14/04/2026
ჯუმბერ ინასარიძე - ახალციხის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"
ძალიან კარგი მაგალითია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება ჩვენთვის, საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა ხდებოდეს არჩევნების გზით. იმედია, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის და თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ყველა დონის არჩევნებს. არავისთვის ნიშნის მოგება არ მინდა, მაგრამ ოპოზიციას მართლა ჰქონდა შანსი თბილისი და დიდი ქალაქები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთიანი კანდიდატების დაყენების შემთხვევაში, მოეგო. კოორდინირებული მოქმედებით ეს სავსებით რეალისტური იყო.
კიდევ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა გავუსვა ხაზი: რაც მთავარია, უნგრეთი ორბანის გარეშე სასიკეთო მოცემულობაა ევროკავშირისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს უფრო ერთიანი გახდეს გადაწყვეტილებების მიღებაში, იქცეს უფრო კონსოლიდირებულად, გაძლიერდეს, რაც თავისთავად წაადგება ევროპულ პოლიტიკას.
ის არგუმენტი, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო მძიმეა და არჩევნებით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ჩემთვის არაა დამაჯერებელი. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც საბოლოო განჩენს ხალხი არ გამოუტანს. დღეს, მართლაც, ყველაზე საჭირო მოწოდება საქართველოსთვის არის "დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად!"
02/04/2026
ბაქარ შირაძე - "მოხარული ვარ, რომ კორტანეთის რკინიგზის პლატფორმის რეაბილიტაციის თემის წამოწევას შედეგი მოყვა"
კორტანეთელებთან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად შეხვედრის შემდეგ, სადაც მათ რკინიგზის პლატფორმის მძიმე მდგომარეობაზე გავამახვილეთ ყურადღება, წერილობით მივმართეთ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს.
ამ პლატფორმით სარგებლობა რეალურად ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავდა. რკინიგზის დეპარტამენტმა გაითვალისწინა
ეს მდგომარეობა და ამჟამად უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მისი რეაბილიტაციისთვის. ცოტა ხანში კორტანეთელებს ახალი, უსაფრთხო და ვიზუალურად თანამედროვეობის შესაბამისი პლატფორმა ექნებათ.
02/02/2026
ბაქარ შირაძე, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი:
● არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ მუნიციპალიტეტში, რომელიც თითქმის მთლიანად საკურორტო ზონაა, წყალმომარაგებაში სერიოზული პრობლემებია. დაუჯერებელია, რომ ბორჯომი, რომელიც წყალთან ასოცირდება, უწყლოდ იყოს ან უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყლით მარაგდებოდეს
● წაღვერში, ცნობილ კურორტზე, წვიმაში ტალახიანი წყალი მოდის
● იგივე პრობლემაა სოფელ ყვიბისში, სადაც ასევე ბევრი დამსვენებელია
● სადგერი გრაფიკით იღებს წყალს და ეს გრაფიკიც ხშირად ირღვევა
● არანაკლებ რთული მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც
ვაპირებ საკრებულოს სხდომაზე დავაყენო წყალმომარაგების მოწესრიგების საკითხი და ცენტრალურ ხელისუფლებასაც მოვთხოვო მიიღოს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად - ბაქარ შირაძე.
03/12/2025
"მინდა, ჩემებს ბოდიში ვუთხრა! მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ. ირაკლი კუპრაძეს მივმართავ: ბოდიში - თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში" — ალეკო ელისაშვილი
03/12/2025
"ქართული ოცნების" მხრიდან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის საქმეზე, "ძლიერი საქართველო - ლელო", ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის - OPCW-ის ჩართვას ითხოვს.
BBC საგამოძიებო ფილმში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, ადასტურებს რომ სახეზეა, კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მთავრობის მხრიდან სავარაუდოდ კონვენციის დარღვევა. სწორედ ამიტომ "ძლიერი საქართველო - ლელო" უკვე აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან, რათა მივმართოთ საგანგებო მოთხოვნით OPCW-ი (Organisation for the Prohibition of Chemical Weapons - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია) გენერალურ მდივანს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაიწყოს მოკვლევა საქართველოში, ნამდვილად გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ მიტინგის დასაშლელად, საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერება.
"ძლიერი საქართველო - ლელო" აქტიურად იწყებს მუშაობა პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან და წარმომადგენლობებთან, რომ პროცესში ჩართვის მოთხოვნით, მათმა მთავრობებმაც მიმართონ OPCW-ი (Organisation for the Prohibition of Chemical Weapons - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
"ძლიერმა საქართველო - ლელომ" ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 1 წლის წინ მიმართა მოთხოვნით გაესაჯაროვებინათ ნივთიერება, რომელიც შედიოდა აქციების დარბევების დროს გამოყენებულ ცრემლსადენ გაზში, რათა მედიკოსების მხრიდან მომხდარიყო დაზარალებულთა ადეკვატური მკურნალობა. ჯანდაცვის სამინისტრომ ნივთიერების დასახელებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ დაზარალებულთა მკურნალობა შესაბამისი პროტოკოლით მიმდინარეობს." — ვატო სურგულაძე
03/12/2025
საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე რამდენიმე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერებისა და პარტია “მოქალაქეების” მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის პარტია “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ. ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას - “მოქალაქეებს“, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE - ს წევრი.
რაც შეეხება კოალიციას, ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და ამის შესახებ არაერთხელ განგვიცხადებია. ამ კოალიციურ პარტნიორობას “ძლიერი საქართველო-ლელო” და პარტია “მოქალაქეები” დღემდე ვაგრძელებთ.
ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით “ძლიერ საქართველო-ლელოს” ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, ,,ქართული ოცნება” ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას,
მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და “ძლიერი საქართველო-ლელოსთან” და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას.
ამავდროულად, ჩვენ და ქართული საზოგადოება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ველით, რომ ის გაემიჯნოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებს, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც უკვე შეფასდა “ტერორისტულ აქტად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”, ასევე ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში “არაბული ანკლავების”შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის და ყველა სხვა კანონდარღვევას, რომელსაც “ოცნების” რეჟიმი ჩადის.
03/12/2025
https://www.facebook.com/share/p/17ic8cLAuL/?mibextid=wwXIfr

29/11/2025
https://www.facebook.com/share/p/1JXkHX1XwH/?mibextid=wwXIfr
ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია.
ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი