ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, Government Organization, Akhalgori.

03/06/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტი გილოცავთ ლომისობას !

Photos from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა's post 01/06/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი, საკრებულოს თავმჯდომარესთან თამაზ ბალაშვილთან და მოადგილე ბონდო ყველაშვილთან ერთად, წილკნისა და ფრეზეთის საბავშვო ბაღებს ესტუმრა და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

საბავშვო ბაღებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობა გაიმართა. ღონისძიების დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აღსაზრდელებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, საუკეთესო მომავალსა და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.“ - განაცხადა გელა შერმადინმა.

01/06/2026
Photos from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა's post 26/05/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წეროვნის დევნილთა დასახლებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა.

საზეიმო პროგრამა სპორტული და კულტურული აქტივობებისგან შედგებოდა. მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა და ქართული ჭიდაობის ტურნირი. "თავისუფალი თამაშების" ფარგლებში, შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში. ასევე კონცერტი ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.

22/05/2026

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალგორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობები მთელი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი:

11:00 საათი - სპორტული და კულტურული აქტივობები:
• ჭიდაობის ტურნირი შვიდ წონით კატეგორიაში (წეროვნის დევნილთა დასახლება - სპორტდარბაზი);

• “თავისუფლების თამაშების” ეგიდით ფინალები მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში (წეროვნის დევნილთა დასახლება, სკვერის მიმდებარედ არსებული სტადიონი).

• ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების ნამუშევრების, ხეზე კვეთის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა (წეროვნის დევნილთა დასახლება, სკვერის მიმდებარე ტერიტორია)

14:00 საათი- კონცერტი
ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით

Photos from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა's post 20/05/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი წეროვნის N3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და XII კლასელებს სწავლის დასრულება მიულოცეს.

„ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო, თქვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ახალი მიზნებით, ურთიერთობითა და პასუხისმგებლობებით. თქვენ უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ღირსეული ადგილი დაიკავოთ ცხოვრებაში, თქვენი და ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
გვჯერა, რომ ყველა თქვენგანი იპოვის საკუთარ ადგილს და ასახელებს ჩვენს სახელმწიფოს.

გისურვებთ წარმატებებსა და თქვენი ყველა ოცნების ასრულებას ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე." - განაცხადა გელა შერმადინმა.

Photos from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა's post 17/05/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
რეგიონის მოსახლეობის მსვლელობა ქალაქ მცხეთაში, ბებრისციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაიმართა.

საზეიმო მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.

Want your business to be the top-listed Government Service in Akhalgori?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Akhalgori

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00