05/06/2026
🌿 გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კასრისწყალის საჯარო სკოლა - ს ესტუმრნენ.
🟢 შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს წარედგინათ პრეზენტაცია თუშეთის დაცული ლანდშაფტის შესახებ, სადაც საუბარი შეეხო ადმინისტრაციის საქმიანობას, დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თუშეთის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. მოსწავლეები გაეცნენ დაცული ლანდშაფტის ძირითად ღირებულებებს, მის როლს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, ასევე გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბეჭდური საინფორმაციო მასალები.
📚🌿 გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ბუნების დაცვის საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
#გარემოსდაცვისსაერთაშორისოდღე
#ეკოგანათლება
#ერთადვიზრუნოთგარემოზე
01/06/2026
🏔ზეზვაობა — თუშური სახალხო დღესასწაული
✅️ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო „ზეზვაობა 2026“-ში, რომელიც თუშეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაულია.
🤝 დღესასწაულმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები, წარმოაჩინა თუშეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და უნიკალური იდენტობა.
🐎 🎶 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული დოღი, დალაობა, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული აქტივობები და სხვა საზეიმო ღონისძიებები, რომლებმაც თუშური წეს-ჩვეულებებისა და კულტურის განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
🟢 თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მუდმივად უჭერს მხარს თუშური კულტურის, ტრადიციებისა და სახალხო დღესასწაულების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას და აქტიურად ერთვება იმ ღონისძიებებში, რომლებიც ხელს უწყობს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
#ზეზვაობა2026 #ზეზვაობა #თუშეთი #თუშეთისდაცულილანდშაფტი #კულტურულიმემკვიდრეობა #თუშურიტრადიციები #დოღი #დალაობა
26/05/2026
🚜🚜 აქტიურად გრძელდება #თუშეთის შიდა საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზებით, მიმდინარეობს პირიქითის ხეობის მიმართულებით გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება ზამთრის პერიოდში დაგროვილი ქვიშა-კლდოვანი ნაშალისა და ჩამოშლილი მასისგან.
აღსანიშნავია, რომ ზამთრის განმავლობაში მოსული დიდი თოვლისა და უხვი ნალექების გამო, გამოწვევები კვლავ რჩება ხეობის ცალკეულ მონაკვეთებზე. კერძოდ, სოფელ ჩიღოსთან მისასვლელი გზა მეწყრული პროცესების შედეგად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.
#თუშეთი #პირიქითისხეობა #საგზაოსამუშაოები
22/05/2026
✅️ 27 მაისს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.
📍 შეხვედრების განრიგი:
🕚 11:00 სთ. — ზემო ალვანი (ადმინისტრაციული შენობა)
🕐 13:00 სთ. — ქვემო ალვანი (კულტურის სახლი)
🕒 15:00 სთ. — ლალისყური (ადმინისტრაციული შენობა)
თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია.
გელოდებით შეხვედრებზე!
19/05/2026
🚜 ქუმელაურთა-ცოკალთას საავტომობილო გზის მეწყრულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა. აღნიშნულ ზონაში მეწყრული პროცესები ინტენსიურად ვითარდება, ამინდის გაუარესებისა და ნალექის შემთხვევაში, არსებობს გზის ხელახალი ჩაკეტვის რისკი.
გზის სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, აუცილებელია პროფილური უწყებების მიერ დაზიანებული ადგილის შესწავლა, გეოლოგიური კვლევის ჩატარება და საინჟინრო-გამაგრებითი სამუშაოების (გაბიონების ან სხვა დამცავი ნაგებობების მოწყობა) დაგეგმვა-განხორციელება.
#თუშეთი