05/06/2026
📍🩺8-ივნისიდან, 11-ივნისის ჩათვლით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
•ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
•საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
• HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
• HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
• HIV-აივ ინფექცია შიდსის სკრინინგი.
📍 #ამბროლაური -10-11 ივნისი, 10:00 საათიდან, დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერი;
04/06/2026
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე ზვიად მხეიძე
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.
03/06/2026
ბათუმში საქართველოს პირველი ახალგარზდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ტურნირში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ახალგაზრდა სპორტსმენები 10 სახეობაში იასპარეზებენ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს რეგიონის გუნდებს!
02/06/2026
ამბროლაურის კულტურის ცენტრში, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, რეჟისორ კახა იაკობიძის სპექტაკლის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჭხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელ მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დღეს, 2018 წლის შემდეგ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა სპექტაკლი მაყურებლის წინაშე პირველად წარადგინა, სამომავლოდ კი მათ მიერ არაერთი ახალი სპექტაკლის ჩვენება იგეგმება.
01/06/2026
ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა დემოკრატიის ფესტივალი, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის პირველი მოადგილე ასლან საგანელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, ასევე მოადგილეები ელიზბარ კობახიძე და პაატა მაჭანკალაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის ჩატარდა საინტერესო მასტერკლასები, მათ შორის ეპოქსიდით სუვენირების დამზადება, ფარდაგების ქსოვა და თექაზე მუშაობა.
დემოკრატიის ფესტივალი პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
01/06/2026
გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე, თავმჯდომარის მოადგილე ელიზბარ კობახიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანაშვილი დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მონაწილეობდნენ მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში. გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების თემაზე კომიქსები შექმნეს.
ასევე, სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ჩატარდა სემინარი, რომლის ფარგლებში ბავშვებმა როლური თამაშების, დისკუსიებისა და ინტერაქტიული ქვიზების საშუალებით მიიღეს ცოდნა ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
01/06/2026
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების-ამბროლაურის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
საბავშვო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას და მშვიდობიან მსოფლოიში ცხოვრებას!