30/05/2026
👌 ბარაქიანი და დალოცვილი აწყურის მიწა.
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის Tamara Barbakadze - ს.
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აწყური • Atskuri, Landmark & historical place, აწყური • Atskuri, Akhaltsikhe.
30/05/2026
👌 ბარაქიანი და დალოცვილი აწყურის მიწა.
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის Tamara Barbakadze - ს.
29/05/2026
💨 ნისლი ფიქრია მთებისა
#აწყური
📷დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის Dato Teo-ს.
28/05/2026
🔶 ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ჩვენი ლამაზი და მდიდარი სოფლის უცნობი ისტორიების ძიებაა. ყოველთვის საინტერესოა, სხვადასხვა დროში რას წერდნენ აწყურზე იმ დროის თანამედროვეები. ამჯერად ერთ საინტერესო საგაზეთო სტატიას მივაგენი, რომელიც გაზეთ „კომუნისტში“ 1945 წლის 26 აგვისტოს გამოქვეყნდა და აწყურში გაკეთებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეხება.
🔶 ომი ახალი დამთავრებულია და ქვეყანა იარებს იშუშებს. იმ დროისთვის ასეთ მნიშვნელოვან გაზეთში ჩვენი სოფლის ცხოვრების შესახებ დაწერა კი ნამდვილად დიდი ამბავი უნდა ყოფილიყო. სტატიას „მტკვრის ხეობაში“ ჰქვია და მას წარმატებული ქართველი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი გიორგი ნიორაძე აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ სტატიიდან:
🗓️ „მტკვრის ხეობის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიის ულამაზესი კუთხეა. ბუნება მდიდარია, ჰავა ჯანსაღი და სასიამოვნო, წყლები — იშვიათი. ზოგმა მათგანმა, მაგალითად, ბორჯომის წყალმა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამიტომ იყო, რომ ეს ხეობა, როგორც საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი, უძველესი დროიდან იზიდავდა ადამიანს.
🗓️ ამ ბოლო დროს მტკვრის ხეობაში ბევრი რამ გაკეთდა, მრავალ ადგილას გაშლილია გრანდიოზული მშენებლობა: ვეღარ იცნობ ამ კუთხეს. ძალზედ გამოცვლილა, გამშვენიერებულა.
🗓️ მტკვრის ხეობაში პირველად აწყურს მივადექი. ამ მდიდარსა და ლამაზ სოფელში ბევრია ზესტაფონის რაიონიდან ახლად დასახლებული. ყველანი კარგად მოწყობილან. სახლ-კარი გამართული აქვთ, საკარმიდამო ფართობი ბევრი მიუზომიათ, მიუციათ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მიწის დასამუშავებელი ინვენტარი, ყველაფერი, რაც აუცილებელია კარგად მოწყობილი ოჯახისთვის. აქვთ სამკითხველო, ამდიდრებენ ბიბლიოთეკას ახლად შეძენილი ქართული ლიტერატურით. კლუბის შენობაც გაუფართოებიათ და ლამაზად მოუწყვიათ.
🗓️ ახლად დასახლებულთა შორის არიან თიხის ჭურჭლის კეთებით სახელგანთქმული შროშელები. კერამიკის კეთება სოფელ შროშიდან მათ აწყურშიც გადაუტანიათ და მტკვრის ხეობაში გაუვრცელებიათ.
🗓️ აწყურში მომიხდა ლექციის წაკითხვა თემაზე „მტკვრის ხეობის სიძველეები“. ამ თემამ დამსწრეები ძალიან დააინტერესა. მართლაც, ფრიად საინტერესოა მტკვრის ხეობა ისტორიულ-არქეოლოგიური თვალსაზრისით. აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ქართველები და, თუ ამ უკანასკნელ ხანებამდე მტკვრის ხეობაში მეტად მცირერიცხოვან ქართველ მოსახლეობას შეხვდებოდით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს მხარე შორეულ წარსულში არაერთხელ ყოფილა მტრის მიერ მთლიანად აოხრებული და განადგურებული.“
🔶 ამ სტატიის ერთი გამორჩეული ნაწილი ეხება ბაღების ღელეს და ის ცალკე სოფლად არის მოხსენიებული:
🗓️ „სლესის ციხიდან სამი კილომეტრის დაცილებით, ახალციხის მიმართულებით, არის სოფელი ბაღების-ღელე. ამ სოფელში არქეოლოგებს უპოვნიათ ღვინის ჭურები და ქვისგან გაკეთებული საწნახელები.
🗓️ აღსანიშნავია აღმოჩენები თვით აწყურში, აქ ნაპოვნია სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ნივთები (იხილეთ ფოტოზე). ეტყობა, რომ აწყური უძველეს დროს მტკვრის ხეობაში ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა.“
#აწყური
27/05/2026
👌 რა ლამაზი კადრია - ვაზი და აწყურის ტაძარი.
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის ირმა გაჩეჩილაძე - ს.
26/05/2026
🌿 მწვანეში ჩაფლული
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის Shorena Balaxadze-ს.
26/05/2026
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
#აწყური
25/05/2026
🌿 ჩვენი ულამაზესი სოფელი და დიდებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის ციცი თოთაძე-ს.
Გაგვიზიარეთ აწყურჲს მაისის თვეში გადაღებული კადრები:
24/05/2026
📎 რა ლამაზია ეს დალოცვილი!
#აწყური
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის ვაჟა მარტინენკო-ს.
23/05/2026
✅ დაახასიათე აწყურის ციხესიმაგრე მხოლოდ ერთი სიტყვით.
📷 დიდი მადლობა ფოტოს გაზიარებისთვის: Giorgi Chubinidze - ს.
22/05/2026
✅ დიდებული წრიოხი აწყურს ამშვენებს
#აწყური #წრიოხი #წრიოხისციხე