23/08/2020
გრძელდება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტრა-2020" 22 აგვისტოს "არტელი-რაჭა"ს რეზიდენციის გალერეაში გაიხსნა ბარა გალოს(ჩეხეთი) და არმელ რენცის (საფრანგეთი) ნამუშევრების გამოფენა
In the recent past Ratcha, a picturesque mountain region in Georgia, faced the threat of being deserted. Recently, living conditions have improved in Ratcha.
context
The dramatic results of the destructive processes of the end of the 20th century in the Caucasus had a negative impact on Georgia and its mountain regions. The population, suffering from extreme poverty, moved to urban areas in order to survive. Positive changes, attention and effective efforts from government have returned hope to the population. Unfortunately, the Ratcha region is still
23/08/2020
გრძელდება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტრა-2020" 22 აგვისტოს "არტელი-რაჭა"ს რეზიდენციის გალერეაში გაიხსნა ბარა გალოს(ჩეხეთი) და არმელ რენცის (საფრანგეთი) ნამუშევრების გამოფენა
14/07/2020
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „არტრა-2020“, იხსნება 18 ივლისს 20:00 ელენე რაქვიაშვილის პერფომანსით და წიგნის პრეზენტაციით ამბროლაურში, (ღონისძიების მასპინძელია „კაფე ჟანგბადი“).
19 ივლისს კი სახვითი ხელოვნების მუზეუმში 19:00 იხსნება, შოთიკო აფციაურის გამოფენა - ვჭრით ხეებს, ვაშენებთ ეკლესიას“, ( მომზადებული „პროპაგანდა“ს მიერ)
ორი თვის განმავლობაში, ფესტივალი „არტრა-2020“ რაჭის მოსახლეობას და კუთხეში დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ ჩამოსულ სტუმრებს შეთავაზებს საინტერესო გამოფენებს, პრეზენტაციებს, წარმოდგენებს, კონცერტებს. ჩამოსულ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები, დისკუსიები, მასტერკლასები.
ფესტივალის პროგრამით გამართული ნებისმიერი ღონისძიება გაიმართება „კოვიდ 19“ ით გამოწვეული ახალი რეგულაციების და მოთხოვნების გათვალისწინებითა და ყველა წესების დაცვით
ფესტივალი „არტრა-2020“ ის ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია „არტელი-რაჭა“, რომელიც მდებარეობს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში და 15 წლის განმავლობაში ემსახურება თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და განვითარებას რაჭის რეგიონში.
ფესტივალის იმართება „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის პარტნიორებია:
ამბროლაური სახვითი ხელოვნების მუზეუმი“
„ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“
„პროპაგანდა“
„პრინტის საერთაშორისო ფესტივალი“
„კაფე ჟანგბადი“
ფესტივალის სლოგანია „ყველა ფერი ნათელია“
სამყაროში არსებული ყოველი ფერი, ყოველი პიგმენტი, ტონები და ნახევარტონები, მზის სინათლის სხივების გარდატეხით და სპექტრალური დაშლით მიიღება, სინათლე დროთა განმავლობაში აღწევს სიბნელის ყველაზე დაცულ კუთხეებშიც კი, იქაც სადაც ხელოვნურად შექმნილი ზღუდეებია.
აღქმის სიმძაფრე ყველა ფერს კონტრასტულს ხდის. ყველა ფერს მკაფიო და მკვეთრი პალიტრით ამრავალფეროვნებს.
თანამედროვე ხელოვნება მიმდინარე, თუ არსებულ მოვლენებს, სრულიად მოულოდნელი კუთხით და ფორმით გვანახებს. განსხვავებული აქცენტებით ახდენს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას საზოგადოებაშივე არსებული, დაგროვილი, მტკივნეულ, პოზიტიურ თუ ნეგატიური პრობლემატიკაზე, შემდეგ კი თვითგამოხატვის უნივერსალური ტექნიკური და ტრადიციული მეთოდებით როგორიცაა ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ბეჭდვა, ვიდეო, ინსტალაცია, ობიექტი, პერფომანსი, ციფრული მედიები, , ტექსტი. საუნდი, მრავლისმომცველს ხდის და ამრავალ ფერო ვნებს კულტურის სივრცეს. დღესაც ყველა ფერი აქტუალურია, . დღეს ყველა ფერი ახალი მნიშვნელობებით იტვირთება. ყველა ფერი თავისი განვითარების ახალ პროცესს გადის.
ხელოვნება კი ჩვენი სათქმელის სარკეა, როგორც ცხოვრებისა და სამყაროს ანარეკლის უტყუარი პლატფორმა. სადაც ყველა ფერი ნათელია.
01/09/2017
წელს „არტელი რაჭის“ რეზიდენციაში გაიხსნა ხეზე ჭრის ოსტატის ბიქტორ მეტონიძის სახელობის საზაფხულო სტუდია სახელოსნო. ჩვენი მეგობარი, თანამოაზრე, ნიჭიერი ხელოვანი და შემოქმედი ყოველთვის გვერდით გვედგა და თავისი გამოცდილებით დახმარებას გვიწევდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც რეზიდენციის მშენებლობაში ასევე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. მისმა გარდაცვალებამ ყოველ ჩვენთაგანს დიდი ტკივილი დაუტოვა.
სტუდია სახელოსნოს გახსნის იდეაც მას ეკუთვნოდა, და მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების ჩაბმას შემოქმედებით საქმიანობაში, მათთვის ხის მხატვრული დამუშავების ტრადიციულად მდიდარი გამოცდილების გადაცემას, თანამედროვე დიზაინის, ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით სწავლების ინდივიდუალური მეთოდების დანერგვას.
აგვისტოში თბილისიდან სპეციალურად მოწვეულმა დიზაინერმა მარიელ ცხვედიანმა სოფელ ჭყვიშის მოზარდებთან ახალ სტუდია სახელოსნოში ჩაატარა რამოდენიმე მასტერკლასი
ბავშვები ( გიორგი ხმელიძე, ნიკა ჩხუტიაშვილი, ნიკა ხმელიძე, დათო ჭეიშვილი, შოთა ჩხუტიაშვილი) ინტერესით ჩაებნენ მუშაობაში, გაეცნენ დიზაინის საფუძვლებს, დროის სიმცირის მიუხედავად სწრაფად აუღეს ალღო მათთვის მიცემულ დავალებებს, პირველადი პროფესიული უნარჩვევები, გარკვეული გამოცდილება მასალასთან მუშაობაში, მომავალში მათ დაეხმარება მხატვრული აზროვნებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში.
ფესტივალი „არტრა“ ს გახსნის დღეს მოეწყო სასწავლო სტუდიამ მოაწყო გამოფენა გაყიდვა. ბავშვების ნამუშევრების უმრავლესობა შეიძინეს რეზიდენციის სტუმრებმა, რაც მნიშნელოვანი მომენტია მათი შრომის წახალისებისა და სტიმულირებისათვის
„არტელი რაჭის“ სახელით მადლობას ვუხდით მარიელ ცხვედიანს ბავშვებთან ნაყოფიერი მუშაობისათვის.
მომავალ წელს ასევე დაგეგმილია სპეციალური კურსით სხვადასხვა საგნის პედაგოგების მოწვევა
31/08/2017
ART FESTIVAL "ARTRA-2017"
ARTELI -RATCHA residency
17-25 august
Azerbaijanian & Georgian artists workshop
Nargiz Aliyeva, Mamuka Tsetskhladze, Musaib Amirov, Lia Shvelidze,Makhmud Makhmudzade, Mariel Tskhvediani, Elene Tsetskhladze
30/08/2017
30/08/2017
19 აგვისტოს, "არტელი-რაჭა" მასპინძლობდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "არტრა 2017" ის პრეზენტაციას.
რეზიდენციის ტერიტორიაზე მოეწყო:
ფესტივალში მონაწილე მხატვრების გამოფენა,
პრინტის ფესტივალის "art in life" ნამუშევრების გამოფენა.
ქართველი და უცხოელი მხატვრების რეზიდენციაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
მოეწყო ბიქტორ მეტონიძის სახელობის ბავშვთა სახელოსნო სტუდიის პრეზენტაცია
გაიხსნა დაუდასტურებელი ფაქტების ინსტიტუტის (დაფკი) პრეზენტაცია-გამოფენა
რეზიდენციის ტერიტორიაზე მოეწყო სოფელ ჭყვიშის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა
თბილისიდან ჩამოსული სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ფესტივალში მონაწილე მხატვრებს,გაეცნენ "არტელი რაჭის" შექმნის ისტორიას.გაიმართა დიალოგი რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენელმა: ბატონმა გია ბერიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ფესტივალი "არტრა"ს როლსა და მნიშვნელობაზე, რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურების, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის და ხელშეწყობის მხრივ. კოტე ჯინჭარაძემ ისაუბრა ფესტივალის უახლოეს მიზნებსა და გეგმებზე
ფესტივალის სტუმრებს და მონაწილეებს შორის იყვნენ: ფოტოკონკურსი"ქოლგას დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა,მწერალი დათო ტურაშვილი, პოეტი გურამ გორდეზიანი. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლები: ირაკლი და დავით ხვადაგიანები
მხატვრები: ლია შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, მარიელ ცხვედიანი, ბესო კობახიძე, გია ქემოკლიძე, ზაურ გამყრელიძე.
ფესტივალი გაგრძელდება1 ოქტომბრამდე.
11/08/2017
19 აგვისტოს, 18 : 00 საათზე, რაჭაში, სოფელ ჭყვიშში, არტელი რაჭის რეზიდენციაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი არტრა 2017 “სხვა მომავალი” იხსნება.
“არტელი რაჭა” თორმეტი წელია ფუნქციონირებს და რეგიონში ერთადერთი სახელოვნებო რეზიდენციაა. რეზიდენციაში ყოველწლიურად კურატორებისა და ხელოვანების ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ტარდება ვორქშოფები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვა ღონისძიებები.
ფესტივალი “არტრა” მესამე წელია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები ქართველი და უცხოელი ხელოვანების გამოფენებს ეთმობა.
არტრა 2017 - “სხვა მომავალი” რეგიონის შესაძლებლობებისა და მომავლის გააზრების და წარმოდგენის მცდელობაა.
გახსნაზე, არტელი რაჭის ტერიტორიაზე რამდენიმე ღონისძიება იგეგმება:
ფესტივალის პროცესში ჩატარებული ვორქშოფების დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა;
სოფელში შეგროვებული ძველი ნივთების ბაზრობა;
რაჭის ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა;
პროექტი “შაორის კოლაიდერი”;
“დაუდასტურებელი ფაქტების ინსტიტუტი”-ს პრეზენტაცია.
წელს ფესტივალში მონაწილეობენ: მამუკა ცეცხლაძე; ბესო კობახიძე; რიტა ხაჩატურიანი; ლია შველიძე; ლუკა ცეცხლაძე; იენს რაუში; ჩინგიზ ბაბაევი; ელნურ ბაბაევი; ელენე რაქვიაშვილი; მაკა ბატიაშვილი; მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე; გიო ჯინჭარაძე; ანა ძიაპშიპა; კონსტანტინე ვაცეიშვილი; ედიშერ ყიფიანი; ირინა პოპიაშვილი; ნიკა ქუთათელაძე; ტასა ახვლედიანი; სალომე ჯოხაძე; გიორგი გელაძე; გიორგი ვარდაიშვილი; სალომე ჩიგილაშვილი; ლიკა მამაცაშვილი; ქეთი ტრაპაიძე; პატრიცია ჯონი; კოტე ჯინჭარაძე; თუთუ კილაძე; ნარგიზ ალიევა; მაჰმუდ მაჰმუდოვი; მუსაბ ამიროვი; აისელ ამიროვა.