20/04/2023
📍29 აპრილი-ახმეტა,ახმეტის ინოვაციების ცენტრი; დაწყების დრო: 11:00 საათი
📣 ევროკავშირის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ფარგლებში 24-29 აპრილს ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული გაიმართება.
🟥 ახალგაზრდული ტექნოლოგიური კვირეული იმართება პროფესიული უნარების კვირეულის (Skills Week Georgia) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებას. აღნიშნული კვირეული რეგიონალური მასშტაბით იმართება შემდეგ ლოკაციებზე:
📍 24 აპრილი-გურჯაანი, გურჯაანის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი
📍 24 აპრილი- თელავი, თელავის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 11:30 საათი
📍 25 აპრილი-კასპი,კასპის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
📍 27 აპრილი-ოზურგეთი, ოზურგეთის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
📍 27 აპრილი-ზუგდიდი, ზუგდიდის ტექნოპარკი; დაწყების დრო:13:00 საათი;
📍 28 აპრილი-ქუთაისი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი; დაწყების დრო: 13:30 საათი;
📍 29 აპრილი-ბათუმი, ბათუმის ტექნოპარკი; დაწყების დრო: 12:00 საათი;
📍29 აპრილი-ახმეტა,ახმეტის ინოვაციების ცენტრი; დაწყების დრო: 11:00 საათი
კვირეულის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, როგორიცაა:
▶ ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიების დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადსხვა ტექნოლოგიური მიმართულების კომპანია და ბენეფიციარებს, დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ თავიანთ სერვისებს, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლო პროგრამებს;
▶ შეხვედრა ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სფეროს წარმომადგენლებთან-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას,ესაუბრებიან ტექნოლოგური და ინოვაციური პროფესიების არსებული შესაძლებლობების შესახებ;
▶ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს წარმატებული კურსდამთავრებული მონაწილეების მიერ პროექტების პრეზენტაცია და გამოცდილების გაზიარება;
▶ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”-ს კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოება.
🤝 „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park, ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.
👉 პროექტი უკვე მე-3 წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია რეგიონის 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები კლუბში ჩართული სკოლის მოსწავლეებისთვის

10/04/2023
10/04/2023
08/04/2023
07/04/2023