28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
11/05/2026
ხმა მიეცი საქართველოს!
ხმის მიცემა დაიწყება 12 მაისს ჩეხეთის დროით 22:25 საათზე.
04/05/2026
🇬🇪🇨🇿
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.
Předseda vlády Gruzie Irakli Kobakhidze se v rámci 8. summitu Evropského politického společenství zúčastnil diskuse u kulatého stolu na téma „Posilování propojenosti a ekonomická bezpečnost“.
Předseda vlády ve svém vystoupení zdůraznil zvláštní roli Gruzie při zajišťování propojenosti a hovořil o významných infrastrukturních projektech, které vláda Gruzie realizuje na podporu této funkce, mezi něž patří železnice Baku–Tbilisi–Kars, rychlostní dálnice a hlubokomořský přístav Anaklia.
Irakli Kobakhidze rovněž upozornil na význam diverzifikace dopravních a energetických tras a v této souvislosti hovořil o strategickém významu projektů Jižního plynového koridoru a podmořského kabelu v Černém moři.
Předseda vlády Gruzie znovu potvrdil připravenost pokračovat v úzké spolupráci s partnery a zdůraznil, že silná propojenost je jedním z hlavních předpokladů dlouhodobé stability.
Diskuse, které spolupředsedali předseda vlády Chorvatska Andrej Plenković a předseda vlády Norska Jonas Gahr Støre, se zúčastnili předseda vlády Kanady Mark Carney, předseda vlády Belgie Bart De Wever, předsedkyně Evropské komise Ursula von der Leyen, prezidentka Severní Makedonie Gordana Siljanovska-Davkova, předseda vlády Slovenska Robert Fico a generální tajemník OBSE Feridun Sinirlioğlu.
https://www.facebook.com/share/p/1Dv5wjNqb8/?mibextid=wwXIfr
04/05/2026
🇬🇪🇨🇿
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.
სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.
მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.
სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
Premiér Gruzie Irakli Kobakhidze se účastní 8. summitu Evropského politického společenství (EPC).
Účastníky summitu v Jerevanu hostí předseda vlády Arménské republiky Nikol Pashinyan.
Předseda vlády dnes vystoupí s projevem před evropskými lídry v rámci diskuse u kulatého stolu, jejímž hlavním tématem je posilování propojenosti a ekonomická bezpečnost.
Podle Irakli Kobakhidze bude summit využit také k bilaterálním setkáním. Ve svém vystoupení se zaměří na zvláštní roli Gruzie pro Evropu z hlediska propojenosti.
„Propojujeme sedm zemí s Černým mořem a tím i se Západem z ekonomického a obchodního hlediska, a přirozeně o tom budeme aktivně hovořit.
Gruzie má z hlediska propojenosti pro Evropu velmi významnou roli,“ uvedl Irakli Kobakhidze.
Předseda vlády se zúčastnil plenárního zasedání summitu, které zahájili předseda vlády hostitelské země Nikol Pashinyan a předseda Evropské rady António Costa.
Lídři účastnící se summitu pořídili společnou fotografii.
https://www.facebook.com/share/p/1B7PEF5qr4/?mibextid=wwXIfr
01/05/2026
🇬🇪🇨🇿
2026 წლის 29 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსლან აბაშიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ჩეხეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ზუზანა მაეროვასთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო აქტივობები.
🇬🇪🇨🇿
Dne 29. dubna 2026 uspořádal mimořádný a zplnomocněný velvyslanec Gruzie pan Ruslan Abashidze seznamovací setkání s předsedkyní česko-gruzínské skupiny přátelství Parlamentu České republiky paní Zuzanou Majerovou.
V rámci setkání strany projednaly otázky dvoustranné spolupráce a stanovily budoucí aktivity.
©PČR
30/04/2026
🇬🇪🇨🇿
2026 წლის 28 აპრილს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუსლან აბაშიძის შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, ტომიო ოკამურასთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების საკითხს.
🇬🇪🇨🇿
Dne 28. dubna 2026 se uskutečnilo setkání mimořádného a zplnomocněného velvyslance Gruzie, pana Ruslan Abashidze, s předsedou Poslanecké sněmovny Parlamentu České republiky, panem Tomio Okamura.
V rámci setkání strany projednaly důležité otázky v oblasti dvoustranných vztahů a diskutovaly o perspektivách budoucí spolupráce. Zvláštní pozornost byla věnována otázce dalšího prohloubení spolupráce mezi zákonodárnými orgány obou zemí.
©PČR