https://www.facebook.com/389063277786085/posts/3328588160500234/
შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა
Kontaktinformationen, Karte und Wegbeschreibungen, Kontaktformulare, Öffnungszeiten, Dienstleistungen, Bewertungen, Fotos, Videos und Ankündigungen von შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა, Bibliothek, Kristalstrasse 8, Munich.
შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა 2014 წლის 16 თებერვალს, მიუნხენის ვახტანგ გორგასლის ტაძრის ტერიტორიაზე. ბიბლიოთეკის დაარსების ინიციატივა ეკუთვნით ამავე ქალაქში მცხოვრებ ქართველებს. ხოლო მის განხორციალებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ვახტანგ გორგასლის სახელობის მიუნხენის მართლმადიდებლური ტაძრის მრევლი და მოძღვარი.
ასევე ინიციატივას გვერდით ედგა გერმანიის ქართული სათვი
20/11/2016
მეგობრებო,
ჩვენს ბიბლიოთეკას კიდევ ბევრი წიგნი შეემატა.
ტომეული - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".
დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს, თქვენი გაწეული შრომისთვის და შემოწირულობისთვის. :)
აბა, გელოდებით ჩვენო ერთგულო მკითხველო, ყოველ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ.
სიყვარულით მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა :)
მეგობრებო,
გაცნობებთ, რომ 3 სექტემბრამდე ბიბლიოთეკა დაკეტილია.
გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ არდადეგებს! :)
სიყვარულით მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა :)
25/04/2016
http://www.orthodoxtheology.ge/wignebipatimrebsgermania/
შევაგროვოთ ქართული წიგნები გერმანიაში მყოფი პატიმრებისთვის “რადგან…საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან” (მათე 25,36) “სამწუხაროდ, დღეს გერმანიის სხვადასხვა ქალაქის ციხეში ბევრი საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს. გერმანიისა და ავსტრიის ეპისკ…
მეგობრებო, გილოცავ ბზობის დღესასწაულს, დაესწარით მრავალს!
გაცნობებთ, რომ დღეს 24 აპრილს ბზობას და 1 მაის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ბიბლიოთეკა დაკეტილია.
წიგნები გაიცემა და მიიღება აღდგომის შემდეგ კვირას.
პატივისცემით მიუნხენის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა
01/01/2016
გილოცავთ ყველას ახალ 2016 წელს! :)
საღამო მშვიდობის, ერთი კარგი აზრი მომივიდა განსაკუთრებით იმათთვის ვინც მიუნხენში მცხოვრები ახალგაზრდები და სტუდენტები არიან. ვისაც სურვილი გაქვთ შევაგროვოთ ტანსაცმელი და ბავშვის სათამაშოები ახალიწლისათვის ან შობის დღესასწაულისათვის და მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლისათვის გავაგზავნოთ საქართველოში.
29/11/2015
დღეს, ჩვენს ბიბლიოთეკას კიდევ 60 წიგნი შეემატა! :)
უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო სიბონიშვილს (თეა მესიანის (მედავითნე) დედა) და მის მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს. საქართველოდან ზრუნავენ ჩვენთვის, შეაგროვეს და გამოგვიგზავნეს წიგნები. იციან თუ რამდენად ძვირფასია ყველა ჩვენთაგანისთვის ქათულ ენოვანი ლიტერატურა...
ღმერთმა დიდხანს გვიმყოფნოს ჯანმთელად და ბედნიერად ასეთი თბილი და მზრუნველი დეიდები!
მადლობა თეა (მედავითნე) შენი დაუზარელი შრომისთვის.
დარეგისტრირება:
- დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარეგისტრაციო ბლანკში შეიყვნს ყველა მოთხოვნილ მონაცემებს: სახელი, გვარი, მისამართი, საფოსტო კოდი, ელექრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი, პასპორტის ნომერი და შევსებულ ბლანკს ჩააბარებს ბიბლიოთეკარს.
- დარეგისტრირება და წიგნის გატანა უფასოა.
წიგნის გატანის და დაბრუნების წესი:
- აკრძალულია წიგნის თვითნებურად აღება ბიბლიოთეკიდან.
- მკითხველი ვალდებულია, წიგნების გატანამდე სასურველი წიგნი მიიტანოს ბიბლიოთეკართან და ბლანკის შევსების შემდეგ ხელი მოაწეროს წიგნის გატანის ფორმულარს.
- ასევე წიგნის დაბრუნების შემთხვევაში სავალდებულოა წიგნის ჩაბარდეს მხოლოდ ბიბლიოთეკარს და თავისი ხელმოწერით დაადასტუროს წიგნის ჩაბარება.
წიგნის გაცემის დრო და ვადები:
- წიგნების გაცემა და ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ წირვის დასრულების შემდედ.
- წიგნები გაიცემა 4 კვირით (გარდა სასწავლო ლიტერატურისა)
- შესაძლებელია წიგნის გადავაადება, მხოლოდ 1- 2 კვირით
- მკითხველს შეუძლია გაიტანოს, მხოლოდ 1- 2 წიგნი
22.11. 2015
მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა
22/11/2015
სიახლე შოთა რუსთაველის სახლეობის მიუნხენის ქართულ ბიბლიოთეკაში!!!
მეგობრებო, გაცნობებთ, რომ დღეს განახლდა ბიბლიოთეკიდან წიგნების გაცემა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვით, წიგნების დანომრვასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკა იყო გაკეტილი.
ბიბლიოთეკის სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ვახტანგ გორგასალის სახელობის მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარს დეკანოზ თამაზ ლომიძეს გაწეული შრომისთვის და ფულადი დახმარებისთვის.
ასევე, ბიბლიოთეკის სახელით დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თქვენ ყველას, თქვენი დაუზარელი შრომისთვის, დახმარებსითვის და შემოწირულობისთვის (შემოსული თანხით შევიძინეთ თაროები და კარებები კარადებისთვის).
შოთა რუსთაველის სახელეობის ქართული ბიბილიოთეკა ელოდება, ერთგულ მკითხველს, ყოველ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ.
23/08/2015
წიგნების დალაგების პროცესი :)
31/12/2014
შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართული ბიბლიოთეკა გილოცავთ დამდეგ ახალ 2015 წელს! :)
Klicken Sie hier, um Ihren Gesponserten Eintrag zu erhalten.
Lage
Kategorie
Service kontaktieren
Webseite
Adresse
Kristalstrasse 8
Munich
80995
Öffnungszeiten
| 00:00 - 13:05 |
