ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality

ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality, Library, მერაბ კოსტავას 21, Ambrolauri.

22/05/2026

#იმეგობრეწიგნთან📚

“მწიგნობარი 2026”

👥ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში და სწორი კვება არ არის. ჩვენს გონებასაც სჭირდება საზრდო. ექიმები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ წიგნი მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

📖ახალგაზრდების მენტალური და ემოციური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გასაღები წიგნთან მეგობრობაა.

🧠დაუთმე დღეში თუნდაც 15 წუთი კითხვას. შენი გონება ამისთვის მადლობას გადაგიხდის.

17/05/2026

მოგესალმებით!

📚შეგახსენებთ, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის “მწიგნობარი 2026” ჩატარების ზუსტ თარიღს

📝🍂23-24-25 ოქტომბერი

📋ასევე, კომენტარებში გიტოვებთ “მთიელი წიგნების” სასურველი წიგნის ფორმას, რომელიც უნდა შეავსოთ 30 სექტემბრამდე.

💌საუკეთესო სურვილებით,

ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality

10/05/2026

ზეინაბ მეტრეველი

• „მე რომ მიყვარდი...“
• „იაფეტი“
• „გუშინ, მთელი დღე ვმზითავდი მერცხალს



* * *
მე რომ მიყვარდი...
სიყვარული სად იყო მაშინ...
ადამიანებს ჯერ არც ჰქონდათ ლოცვის უნარი,
ნისლის დროშები ფრიალებდნენ მირკანის ქარში,
მთვარის ხელებში ითლებოდა მზის საბუდარი...
მე რომ მიყვარდი...
ფრთებს სად ჰქონდა ატანის ძალა,
ალუბლის ზემოთ ვინ შესძლებდა დაკარგვას სივრცის,
ან სიო როგორ შეგკადრებდა ჩაკოცვნას ძალად,
ან სიკვდილს როგორ შეიგრძნობდი ჩურჩულში მიწის...
მე რომ მიყვარდი...
ჯერ ნილოსიც საშოში იჯდა,
აღმოუჩენელ სიზმრებიდან ცხადში გადაღვრით,
არ არსებობდა ზეცისა და ხმელეთის მიჯნა
და არც ლერწამი ლერწამისკენ ოდნავ გადახრით...
მე რომ მიყვარდი...
ქართლის მინდვრებს არც ეცვათ ჩითი,
ნოსტეს ყანაში რა უნდოდათ იმედის გნოლებს,
არ მოეხაზა ჯერ შუმერებს ანბანი თითით,
ალერსაც კი არ აკადრებდნენ ჯერ ქმრები ცოლებს...
მე რომ მიყვარდი...
სიყვარული ჯერ არ სცოდავდა,
თეთრად შემკრთალი ალუჩები აპრილს მოსავდნენ,
ეს მერე მოხდა, სიყვარული უცებ მოხვავდა
და ყველაფერი გაფერმკრთალდა შენს აქ მოსვლამდე...
მე რომ მიყვარდი...
ღმერთო ჩემო, მე რომ მიყვარდი...
მაშინ ვის ჰქონდა საგულესთან თეთრი ნაისრი,
ან იქნებ სულაც არც შენ იყავ, არც მე ვიყავი,
და სიყვარული არსებობდა მხოლოდ თავისთვის...



იაფეტი

როს, წყალდიდობის ჩაცხრა სიაფთრე
და გამოიქცა შუქი ბინდიდან,
წამოიმართა ფეხზე იაფეტ ,
შეხედა ნოეს და თქვა,,მივდივარ!,,
სახეზე აჩნდა ფერი სიმშვიდის
და ჰგავდა დროსთან მებრძოლ მოჰიკანს,
თქვა: ‘დაუთესავს უფალს ღვთისჯიში
და ახლა დროზე უნდა მოვიმკა’.
სხეული უფლის გამონაცვალი,
გალიცლიცოდა სულეთის არსით
და ხელისგულზე სამი მარცვალი
უთრთოდა, როგორც სიცოცხლის ხაზი.
ის რომ მოვიდა,მე ვზელდი თიხას,
ზურგზე ხორბლისფერ ნაწნავის სახრით,
წამომაყენა და ჩუმად მითხრა:
,,შენა ხარ ჩემი ფუძე და სახლი”,
და რადგან გვქონდა ჭერი და ბანი,
თავი ისე ვერ ავაწევინეთ,
თიხის ფილებზე ნაწერ ანბანით,
ღმერთსაც ყოველდღე ვწერდით წერილებს.
მერე წავიდნენ გზები თავისით,
ვხნავდით, ვთესავდით, ვრწყავდით,ვიმკიდით,
ისე გავლაღდით, გვერდით დავისვით,
მწდედ და თამადად თავად სიკვდილი.
მერე ავივსეთ ფოთოლ-ღეროთი,
საგულუბრყვილოდ და საალალედ,
მზის ნადიმებზე ,,ლილეს,,ვმღეროდით,
მთვარის ნადიმზე -,,ჰარიჰარალეს”,
დრო არ გვქონია ზურგით სათრევი,
ძვლები გავთალეთ ხმლად და სახნისად,
პირველად ღვინით როცა დავთვერით,
მერე სულ ომმა გამოგვაფხიზლა.
თავად ვიყავით გზათა გამგნები,
არ გვიძებნია სხვათა წყალობა,
ხელზე გვეკიდა ვაზის ჯაგნები,
ფეხზე გვეკიდა წარმავალობა.
გულიც გვქონდა და ხმალიც გვიჭრიდა,
არ ვპატიობდით დროს წელში მოხრას,
ვიდრე არ იქცა ნოეს ბიჭიდან
მამად ტაოხთა, ქართა და კოლხთა.
და ახლა, როცა შევრჩი ყიამეთს
და ღვარცოფს მიაქვს, თუ რამ ვიშრომე,
ქართველ ბიჭებში ვეძებ იაფეტს,
ქართველ გოგოში - დედაღვთიშობელს.



***
გუშინ, მთელი დღე ვმზითავდი მერცხალს
და სულის მოთქმა არვინ მაცალა,
მზერა მოვავლე და..უცებ შემრცხვა,
გასატანები მქონდა არცარა..
არ უკადრია კვნესა-ჩივილი,
თავად ხედავდა თვალთა ფსკერიდან,
დედის მუცელში მკვდარი ჩვილივით,
თოკზე ოცი წლის კაბა მეკიდა..
რას გავატანდი, ვკბეჩდი უნდილ დროს
და ვერ გავცვეთდი ჩითებს ხავერდად,
მანაც იცოდა ყველა უმზითვო
სადედოფლოც კი მხევლად დაბერდა.
მითხრა: ,,გიტოვებ მზიან ამინდებს
და სულზე სევდას ნუღა მიფინავ,
როგორც არ უნდა მაღლა გავფრინდე,
ღმერთზე ზევით ხომ ცაც არ მიფრინავს”.
ბედზე აუგი მაინც არ ითქმის,
თუ შეგიძლია მერცხალს გაენდო,
თუ მარაოდან მზირალ ქალისთვის,
შვიდი იანვრის თოვლიც ხავერდობს..
,,დღე აღარ იყო ხელშემავლები,
ცრემლს არ მოესწრო თვალში ფეხმორთხმა,
კვლავ მზეს მისდევდნენ ჩრდილის მამლები,
ცის ტუჩები რომ ამოეკორტნათ..
და დამარხავდა მწუხრი, ვიდრე მზეს,
შემოუფრინა ეზოს სიმარდით
და ოთხივკუთხივ სახლის კედლებზე,
ამომიკაწრა ჯვრები ნისკარტით..
გაფრინდა..გულთან სევდა შემკვრივდა
და გამახსენდა მრუდეგზებიანს,
რომ კარებღია გალიებიდან
გაფრენილები არ ბრუნდებიან..
მერე ჩემს გულზე ძლივსღა მორგებულ,
დავწექ იმედის ღამისპერანგა
და ჩემს ცოდვებთან ომებმოგებულს,
გულზე ხელების ხმლები მელაგა.

09/05/2026

საშა გველესიანი

• „ცოტაც კიდევ და მამაჩემზე მეტის ვიქნები...“
• „სამი დღე“,
• „ბუდე“


* * *
ცოტაც კიდევ და მამაჩემზე
მეტის ვიქნები.
განა წიფელი, დრო ამოდის
მამის ტანიდან
და ახლაც ერთ დღეს მერევიან
ცრემლის ჭინკები
— წითელ პარასკევს (მამაჩემი
როცა გავიდა)
და მეშინია, ჟამმა ისე
გამამღიერა,
ნაწვიმ-ნათოვი საფლავის ქვაც
უკვე თირია,
რომ მამაჩემი, მამაჩემზე
მეტად ხნიერმა,
ისე ვიტირო, მამები რომ შვილებს
ტირიან.



სამი დღე

დღეს, ყველაფერი ჩუმადაა...
თითქოს გმინავდეს
თვით მარიამი, იმ სამი დღის
ტკივილით სავსე
პარასკევიდან — ტიროდა
თუ წვიმდა კვირამდე.
დღეებმა წვენი (სთვლისა იყო )
უგონოდ მასვეს...
ფოთოლმცივანა ღამის გზებზე
ქარი აკმევდა
ქვევრების სუნთქვას, ურმეულიც
სისხამ დაძრულა,
ხატის ეზოში, მშვიდი ძილით
სავსე აკვნებთან,
დგას ტაძარი და ჩუმადაა,
ოღონდ — ტაძრულად...
უბრალოდ ჯვარცმულ ნეკერჩხალზე,
სისხლისფერ ფოთოლს
აწვიმს და სწყდება. დაზაფრული
ვდგავარ საწყალი
შუბის მკვრელივით (წელს, დათვლილი
ცოდვისას მოთოვს...)
და თითქოს ჯვრიდან მეღვრებოდეს
სისხლი და წყალი...
უკუღმა ითვლის, არ დარჩება
სიტყვის ნასახი,
თავდაღმა ბრუნვით ქარმა
სული ამიქოთქოთა,
თითქოს ბარაბა ამერჩიოს,
ნაცნობი სახით,
რომ ჰგავს ყოველი შემოდგომა
მაინც, გოლგოთას.
დღეს, დავიღალე, გადავწყვიტე
— უნდა დავბერდე,
ხეც უნდა იდგეს და შვილივით
ფოთლებს სწირავდეს,
ვით უცხადესი მარიამი, ტკივილს,
სამკერდეს,
პარასკევიდან — ტიროდა თუ წვიმდა
— კვირამდე...


ბუდე

ღამეებს ვუძლებ, ცივს
და მათოვარს,
შორია გზა და ცელივით
მრუდე
..და მზიდან მზემდე, ისე
მარტო ვარ,
როგორც ზამთარში
მერცხლების ბუდე.
უარაფრობას ვეჩვევი ისე,
კაცს რომ სახლი აქვს
და უსახლოა,
ახლოს ვერავის ვერ
შევეთვისე,
შენი სიშორე უფრო
ახლოა.
მხრებში ვიწროდ მაქვს
ძველი უბნები
და ვერ ვისწავლი ნერვები
ვზოგო,
აქ, ყველა ,,არა" — ,,ჰოს"
მეუბნება...
მოვკვდებოდი და არ ვიცი
— როგორ.
ნელნელა ვსუნთქავ, ჰაერს
გინახავ,
ვინახავ სურათს (წამის
ნუგეში)
და ისე მარტო ვჯდები
ინახად,
როგორც ზამთარი, მერცხლის
ბუდეში.

"მთიელი წიგნები" ლიტერატურულ კონკურს ,,მწიგნობარი 2026"-ს მონაწილეთათვის 08/05/2026

📚მოგესალმებით!

გაცნობებთ რომ დღეის მონაცემებით,
ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში “მწიგნობარი 2026” დარეგისტრირებულია 1️⃣9️⃣5️⃣ მონაწილე.

როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია,

📔კონკურსში მონაწილეთათვის მთიელი წიგნებისგან გათვალისწინებული იქნება ინდივიდუალური საჩუქარი, რომელიც გადმოგეცემათ კონკურსის მიმდინარეობისას.

☑️გთხოვთ,მხოლოდ კონკურსის მონაწილეებს, შეავსოთ სასურველი წიგნის ფორმა 30 სექტემბრამდე‼️

"მთიელი წიგნები" ლიტერატურულ კონკურს ,,მწიგნობარი 2026"-ს მონაწილეთათვის "მთიელი წიგნების" საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველა მოზარდისთვის, ვისაც კითხ.....

07/05/2026

📖“ქართული პოეზიის დღე” ტიციან ტაბიძისა და ცისფერყანწელების ინიციატივით 1920 წლის 7 მაისს დაფუძნდა.

“როცა სიტყვა პოეზიად იქცევა…”

✍️ 1920 წლის 7 მაისს, ტიციან ტაბიძის ინიციატივით, სრულიად საქართველოს მწერალთა კონფერენციაზე დაწესდა “პოეზიის დღე“
რომელიც ქართული ლექსის მშვენიერებას ეძღვნება.

ამ თარიღს მიეძღვნა ლიტერატურული გაზეთიც - “პოეზიის დღე“
რომელშიც ბეჭდავდნენ ლეგენდარული პოეტები:
✒️ პაოლო იაშვილი
✒️ ტიციან ტაბიძე
✒️ გალაკტიონ ტაბიძე
✒️ კოლაუ ნადირაძე
✒️ გრიგოლ რობაქიძე

06/05/2026

დავით წერედიანი

• „ძველი სიმღერა“
• „ლაზარე“

ძველი სიმღერა

რა ჩემი საქებარია,
რასაც აქებენ სხვანი...
შემოვლე მთელი ქვეყანა,
მთელი სიგრძე და განი..

კლდის ბზარში ჩაკიდებულო
თვალთა ნათელო, ხალდე,
თავსასთუმალთან, ძილისპირს,
იარაღივით დამდე.

რისთვის იბრძოდნენ ვაჟები,
არ გადიოდნენ ბერას,
რისთვის კიდებდნენ ციხეზე
სისხლით შეღებილ პერანგს,

რად ბრიალებდა ქონგურზე
ალმოდებული ჩოხა,
რად მოკვდნენ ასგზის ათასჯერ
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...

- ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა!
- მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა!

ეგებ არც ისე ძნელია,
სულის უჟამო ხდამდე
უფსკრულზე დაკიდებული
ტყვიას ტყვიაში სვამდე,

ტკივილის ძაფსღა ემაგრო,
ბოლო ხავილის ეხოს,
არა ძალა და იმედი,
სასოწარკვეთა გეყოს...

ჩემს ხმაში ბზარად ჩამდგარი
მზის საგალობელს ერთვის:
„გაველ და გავხე, ვაჟებო,
ნურამც ყოფილა ჩემთვის“...

განა რა ბევრი მჭირდება,
ვგრძნობდე, თვისტომნი მყვანან,
ვიცოდე, მართლა ჩემია
ჩემი სახლი და ყანა,

ღელეს ვაბრუნო წისქვილი,
მთაში ვაძოვო ძროხა,
ისევ ვაჟებად დავზარდო
ჩემი გურმაჩ და ჭოხან...

..რაც გულში ჯავრი დაგროვდა,
ბნელში დაიწყებს ვარვარს.
ნუ რჯულზე მელაქარდები,
შენი მოყვასი არ ვარ.

მთაგაღმეთს დავიკარგები,
ქაშაგს ჩავიყრი ფუძეს,
ისლამურ მთვარეს ამოვჭრი
შენს ღალატიან გულზე.

ისე შემყროდეს სიკვდილი,
მხარი ნუ მეგრძნოს ძმისა,
მტრისგანამც გამომეჩოქოს
დასამარხავი მიწა...


ლაზარე
- - - - - -
I
ცხრა განწირული ძახილი
საბლად ჩავკიდე შავეთს,
ცხრა მზე ბრუნავდა, ცხრაბნელი,
უკუნს მაფენდა ცხრავე.
რას ითვლი, მუხის მერქანო,
რამდენისა ვართ ხანად,
ხვალ თექვსმეტისა ვიქნები,
თუ გაზაფხულმა ბრძანა,
და ვიდრე ჟამი დაკრავდეს,
კვლავ ჩამიხვევდეს ჩქერი,
გლეხის ბიჭი ვარ ლაზარე,
ხნულში ვდგევარ და ვმღერი...
- სამი ასული მცილობდა,
როკვად მიწვევდა ყარიბს,
ერთი მათგანი მზის იყო,
ერთი მათგანი მთვარის,
ერთი სულ უცხო ერია,
ჩემთვის უვლია ცხრამთა,
შავ ცხენზე იჯდა, საღარზე,
შავი ეჯიბი ჰყავდა.
ცის ნათელს მღერის ლაზარე,
მთებზე დაფენილ ციაგს,
აპრილის ფერად კალთაზე
მღერის ქსანსა და ლიახვს,
თუ გაზაფხულმა ინება,
წილი თავიდან ვყარო,
შენი ვარ, მწვანე მერეხო,
ყვავილდასხმულო ღვარო,
ქართლის ნაზამთრალ გულისპირს
ნელი წვიმებით ნამავს,
ვაჰმე, რა მშვიდად თამაშობს
სიკვდილ-სიცოცხლის თამაშს...
II
მოზარე ქალთა კრებული
რისთვის დამსხდარა მცხეთას?
რისთვის მოარწევს მდინარე
წითლად შემოსილ ცხედარს?
რისთვის მოდიან მხედრები
ანანურით თუ არშით?
- შენი ღიმილი მიყვარდა,
წყვილი პეპელა ქარში.
- შენი გულმკერდი მიყვარდა,
მწიფე თავთუხის ხვავი.
- შენი ფერდები მიყვარდა,
მჟავე სურნელი ჭვავის.
მუხლებზე ხელებდაყრილი
ვზივარ ეკვდერის კარად.
აღმდგარა ყველა ლაზარე,
ჩემი ლაზარე - არა.
როგორ მოარხევს ბინდისფერს
ქარში ალვების წყება,
მზის გულზე მოვის პერანგი
როგორ თოვლივით დნება.
სხივთალხით განათებულა
სალაზარობო ნათლით,
ქართლი, გვირგვინი ეკლისა,
მწირის არგანი, ქართლი.
ამოდის მწუხრის ვარსკვლავი.
ვზივარ გზისპირას მარტო.
- არ ჩაქრე, მწარე სახმილო,
მაცოცხლებელო დარდო...

30/04/2026

🇬🇪30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.

📆.1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

ჯარისკაცის ფარაჯა

ისე უნდა გვხიბლავდეს
ჯარისკაცის ფარაჯა,
როგორც ფუტკარს ყვავილი,
ბავშვს კი თაფლის სარაჯა.
მაშინახარ ფერხულში...
უწყვეტ ჯაჭვად ჩაბმული,
როცა გიყვარს სამშობლო,
გიყვარს შენი მამული.
ჩოხასავით მოიხდენ...
სიცოცხლეზე ძალიან
როცა თავისუფლება -
გამარჯვება გწადია!..
სხვა ყოველი მიზანი,
თითქოს ფეხთა მტვერია
და ვინც ბრძოლას გვიკრძალავს,
ყველა ჩვენი მტერია!
ბევრგან ჭკუით სჭირდება...
ბევრგან,ძალით გატანა...
ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ,
ჩვენი ტვირთის ატანა!..
ისე უნდა გვხიბლავდეს
ჯარისკაცის ფარაჯა,
როგორც ფუტკარს ყვავილი,
ბავშვს კი თაფლის სარაჯა!

გურამ გორდეზიანი.
30.04.2017 წელი.

30/04/2026

📚30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება!

🇬🇪ჩვენი ქვეყნის ბიბლიოთეკარებსა და განსაკუთრებით ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცის ბიბლიოთეკარებს ვულოცავთ პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას!

🕯️უდიდესია მათი ღვაწლი წიგნიერი და სრულფასოვანი საზოგადოების ფორმირების პროცესში

28/04/2026

ანა კალანდაძე

• „თეთრი თოვლის ქვეშ“
• „მოდიოდა ნინო მთებით“


🌸თეთრი თოვლის ქვეშ..

თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას
სძინავს უთვალავს...
როცა ისინი მოიშორებენ
თოვლის სუდარას,
მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,
ჩემო ლურჯთვალავ.


🌸მოდიოდა ნინო მთებით

„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ..

Want your business to be the top-listed Government Service in Ambrolauri?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


მერაბ კოსტავას 21
Ambrolauri
0400

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00