#დედამიწისდღე🌍♻️💚
მე 4 ბ კლასი
ხელოვნების მასწავლებელი ნათელა წომიკურიძე
ქალაქ ახმეტის # 2 საჯარო სკოლა
სკოლა ჩვენი მეორე სახლია 💜
22/04/2026
#დედამიწისდღე
ქალაქ ახმეტის N2 საჯარო სკოლაში
🌍 დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მასზე ზრუნვა ყველას მოვალეობაა. სწორედ ამ იდეით, სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა.
🌿 მოსწავლეებმა შექმნეს კრეატიული პოსტერები და ნახატები, რომლებშიც გადმოსცეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები.
პედაგოგები :
მარეხი ერთგულაშვილი
ჟანა ხაჭაპურიძე
22/04/2026
„წყალქვეშა სამყარო“ 🌊🐟🐠🐡🍤🐙🦀🐬🐳
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, აინტერესო სასწავლო-შემოქმედებითი ინტეგრირებული პროექტი განახორციელეს ბუნების და ხელოვნების გაკვეთილზე. ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს დიორამები, რომლებშიც ოკეანის ეკოსისტემა და მისი მრავალფეროვანი ბინადრები გააცოცხლეს.
პედაგოგები:
მზია ფიცხელაური
ნათელა წომიკურუძე
20/04/2026
🥗 ჯანსაღი კვება — ჩვენი არჩევანია!
✅ მე- 6️⃣ ა კლასში „ჯანსაღი კვების“ გაკვეთილის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა 📌
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით მომზადებული კერძები და პრეზენტაციებით დაასაბუთეს მათი სარგებლიანობა.
✨ ეს აქტივობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება:
✅1. ცნობიერების ამაღლება: მოსწავლეებმა გაითავისეს ჯანსაღი და მავნე პროდუქტების განსხვავება. 🍎🚫🍔
✅2. პრაქტიკული უნარების განვითარება: ბავშვებმა ისწავლეს კერძების მომზადება ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. 🧼👩🍳
✅3. ანალიტიკური აზროვნება: პრეზენტაციებისას მათ მოუწიათ არგუმენტირებული მსჯელობა პროდუქტების კვებით ღირებულებებზე. 📊🧠
👥 ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს ერთმანეთის ნამუშევრები და შეაფასეს, რამდენად შეესაბამებოდა ისინი ჯანსაღი კვების კრიტერიუმებს 🥑
მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეხმარება ბავშვებს სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში 🥦
🎯 მიზანი: თეორიული ცოდნის ტრანსფორმაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ უნარებად.
👩🏫 პედაგოგი: ჟანა ხაჭაპურიძე
17/04/2026
1️⃣6️⃣აპრილს გამართულ რაიონულ შეჯიბრზე — „თავისუფლების თამაშები 2026“, ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, საბა ივანიაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და საპატიო II ადგილი დაიკავა.
🎉ვულოცავთ საბას ამ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ სპორტულ ასპარეზზე! 🏆🥈👏
16/04/2026
📌წარმოგიდგენთ 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ვიქტორინაში გამარჯვებულ გუნდებს:
✅მე 5ბ კლასი.გუნდი “მებრძოლები”👏🥇
✅მე 6 ბ კლასი. გუნდი“ცოდნის სხივები”👏🥇
16/04/2026
📌წარმოგიდგენთ 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში - „საზედაო ასოების კალიგრაფია“ -გამარჯვებულებსა და მათ ნამუშევრებს.✍️📝
✅მე 6 ბ კლასის მოსწავლე- ანასტასია კაიშაური .
✅მე 6 ა კლასის მოსწავლე- ელენე გიგაშვილი.
1️⃣4️⃣ აპრილი დედაენის დღეა!
ქალაქ ახმეტის მე-2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა 📌
მე-5-6 კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ქართული ენის ღირებულებების და მისი მნიშვნელობის შესახებ 🌐
პრეზენტაციას უძღვებოდა მე-8 ა კლასის მოსწავლე მარიამ მაისურაძე 💫
ამავე კლასებმა მონაწილეობა მიიღეს, საზედაო ასოების ,როგორც მხედრული ასევე ნუსხური, კალიგრაფიული შესრულების კონკურსში ✏️🎨
კონკურსის შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით:
🔖ხელწერის სიზუსტე
🔖გაფორმება
🔖შემოქმედებითობა
🔖სისუფთავე
ჩატარდა ასევე ვიქტორინა , რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი Nino Bugatrishvili
ღონისძიება დასრულდა აქტივობით ”შემოქმედებითი სახელოსნო” . სადაც მე-7-8-9 კლასის მოსწავლეებმა მეორადი ნივთებისგან დაამზადეს წიგნის სანიშნეები ♻️ 📚📌
კალიგრაფიის კონკურსის და ვიქტორინის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით 📋
ქართული ენა აერთიანებს თაობებს და ინარჩუნებს ერის თვითმყოფადობას.
4️⃣8️⃣ წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს მოსახლეობამ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიცვა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საზოგადოების ერთიანობის ძალა ❤️
🌟 სასკოლო გარემო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ენისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.
ქართული ენა მხოლოდ საგანი არ არის, ის აზროვნების, კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველია.
გილოცავთ დედაენის დღეს! ❤️
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Akhmeta
Opening Hours
| Monday | 08:30 - 17:00 |
| Thursday | 08:30 - 17:00 |
