Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე

Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე

Share

"ახალციხის ციხე"-ს ოფიციალური გვერდი
Off The upper part of castle consists of St. Entrance to the lower part of castle is free, the upper part demands tickets.

2011-2012 წლებში მოხდა ციხე-სიმაგრის კომპლექსის სრული განახლება: აღდგა ციხის მთლიანი გალავანი და ყველა გოდოლი სათოფურებიანად და ქონგურებიანად. ციხე-სიმაგრის ზედა ნაწილში რესტავრაცია ჩაუტარდა ჰაჯი ახმედ ფაშა ჯაყელის მიერ აგებულ მეჩეთს, მედრესესა და მინარეთს, აღდგა ციტადელი და IX საუკუნის მართლამადიდებლური ტაძარი. მოხდა ჯაყელების სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზ

Photos from Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე's post 18/05/2026

ახალციხის ციხემ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

ღონისძიება ,,იუნესკოს” ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ქალაქ თბილისის სექციის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალში, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

Photos from Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე's post 17/05/2026

2026 წლის ტურისტული სეზონის გახსნა ახალციხეში

ტურისტული სეზონის გახსნა, ახალციხის ციხეზე, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. აქ მოსულ ვიზიტორებს დახვდათ, მესხური ღვინის და კერძების დეგუსტაცია/ გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში მესხური კერძების დამზადების მასტერკლასებიც მოეწყო.

ასევე, სტუმრებს საშუალება ქონდათ, ხალხური რეწვის ოსტატების და მხატვართა ნამუშევრების გამოფენები დაეთვალიერებინათ.

პატარების განწყობაზე იზრუნეს ოჩოფეხებმა-ჭიამაიამ და მსახიობებმა ყვავილის კოსტიუმებით . მოწყობილი იყო ფოტოსტენდები და გაიმართა სამუსიკო სკოლის კონცერტიც.

შესრულდა მესხური მრავალჟამიერი - ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთის“ მიერ.

საღამო ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით გაგრძელდა. ღონისძიება დაასრულა ცეცხლოვან შოუმ და დიჯეიმ.

17/05/2026
14/05/2026

16 მაისს, გიწვევთ ,,ახალციხის ციხეზე" 2026 წლის ტურისტული სეზონის გახსნაზე.

ღონისძიების პროგრამა:

🔸 13:00 -15:00 - მედიატური;
🔸 15:00 -17:00 - ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტი;
🔸 15:00 -18:00 - ხალხური რეწვის ოსტატების და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მესხური ღვინის და კერძების დეგუსტაცია, გაყიდვა. მესხური კერძების დამზადების მასტერკლასები;
🔸 15:00 -18:00 - გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის - ოჩოფეხები-ჭიამაია, მსახიობები ყვავილის კოსტიუმებით, ძველებური ფოტო-გაზეთების ბეჭდვა და კოსტიუმირებული მსახიობი ველოსიპედზე, თამარ მეფის ფოტოსტენდი;
🔸 18:00 – 18:30 - მესხური მრავალჟამიერი - ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, მისასალმებელი სიტყვები, ტურისტული კომპანიების დაჯილდოება;
🔸 18:30 – 20:00 - ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი;
🔸 20:10 – 22:00 - დიჯეი.

09/05/2026

ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

10 მაისს, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, „ახალციხის ციხეზე“ დაგეგმილი ღონისძიება გადადებულია.

08/05/2026

10 მაისს - ახალციხის ციხე

გიწვევთ 2026 წლის ტურისტული სეზონის გახსნაზე!

Photos from Akhaltsikhe Castle ახალციხის ციხე's post 04/05/2026

„ახალციხის ციხემ“, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“-ში.

საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2026“ კომპანია „ექსპო ბათუმის“ ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც 90-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო ტურისტულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ყოველწლიურად აქტიური ტურიტული სეზონის დაწყებამდე იმართება და რეგიონში ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად, გამოფენაზე სამცხე-ჯავახეთიც მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი, ღონისძიების სტუმრებმა და ვიზიტორებმა რეგიონის ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

Photos from ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall's post 26/04/2026
23/04/2026

📢 მოსახლეობის საყურადღებოდ!

➡️ ,,ახალციხის ციხე" გაცნობებთ, რომ პირველი მაისიდან კომპლექსის სამუშაო საათები განისაზღვრება 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.
პატივისცემით, ახალციხის ციხის ადმინისტრაცია.

➡️ ,,Akhaltsikhe Castle" informs that the complex will be open from 09 a.m. till 8 p.m. from May 1.
Sincerely, Akhaltsikhe Castle administration.

16/04/2026

ახალციხის ციხე, ქალაქ ბათუმში, ყოველწლიურ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა ,,EBIT 2026"-ში მიიღებს მონაწილეობას.

მისი მიზანი სამიზნე აუდიტორიისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

გამოფენა 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება.

10/01/2026

ტურიზმის მიმართულებით ნაყოფიერი იყო 2025 წელი ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის.

აქ არსებული ღირსშესანიშნაობების, მდიდარი ტურისტული პოტენციალისა და კულტურული მრავალფეროვნების გამო ყოველწლიურად მზარდია ტურისტებისა და ვიზიტორების დაინტერესება.

ქალაქ ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს ახალციხის ციხე, რომელსაც გასულ წელს 136 601 ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის, 69 868 საქართველოს მოქალაქე, ხოლო 66 733 უცხოელი ვიზიტორი იყო. წინა წელთან შედარებით 7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში 1 904 416 ლარი შეადგინა.

Want your business to be the top-listed Government Service in Akhaltsikh?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


ხარისჭირაშვილის #1
Akhaltsikh
0800

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00
Sunday 09:00 - 20:00