28/05/2026
🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეგვიპტის მედია საშუალება “სადა ელბალად”-ში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის, ნიკოლოზ აფხაზავას ინტერვიუ, სადაც განხილულია საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობების განვითარების მზარდი დინამიკა, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყნის სტრატეგიული როლი რეგიონში.
🔹To celebrate Georgia's Independence Day, the Egyptian media outlet "Sada Elbalad" published an interview with the Ambassador of Georgia, Nikoloz Apkhazava, discussing the growing dynamics of Georgia-Egypt bilateral relations, Georgia's economic and investment opportunities, and the country's strategic role in the region.
Marking Georgia’s National Day: A Shared Vision for Stronger Egypt-Georgia Relations | Sada Elbalad
As part of the celebrations marking the National Day of Georgia, Editor-in-Chief of "SeeNews", Mohamed Wadie Ghozzy, conducted an exclusive interview with Georgian Ambassador to Egypt Nikoloz Apkhazava to discuss the current state and future prospects of bilateral relations between Egypt and Georgia...
28/05/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
📌პროექტის მიზანი:
➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.
🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola
21/05/2026
🔹2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ, შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცლერთან, მუჰამად ნეგმთან, რომელმაც რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
🔹მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს და მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.
🔹On 21 May 2026, Ambassador Nikoloz Apkhazava, held a meeting with Mohamed Negm, Chamberlain of the Presidency of the Arab Republic of Egypt, who on behalf of the President of Egypt, congratulated the Government and people of Georgia on Independence Day.
🔹The parties highlighted the long-standing friendly ties between the two nations and reviewed the future prospects for boosting of cooperation.
21/05/2026
🔹2026 წლის 20 მაისს საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კაიროს გუბერნატორთან, იბრაჰიმ საბერისთან.
🔹მხარეებმა განიხილეს 2012 წელს თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების გააქტიურების გზები და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების მექანიზმების შემუშავების საკითხები, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას დედაქალაქებს შორის ეკონომიკის, განათლების, ტურიზმისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროებში, ასევე ვიზიტების გაცვლას, ერთობლივი კულტურის კვირეულების, გამოფენებისა და ფესტივალების ორგანიზების შესაძლებლობას.
🔹On May 20, 2026 Nikoloz Apkhazava, Ambassador of Georgia paid a courtesy call on Dr. Ibrahim Saber, Governor of Cairo.
🔹During the meeting, the parties discussed ways to revitalize the sister cities agreement signed between Tbilisi and Cairo in 2012, including the measures for implementing practical steps aimed at boosting cooperation between the two capitals in the fields of economy, education, tourism and local governance, as well as exchange of visits, organizing joint culture weeks, exhibitions and festivals.
14/05/2026
🔹2026 წლის 14 მაისს, საქართველოს ელჩი, ნიკოლოზ აფხაზავა შეხვდა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევროპის საკითხებში, ვაელ ჰამედს.
🔹შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული საკითხების ფართო სპექტრი და რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ასევე, გაცვალეს მოსაზრებები მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების, მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სამომავლო გეგმების შესახებ.
🔹On May 14, 2026 Nikoloz Apkhazava, Ambassador of Georgia held a meeting with Ambassador Wael Hamed, Assistant Foreign Minister for European Affairs of the Arab Republic of Egypt.
🔹Sides discussed a wide range of subjects of mutual interest including the issues on the recent developments in the region. They also exchanged the views on organizing high-level visits, holding the next round of the intergovernmental economic commission as well as boosting ties between the legislative bodies of Georgia and Egypt.
11/05/2026
ხმა მიეცი საქართველოს
ხმის მიცემა დაიწყება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის დროით 23:25 საათზე
https://vote.eurovision.com/
05/05/2026
🔹️2026 წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ეგვიპტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან, სამეჰ შუქრისთან.
🔹️მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა და თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში.
🔹️On 4 May 2026, Nikoloz Apkhazava, Ambassador of Georgia to the Arab republic of Egypt paid a courtesy call on Sameh Shoukry, the newly appointed Chair of the Foreign Relations Committee of the House of Representatives of Egypt.
🔹️The parties discussed the prospects for enhancing interparliamentary cooperation between the two countries. The importance of exchanging bilateral visits was underlined. The meeting also addressed the establishment of parliamentary friendship groups and measures to strengthen cooperation across various fields.