28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://azerbaijan.mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
28/05/2026
🇬🇪 🇦🇿 საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გულითადად ულოცავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას - აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! უსურვებს მშვიდობას, წინსვლას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას.
🇦🇿 🇬🇪 Gürcüstanın Azərbaycan Respublikasındakı səfirliyi strateji tərəfdaş ölkə olan Azərbaycan Respublikasını və qardaş Azərbaycan xalqını milli bayram - Müstəqillik Günü münasibətilə ürəkdən təbrik edir və sülh, tərəqqi, sabitlik və rifah arzulayır!
26/05/2026
🇬🇪 🇦🇿 საქართველოს საელჩო ულოცავს მეგობარ და მოძმე აზერბაიჯანსა და მის ხალხს ყურბან ბაირამს!
🇦🇿 🇬🇪 Gürcüstan səfirliyi dost və qardaş Azərbaycanı və xalqını Qurban bayramı münasibətilə təbrik edir!
26/05/2026
🇬🇪🇦🇿 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა. რეისს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. პირველ მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი.
ახლადდანიშნულ მარშრუტზე რეისები ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება.
🇦🇿🇬🇪 6 illik fasilədən sonra Gürcüstanın Müstəqillik Günündə Bakı-Tbilisi dəmir yolu xəttində ilk sərnişin reysi həyata keçirildi. Reys Tbilisi Mərkəzi Stansiyasında İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf nazirinin müavini Tamar İoseliani və Gürcüstan Dəmir Yollarının baş direktoru Laşa Abaşidze tərəfindən qarşılandı. İlk sərnişinlər arasında Azərbaycanın Rəqəmsal İnkişaf və Nəqliyyat nazirinin müavini Cavid Qurbanov da var idi.
Yeni təyin olunmuş marşrut üzrə reyslər hər gün həyata keçiriləcək.
https://www.facebook.com/share/1BXYtvTEs7/?mibextid=wwXIfr
25/05/2026
🇬🇪 🇦🇿 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. ბაქოს ორი ღირშესანიშნავი შენობა - ბაქოს ოლიმპიური სტადიონი და ჰეიდარ ალიევის ცენტრი, საქართველოს დროშის გამოსახულებით განათდა.
🇬🇪 🇦🇿 Gürcüstanın Müstəqillik Günü münasibətilə Bakı şəhərinin iki görkəmli binası - Bakı Olimpiya Stadionu və Heydər Əliyev Mərkəzi Gürcüstan bayrağının rəngləri ilə işıqlandırılıb.
18/05/2026
🇬🇪 🇦🇿
ირაკლი კობახიძე - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
İrakli Kobaxidze - uzun fasilədən sonra, Mayın 26-da Azərbaycandan Gürcüstana ilk sərnişin qatarı daxil olacaq. Gürcüstanla dəmiryolu sərnişin qatarının gediş-gəlişinin bərpası haqqında qərar qəbul etdiyi üçün Azərbaycan tərəfinə öz minnətdarlığımı bildirirəm
https://www.facebook.com/share/p/1Kzp1vL9F3/?mibextid=wwXIfr
18/05/2026
🇬🇪 🇦🇿
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ამ კონტექსტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლს. ქართულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.
დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.
ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.
Gürcüstanın Baş naziri İrakli Kobaxidze Azərbaycan Respublikasının Prezidenti İlham Əliyev ilə görüşüb.
Görüşdə Gürcüstan və Azərbaycan Respublikası arasında strateji tərəfdaşlıq və müxtəlif sahələrdə əməkdaşlığın daha da dərinləşdirilməsi perspektivləri müzakirə olunub.
İki ölkə arasında ticarət-iqtisadi əlaqələrin inkişafının müsbət dinamikası və bu kontekstdə Hökumətlərarası İqtisadi Əməkdaşlıq Komissiyasının rolu vurğulanıb. Gürcüstan tərəfi yaxın gələcəkdə Komissiyanın növbəti iclasına ev sahibliyi etməyə hazır olduğunu təsdiqləyib.
İki ölkə liderləri qlobal və regional geosiyasi problemləri müzakirə ediblər və bir daha regionun davamlı və sabit inkişafı üçün sülhün vacibliyini vurğulayıblar.
Görüşdə həmçinin Gürcüstan və Azərbaycanın birgə həyata keçirdiyi regional əhəmiyyətli layihələr və onların əlaqənin gücləndirilməsindəki rolu müzakirə olunub.
Görüşdən sonra iki ölkə arasında enerji və nəqliyyat sektorlarında bir sıra sazişlər imzalanıb. Bunlara aşağıdakılar daxildir: Gürcüstan və Azərbaycan arasında elektrik enerjisinin təchizatı və tranzitinin əsas şərtləri haqqında 20 illik hökumətlərarası saziş; Azərbaycandan 2003-cü il qaz alqı-satqısı müqaviləsinin 20 illik uzadılması və sosial qaz təchizatının təhlükəsizliyinə zəmanətlərin verilməsi.
Sənədləri Gürcüstan tərəfdən İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf naziri Mariam Kvrivişvili, Azərbaycan tərəfdən isə İqtisadiyyat naziri Mikayıl Cabbarov və Energetika naziri Pərviz Şahbazov imzalayıblar.
İkitərəfli Koordinasiya Şurasının protokolu da imzalanıb və ona əsasən, yeni Bakı-Tbilisi-Qars dəmir yolu hissəsinin tam istifadəyə verilməsi nəzərdə tutulub. Sənədi Gürcüstanın İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf naziri Mariam Kvrivişvili və Azərbaycanın Rəqəmsal İnkişaf və Nəqliyyat naziri Rəşad Nəbiyev imzalayıblar. Tərəflər arasında əldə edilən razılığa əsasən, Tbilisi ilə Bakı arasında gündəlik dəmir yolu vasitəsilə sərnişin gediş -gəlişi 6 illik fasilədən sonra 26 may tarixindən etibarən bərpa olunacaq.
Sənədlərin imzalanma mərasimində Gürcüstanın Baş naziri İrakli Kobaxidze və Azərbaycan Respublikasının Prezidenti İlham Əliyev iştirak ediblər.
https://www.facebook.com/share/p/1DEh8zF2Mi/?mibextid=wwXIfr