი თანაბრად უნდა იყოს დაცული ყველასთვის, მათ შორის არჩეული წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის” - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობისა და მიუკერძოებლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მიმართ.

,,საქართველო რჩება ერთგული ეუთო-ს ფარგლებში კეთილსინდისიერი თანამშრომლობისა და ორგანიზაციაში კონსტრუქციული საქმიანობის. ჩვენ გავაგრძელებთ იმგვარი გარემოს მხარდაჭერას, რომელშიც დიალოგი არსებითია, მონაწილეობა - ინკლუზიური, ხოლო სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ყველა მონაწილე სახელმწიფო და მხარე თანაბრად იცავს” - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად 👇
https://austria.mfa.gov.ge/statements/865329-euto-s-mudmivi-sabtchos-skhdomaze-saqartvelos-delegatsiis-gantskhadeba-varshavis-adamianuri-ganzomil

GEO/ENG👇2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიი...
07/10/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 7 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.

აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

On 7 October 2026, in Geneva, the United Nations Human Rights Council adopted the resolution entitled “Cooperation with Georgia,” addressing the human rights situation in Georgia’s occupied regions.

At the session of the UN Human Rights Council, Georgia’s resolution was presented by Deputy Minister of Foreign Affairs Lasha Darsalia.

As in the previous year, the resolution was adopted by consensus, marking a significant achievement for Georgia and demonstrating the strong support of the international community.

The Human Rights Council once again reaffirms its support for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its internationally recognized borders and expresses concern over various forms of discrimination and human rights violations perpetrated against the ethnic Georgian population in the Abkhazia and Tskhinvali regions occupied by Russia.

The resolution underscores the importance of the Geneva International Discussions established pursuant to the 12 August 2008 Ceasefire Agreement.

The resolution expresses concern over restrictions on access to the occupied territories for international and regional human rights monitoring mechanisms.

In this regard, the Council calls for ensuring the immediate and unhindered access of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights and international and regional human rights mechanisms to the occupied regions.

The resolution also underscores the occupation of the Abkhazia and Tskhinvali regions by Russia and the importance of the judgments of the European Court of Human Rights delivered between 2021 and 2026, and condemns actions undertaken by Russia towards future illegal annexation of Abkhazia and Tskhinvali regions.

Georgia has been submitting this resolution to the Human Rights Council annually since 2017.

2026 წლის 30 სექტემბერს, ვენაში, Studio Molière-ის სცენაზე ქართული ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ სპექტაკლი „ეთერშია ჰელი...
01/10/2026

2026 წლის 30 სექტემბერს, ვენაში, Studio Molière-ის სცენაზე ქართული ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ სპექტაკლი „ეთერშია ჰელიოსი“ ქართულ ენაზე, გერმანული სუბტიტრებით გაიმართა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლის დრამატურგი და რეჟისორია ირა კოხრეიძე.

„თეატრი კონტაქტი“ ქართული ინკლუზიური სახელოვნებო პროექტია, რომელიც პროფესიონალი მსახიობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების შემოქმედებით თანამშრომლობას ეფუძნება. თეატრი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ პროექტებში და სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ღონისძიებასა და ფესტივალში. თეატრი „კონტაქტი“ UNESCO-ს უმსხვილესი თეატრალური ორგანიზაციის საერთაშორისო თეატრალური ინსტიტუტის (ITI GEORGIAN CENTER) სრულუფლებიანი წევრია.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, კულტურის განვითრების ფონდის „მესმა“ და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა გაიმართა.

GEO/ENG👇სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქარ...
27/09/2026

GEO/ENG👇

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

On the occasion of the 33rd anniversary of the fall of Sokhumi and in tribute to the memory of those who lost their lives in the war in Abkhazia, the national flags are being flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs of Georgia and Georgian diplomatic representations.

26/09/2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს ...
25/09/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.

საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთო-ს კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან მონაწილე სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს დიალოგს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

GEO/ENG👇 2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ...
25/09/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ამ მიმართულებით.

On 22 September 2026, on the margins of the High-Level Week of the 81st session of the United Nations General Assembly, the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili met with the Secretary General of the Organization for Security and Co-operation in Europe (OSCE) Feridun Sinirlioğlu.

During the meeting, the sides discussed current issues on the OSCE agenda. Particular attention was paid to cooperation within the Organization.

The discussion also covered the situation in the region and existing security challenges. The OSCE’s engagement in the peaceful resolution of the conflict and the Organization’s important role in this regard were underscored.

GEO/ENG👇2026 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მიერ 2027 წელ...
25/09/2026

GEO/ENG👇

2026 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მიერ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის დიპლომატები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს პასუხისმგებლიან მიდგომას ეუთო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, თავმჯდომარეობის შემთხვევაში, ხელი შეუწყოს დიალოგს, ნდობის აღდგენას, კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების გაძლიერებას.

მინისტრის განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების გარემოში არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებული პრინციპების პატივისცემას.

„საქართველო მზად არის იყოს თავმჯდომარე ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის - მოუსმინოს ყველა ხმას, ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან და ეძიოს საერთო საფუძველი,“ - განაცხადა მინისტრმა.

On 23 September 2026, on the margins of the High-Level Week of the United Nations General Assembly, the Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili hosted representatives of the OSCE participating States with regard to Georgia’s candidacy for the 2027 OSCE Chairpersonship.

The event was attended by foreign ministers and senior diplomats from various countries.

In her address, the Minister underscored Georgia’s responsible approach to its candidacy for the OSCE Chairpersonship and noted that, if entrusted with the Chairpersonship, Georgia’s objective will be to promote dialogue, rebuild trust, advance conflict prevention, and strengthen efforts towards peaceful resolution of conflicts.

According to the Minister, against the backdrop of the challenges facing the European security environment, maintaining channels of communication and upholding international law and agreed principles are of particular importance.

“Georgia is ready to be a Chair for all participating states. We will listen carefully to every participating state. We will engage with every partner, and we will seek common ground,” the Minister noted.

🌐ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/349219-maka-botchorishvilma-euto-s-monatsile-qveknebis-tsarmomadgenlebs-umaspindzla-saqartvelos-mier-2027-t

Adresse

Rudolfsplatz 2/8
Wien
A–1010

Öffnungszeiten

Montag 09:00 - 18:00
Dienstag 09:00 - 18:00
Mittwoch 09:00 - 18:00
Donnerstag 09:00 - 18:00
Freitag 09:00 - 18:00

Telefon

+4317103611

Benachrichtigungen

Erfahren Sie als Erste/r von Neuigkeiten und Aktionen: Wir schicken Ihnen eine E-Mail, wenn Georgia in Austria / OSCE / UN etwas veröffentlicht. Ihre E-Mail-Adresse wird für keinen anderen Zweck verwendet, und Sie können sich jederzeit abmelden.

Kontaktieren Sie Die Organisation

Nachricht an Georgia in Austria / OSCE / UN senden:

Verknüpfungen

Teilen