Georgia in Brazil

Como chegar Site

Georgia in Brazil Embaixada da Geórgia na República Federativa do Brasil

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა...
07/10/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა შეხვედრა გამართა ბრაზილიის ტურიზმის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ტურიზმის საჯარო პოლიტიკის ეროვნულ მდივანთან, ავგუსტო როშასთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან.

🔹 შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირების გაძლიერებას, ბრაზილიის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.

🔹 საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი.ასევე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კონკრეტული ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 6 de outubro do corrente ano, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, reuniu-se com o Ministro do Turismo em exercício do Brasil e Secretário Nacional de Políticas Públicas para o Turismo, Augusto Rocha, bem como com representantes da Assessoria Especial de Relações Internacionais do Ministério.

🔹 Durante a reunião, as partes discutiram a cooperação existente entre a Geórgia e o Brasil no setor do turismo, bem como as possibilidades de seu aprofundamento. Especial atenção foi dedicada ao fortalecimento dos fluxos turísticos entre os dois países, à promoção do potencial turístico da Geórgia no mercado brasileiro e ao desenvolvimento da cooperação entre os órgãos públicos competentes e os representantes do setor turístico.

🔹 Durante as conversações, as partes também abordaram a participação da Geórgia em feiras internacionais de turismo. Além disso, destacaram a importância de continuar desenvolvendo a cooperação entre a Geórgia e o Brasil no setor do turismo e concordaram em dar prosseguimento ao trabalho voltado à identificação de possibilidades para a implementação de iniciativas conjuntas concretas nessa área.

GEO/POR 🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ...
01/10/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა სან პაულოში გამართული Global Agribusiness Festival – GAFFFF 2026-ის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. GAFFFF აგრობიზნესის სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აგრობიზნესის განვითარების, საერთაშორისო ვაჭრობის, ინოვაციების, მდგრადობისა და სასურსათო უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვას ემსახურება.

🔹 გახსნის ცერემონიას ბრაზილიის ფედერალური და შტატების ხელისუფლების, აგრეთვე ქვეყნის აგრობიზნესის წამყვანი ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

🔹 ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა სან პაულოს შტატის გუბერნატორ ტარსიზიო დე ფრეიტასთან, სან პაულოს მერთან რიკარდო ნუნესთან, სენატორთან და ბრაზილიის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ტერეზა კრისტინასთან, ასევე ბრაზილიის აგრობიზნესის წამყვანი ორგანიზაციების - Sociedade Rural Brasileira-სა და DATAGRO-ს ხელმძღვანელ პირებთან. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და აგრარული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 1º de outubro, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, participou da cerimônia de abertura do Global Agribusiness Festival – GAFFFF 2026, realizada em São Paulo. O GAFFFF constitui uma das principais plataformas internacionais do setor do agronegócio, dedicada ao debate de temas atuais relacionados ao desenvolvimento do agronegócio, ao comércio internacional, à inovação, à sustentabilidade e à segurança alimentar.

🔹 A cerimônia de abertura contou com a presença de representantes de alto nível do Governo Federal, dos governos estaduais e das principais organizações do agronegócio brasileiro.

🔹 À margem do fórum, o Embaixador da Geórgia manteve encontros com o Governador do Estado de São Paulo, Tarcísio de Freitas; com o Prefeito de São Paulo, Ricardo Nunes; com a Senadora e ex-Ministra da Agricultura do Brasil, Tereza Cristina; bem como com dirigentes de importantes organizações do agronegócio brasileiro, entre elas a Sociedade Rural Brasileira e a DATAGRO. Durante as conversas, as partes abordaram as possibilidades de ampliar a cooperação comercial, econômica e agrícola entre a Geórgia e o Brasil.

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ...
30/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა, სან პაულოს შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის რეგიონში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „ABAV Expo 2026“ გახსნის ცერემონიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2000-ზე მეტი ბრენდი, კერძოდ ტურისტული სააგენტოები, ასოციაციები და კომპანიები, ასევე პროფესიული მედიისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.

🔹 ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დამთვალიერებს და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს პრეზენტაციის სახით მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, კულტურული მრავალფეროვნების, მეღვინეობის უნიკალური ისტორიისა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების შესახებ.

🔹 ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ბრაზილიის ტურიზმის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ავგუსტო როშასთან, ბრაზილიის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (ABAV) პრეზიდენტთან, ანა კაროლინა მედეიროს დე სოუზასთან და ბრაზილიის საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს (Embratur) პრეზიდენტთან, ბრუნო ჯოვანი რეიესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

🔹 გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა ტურიზმის სფეროში მოქმედი სახელმწიფო სააგენტოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას ბრაზილიის ბაზარზე.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 30 de setembro, no âmbito de sua visita de trabalho ao Estado de São Paulo, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, participou da cerimônia de abertura da “ABAV Expo 2026”, uma das maiores feiras internacionais de turismo da América do Sul. O evento reuniu mais de 2.000 marcas, incluindo agências de turismo, associações e empresas do setor, além de veículos de comunicação especializados e outros representantes da indústria do turismo.

🔹 No âmbito do evento, o Embaixador da Geórgia realizou uma apresentação aos visitantes e representantes do setor de turismo, na qual destacou o potencial turístico do país, sua diversidade cultural, a história única da vitivinicultura georgiana e as tradições de hospitalidade da Geórgia.

🔹 Durante a feira, o Embaixador reuniu-se com o Ministro do Turismo em exercício do Brasil, Augusto Rocha; com a Presidente da Associação Brasileira de Agências de Viagens (ABAV), Ana Carolina Medeiros de Souza; e com o Presidente da Agência Brasileira de Promoção Internacional do Turismo (Embratur), Bruno Giovanni Reis. As partes discutiram as possibilidades de aprofundamento da cooperação entre a Geórgia e o Brasil no setor do turismo.

🔹 Além disso, foram realizadas reuniões com representantes de órgãos públicos e empresas privadas que atuam no setor turístico. Durante os encontros, especial atenção foi dedicada à promoção do potencial turístico da Geórgia no mercado brasileiro.

GEO/POR🇬🇪  🇧🇷 მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქარ...
28/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბრაზილიის ქალაქ ნიტეროიში, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „NITERÓI EM CENA“ ფარგლებში, ბრაზილიელი მაყურებლის წინაშე წარდგა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

🔹 ღონისძიება გახსნა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქართული ხელოვნება და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

🔹 საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ბრაზილიას შორის კულტურული თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

🔹 ღონისძიებამ ბრაზილიელ მაყურებელს საშუალება მისცა, ახლოს გაცნობოდა საქართველოს მდიდარ თეატრალურ ტრადიციებსა და თანამედროვე ქართულ თეატრალურ ხელოვნებას.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 25 de setembro, com o apoio do Ministério da Cultura da Geórgia e da Embaixada da Geórgia na República Federativa do Brasil, o Teatro Dramático Profissional Estatal Lado Meskhishvili apresentou-se ao público brasileiro na cidade de Niterói, no âmbito do Festival Internacional de Teatro “NITERÓI EM CENA”.

🔹 O evento foi aberto pelo Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili. Em seu discurso, o Embaixador apresentou ao público presente a arte georgiana e o rico patrimônio cultural do país.

🔹 O Embaixador da Geórgia também destacou a crescente dinâmica da cooperação cultural entre a Geórgia e o Brasil e ressaltou a importância de iniciativas dessa natureza para o fortalecimento dos laços culturais entre os dois países.

🔹 O evento proporcionou ao público brasileiro a oportunidade de conhecer mais de perto a rica tradição teatral da Geórgia e a arte teatral georgiana contemporânea.

27/09/2026
24/09/2026
GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ...
23/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, სანტა კატარინას შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა შტატის წამყვანი ეკონომიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სანტა კატარინას შტატის კოოპერატივების ორგანიზაციის (OCESC) პრეზიდენტი, ვანირ ზანატა, მრეწველობის ფედერაციის (FIESC) პრეზიდენტი, ჟილბერტო სელემე და ტექნოლოგიური ასოციაციის (ACATE) საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, როდრიგო ალექსი.

🔹შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის, სტრატეგიულ როლსა და სატრანზიტო პოტენციალს.

🔹ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების გაფართოების აუცილებლობას.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 22 de setembro, no âmbito de sua visita de trabalho ao Estado de Santa Catarina, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, realizou reuniões com representantes das principais organizações econômicas do estado. Participaram dos encontros o Presidente da Organização das Cooperativas do Estado de Santa Catarina (OCESC), Vanir Zanatta; o Presidente da Federação das Indústrias do Estado de Santa Catarina (FIESC), Gilberto Seleme; e o Diretor de Relações Internacionais da Associação Catarinense de Tecnologia (ACATE), Rodrigo Alexi.

🔹Durante as reuniões, foram discutidas as possibilidades de aprofundamento das relações comerciais e econômicas entre a Geórgia e o Brasil, bem como áreas promissoras de cooperação. O Embaixador da Geórgia apresentou à parte brasileira informações sobre o potencial econômico do país e seu ambiente de investimentos. Especial atenção foi dedicada ao papel estratégico da Geórgia como hub regional de conexão entre a Europa e a Ásia, bem como ao seu potencial de trânsito e logística.

🔹A parte georgiana destacou ainda a dinâmica positiva das relações bilaterais entre a Geórgia e o Brasil, a importância de aprofundar a cooperação comercial e econômica e a necessidade de ampliar os contatos diretos entre instituições governamentais e os setores empresariais dos dois países.

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ...
22/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, სანტა კატარინას შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შტატის გუბერნატორთან, მარილიზა ბოემთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შტატის, კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მარია ტერეზინია დებატინი, ტურიზმის სამდივნოს უფროსი, კატიანე საიფი, განათლების სამდივნოს უფროსი, ლუსიანე სერეტა და შტატის საინვესტიციო ფონდის პრეზიდენტი, ჟილ პრეიონი.

🔹მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, ბიზნეს წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობისა და ინოვაციების სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

🔹შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო, კულტურული და ტურისტული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ისაუბრეს სანტა კატარინას შტატში გამართულ კულტურულ ღონისძიებებში ქართველი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობის ხელშეწყობაზე.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 21 de setembro, no âmbito de uma visita de trabalho ao Estado de Santa Catarina, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, reuniu-se com a Governadora do Estado de Santa Catarina, Marilisa Boehm. Participaram também do encontro a Presidente da Fundação Catarinense de Cultura, Maria Teresinha Debatin; a Secretária de Estado do Turismo, Catiane Seif; a Secretária de Estado da Educação, Luciane Ceretta; e o Presidente da InvestSC, Gil Preyone.

🔹As partes discutiram as perspectivas de desenvolvimento da cooperação, incluindo o aprofundamento das relações comerciais e econômicas, a promoção de contatos entre os setores empresariais e o intercâmbio de experiências na área de inovação. Foi destacada, ainda, a importância da realização de visitas recíprocas.

🔹Durante a reunião, também foram abordadas as possibilidades de ampliar a cooperação nas áreas de educação, cultura e turismo. As partes discutiram, em particular, formas de promover a participação de artistas georgianos e de representantes do setor cultural da Geórgia em eventos culturais realizados no Estado de Santa Catarina.

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ...
21/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა, სანტა კატარინას შტატში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა შტატის დედაქალაქის, ფლორიანოპოლისის მერთან, ტოპაზიო ნეტოსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და ინოვაციების სამსახურების ხელმძღვანელები.

🔹შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა მიმართულებით თანმშრომლობის გაღმავებისა და თვითმართველობის წარმომადგენლების დონეზე ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა ქალაქების დამეგობრების საკითხზე, ასევე დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები.

🔹ბრაზილიურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ფლორიანოპოლისში არსებულ ფესტივალებსა და გამოფენებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობას, რაც გაზრდის ბრაზილიის შტატებში საქართველოს ცნობადობას.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 21 de setembro, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, no âmbito de sua visita de trabalho ao Estado de Santa Catarina, reuniu-se com o Prefeito de Florianópolis, capital do Estado, Topázio Neto. Participaram também da reunião os responsáveis pelas áreas de cultura, turismo, educação e inovação.

🔹Durante o encontro, foram discutidas as possibilidades de aprofundamento da cooperação em diversas áreas, bem como a realização de visitas em nível de representantes dos governos locais. Foi dada especial atenção à possibilidade de estabelecimento de uma relação de cidades-irmãs, além do planejamento de projetos conjuntos nas áreas de educação e cultura.

🔹A parte brasileira manifestou sua disposição em apoiar a participação de artistas georgianos em festivais e exposições realizados em Florianópolis, contribuindo, assim, para ampliar a visibilidade e o conhecimento sobre a Geórgia nos estados brasileiros.

19/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

Endereço

SHIS QI 07 Conj. 11 Casa 01
Brasília, DF
71615310

Horário de Funcionamento

Segunda-feira 10:00 - 18:00
Terça-feira 10:00 - 18:00
Quarta-feira 10:00 - 18:00
Quinta-feira 10:00 - 18:00
Sexta-feira 10:00 - 18:00

Notificações

Seja o primeiro a saber: enviaremos um e-mail para você quando Georgia in Brazil publicar novidades e promoções. Seu endereço de e-mail não será usado para nenhum outro fim, e você pode cancelar a inscrição a qualquer momento.

Atalhos

Compartilhar