01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმოდ აღინიშნა.
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობა, მუსიკალური კომპოზიციები და მოძრავი თამაშები წარმოადგინეს.
მოეწყო ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა, სახის მოხატვა, ფოტოსესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უსურვებს ლაღ და ბედნიერ ბავშვობას.
31/05/2026
აბაშის მუნიციპალიტეტში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცე სრულად განახლდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ატრაქციონი, განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა და გარემო კიდევ უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის.
მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულშიც. რუსთაველის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი სახლის ეზოში დაიგო რკინა - ბეტონის საფარი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. ამავე ტერიტორიაზე მოეწყო ფანჩატური, რომელიც მოსახლეობისთვის კომფორტულ სივრცეს წარმოადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული სხვა არაერთი მნიშვნელოვანი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 240 000 ლარი გამოიყო.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნასა და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.
29/05/2026
1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში საზეიმოდ აღინიშება.
ღონისძიების დასაწყისი 11:00 საათი
საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობას, მუსიკალურ კომპოზიციებს და მოძრავ თამაშებს წარმოადგენენ.
მოეწყობა ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობა, სახის მოხატვა, ფოტოსესია საყვარელ ზღაპრის გმირებთან.
26/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აბაშის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამხედრო სპეცტექნიკასა და აღჭურვილობას.
ხელოვნების სკოლაში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი, ასევე გამოიფინა სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, შემოქმედებითი გუნდებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
17:10 საათზე საზეიმოდ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან ერთად ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
26/05/2026
აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ კიზირიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სკოლაში ქართული მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს, გამოფენილია სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მიმდებარე სივრცეში წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
სადღესასწაულო ღონისძიებები 17:00 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდების კონცერტით გაგრძელდება.
17:10 საათზე, 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დროის აღსანიშნავად, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
26/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე🇬🇪
აბაშა