ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall

Share

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია Akhaltsikhe Municipality

05/06/2026

🟢ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირება იწყება

🏞️ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირებას იწყებს.

🎯პროექტის მიზანია ტბის მიმდებარე სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ სარეკრეაციო ზონად გარდაქმნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს დასვენების, სპორტისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს შესთავაზებს.

🚴პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკების ქსელის მოწყობა, საბავშვო სათამაშო და სპორტული სივრცეების შექმნა, ასევე რეკრეაციული და დასასვენებელი ზონების განვითარება.

🌉ტერიტორიაზე მოეწყობა პერგოლები, ფანჩატურები, ნავების სადგომი, მცირე კომერციული და მომსახურების ინფრასტრუქტურა, ასევე მდინარეზე გადასახედი ბელვედერი.

👉ვრცლად იხილეთ: https://shorturl.at/0xaOk

05/06/2026

ქალაქი ახალციხე, წელს პირველად, 6-7 ივნისს, გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტს“ მასპინძლობს.

ხვალ, ახალციხის ციხეზე, 15:00 საათიდან გელოდებით ყველას!

Photos from ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall's post 05/06/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა და ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო.

ვარლამ წიკლაურის ინიციატივით, ახალციხის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველ პარასკევს, 10:00-დან 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილონ.

05/06/2026

📣 თუ ჯერ კიდევ არ დაგიგემავთ ამ კვირის უქმეები იცოდეთ, რომ ხვალ და ზეგ გემოფესტია✌🏻

🚗 ჩამოდით ახალციხეში, ახალციხის ციხესთან
📍https://maps.app.goo.gl/MbWmdSeK6NiSSCCH9

🕒 15:00 საათიდან ყველაფერი მზად იქნება.

#გემოფესტი2026 #სამცხეჯავახეთისგემო #შოთასმხარე

📣 If you’re still deciding how to spend your weekend, Gemofest is taking place tomorrow and the day after tomorrow

🚗 Join us in Akhaltsikhe, at Rabati Castle
📍 https://maps.app.goo.gl/MbWmdSeK6NiSSCCH9

🕒 Everything will be ready from 3:00 PM onwards.

📣 თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ ამ კვირის უქმეები იცოდეთ, რომ ხვალ და ზეგ გემოფესტია✌🏻

🚗 ჩამოდით ახალციხეში, რაბათის ციხესთან
📍https://maps.app.goo.gl/MbWmdSeK6NiSSCCH9

🕒 15:00 საათიდან ყველაფერი მზად იქნება.

#გემოფესტი2026 #სამცხეჯავახეთისგემო #შოთასმხარე

📣 If you’re still deciding how to spend your weekend, Gemofest is taking place tomorrow and the day after tomorrow

🚗 Join us in Akhaltsikhe, at Rabati Castle
📍 https://maps.app.goo.gl/MbWmdSeK6NiSSCCH9

🕒 Everything will be ready from 3:00 PM onwards.

04/06/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფელ ხეოთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და პრიორიტეტები განიხილეს.

ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები გააცნეს.

ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ხშირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან გაჟღერებულ საკითხებს, პროექტების დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

Photos from ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall's post 04/06/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.

თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.

თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.

04/06/2026

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება.

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ზამთრისა და ზაფხულის საერთო განთავსების ვოლიერები, საკარანტინე ზონა, წყლის ბიოლოგიური გამწმენდი, ადმინისტრაციული შენობა, ავტოპარკი და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება 03/06/2026

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ზამთრისა და ზაფხულის საერთო განთავსების ვოლიერები, საკარანტინე ზონა, წყლის ბიოლოგიური გამწმენდი, ადმინისტრაციული შენობა, ავტოპარკი და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმ.....

Photos from ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall's post 03/06/2026

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება.

მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას იწყებს. სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, თავშესაფრის მშენებლობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროებით სარგებლობაში, გადასცა სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე არსებული 1 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ზამთრისა და ზაფხულის საერთო განთავსების ვოლიერები, საკარანტინე ზონა, წყლის ბიოლოგიური გამწმენდი, ადმინისტრაციული შენობა, ავტოპარკი და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

შეხვედრას ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თედორაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა კობახიძე ესწრებოდნენ.

03/06/2026

🎉 6 და 7 ივნისს დიდსაც და პატარასაც გელოდებით ახალციხეში გემოფესტზე.

- დასაწყისი 15:00 საათზე.

#გემოფესტი2026 #სამცხეჯავახეთისგემო #შოთასმხარე

🎈 რა იქნება გემოფესტი პატარების ჟრიამულის გარეშე?!

🎠 მათთვის გასახარად და ჩვენი დაკვირვებით უფროსებისთვისაც არანაკლებ, თამაშობანა კვლავაც ადგილზეა.

🎉 6 და 7 ივნისს დიდსაც და პატარასაც გელოდებით ახალციხეში გემოფესტზე
- დასაწყისი 15:00 საათზე.

#გემოფესტი2026 #სამცხეჯავახეთისგემო #შოთასმხარე

🎈 What would Gemofest be without the joyful laughter of children?

🎉 We look forward to welcoming visitors of all ages to Gemofest in Akhaltsikhe on June 6 and 7 - Starting time: 15:00

Want your business to be the top-listed Government Service in Akhaltsikh?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Kostava 18
Akhaltsikh
0800

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00