03/06/2026
🏅 ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საბა სამსონიძე დაესწრნენ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველად იმართება, ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია. ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში ტარდება და მასში საქართველოს 12 რეგიონის 14-17 წლის ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ფესტივალზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში 90 სპორტსმენი წარმოადგენს.
01/06/2026
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარებისთვის მოეწყო გასართობი და სპორტული სივრცეები.
გაიმართა საბავშვო კონცერტი, დრამერების შოუ, ზღაპრის გმირების წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, შემოქმედებითი ვორქშოფები და ნორჩი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. პატარებს საჩუქრები და არაერთი სიურპრიზი დახვდათ.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე, ამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
28/05/2026
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საბა კბილაშვილსა და მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ ხელმძღვანელმა თამარ ჩიბურდანიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ და სტუდენტმა ნინი ზენაშვილმა კონკურსში გამარჯვებული პროექტი „სამი თაობა“ გააცნეს.
პროექტი საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს — თაობათაშორის ურთიერთობებს ეხება.
სტუდენტ ნინი ზენაშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ახალციხეში ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, სადაც სამი თაობის წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა თემაზე დისკუსიები გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნინი ზენაშვილი თბილისში უკვე დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო პროექტის ავტორი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, თაობებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საზოგადოების გაერთიანებას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროექტის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
26/05/2026
🇬🇪 ქალაქ ახალციხეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები.
ღონისძიების სტუმრებს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის დათვალიერების და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პორველი მოადგილე დავით ტაბატაძე და საკრებულოს დეპუტატები.
26/05/2026
#ეს დღე ჩვენია.
🇬🇪🇬🇪 ახალციხეში 26 მაისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.