20/05/2026
#სკოლისთვითმმართველობა
🎓 გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ჩვენო კურსდამთავრებულებო!
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის სახელით, მთელი გულით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!
თქვენ დაასრულეთ ერთი დიდი და ფერადი ეტაპი, რომელმაც ჩვენი სკოლის ისტორია შექმნა.
✨
თქვენი გზა ახლა იწყება! გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის თავის ადგილს და ასახელებს მშობლიურ სკოლას.
წარმატებები დიდ ცხოვრებაში! 🌟
პატივისცემით,
ახალციხის N5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
სსიპ ქალაქ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა
🎓 გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ჩვენო კურსდამთავრებულებო!
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის თვითმმართველობის სახელით, მთელი გულით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს!
თქვენ დაასრულეთ ერთი დიდი და ფერადი ეტაპი, რომელმაც ჩვენი სკოლის ისტორია შექმნა.
✨
თქვენი გზა ახლა იწყება! გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის თავის ადგილს და ასახელებს მშობლიურ სკოლას.
წარმატებები დიდ ცხოვრებაში! 🌟
პატივისცემით,
ახალციხის N5 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
20/05/2026
Inga Kachkachashvili
Marina Mchedlidze
❤️🎓ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
❤️🎓ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ახლა იწყება
❤️🎓მადლობა თითოეულ მასწავლებელს შრომის, მხარდაჭერის და ცოდნის გაზიარებისთვის.
❤️🎓გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ მომავალს, მიზნების ასრულებას და ოცნებების ახდენას.დაე, ცხოვრების ახალი ეტაპი სავსე იყოს გამარჯვებებით, სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით.
🚀წინ დიდი გზა და ბევრი შესაძლებლობა გელოდებათ — ირწმუნეთ საკუთარი თავის და არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება ✨❤️
18/05/2026
Inga Kachkachashvili
Marina Mchedlidze
#გამარჯვებული
🌍✈️სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეს
ნინო გიქოშვილს ვულოცავთ FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში გამარჯვებას, რომლის ფარგლებშიც ნინო მომავალ აკადემიურ წელს აშშ-ში, სრული დაფინანსებით ისწავლის.
🚀🎯იგი შეირჩა ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგებოდა ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში.
კონკურსი კომპლექსური იყო და განისაზღვრებოდა ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
🌍✈️სსიპ FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მას მხარს უჭერს განათლებისა,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
🎊👏სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გამარჯვებას ულოცავს ნინო გიქოშვილს და კვლავ უამრავ წარმატებას უსურვებს მომავალშიც.
(ინფორმაცია ქვეყნდება მშობლის თანხმობით)