01/06/2026
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, მეფე თამარის ქუჩა #3, Aspindza.
01/06/2026
01/06/2026
🔸1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან მერიის ინიციატივით და მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლამდე შშმ პირებს, მინდობით აღზრდაში და მეურვეობაში მყოფ პირებს მიზნობრივი ,,მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით “ ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწიათ თითოეულს 400 ლარის ოდენობით.
01/06/2026
🔹ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელები მოინახულეს.
🔹პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სათამაშოებით დაასაჩუქრეს.
🔹ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 1950 წლის 1 ივნისს აღინიშნა და ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღეა.
01/06/2026
31/05/2026
⚜️ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, მერი როსტომ მაგრაქველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ასპინძაში, სულიწმინდის მშენებარე ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
⚜️სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.
26/05/2026
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში საზეიმოდ აღინიშნა
💢ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ზურაბაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაქარიამ გადაიხადა.
💢დაბის ცენტრში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მუსიკალური სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ანსამბლები („წუნდა“, „სამცხე“, „ვარძია“, „ივერია“) მონაწილეობდნენ.
💢ღონისძიების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა (I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი).
🇬🇪ღონისძიების ორგანიზატორი ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური იყო.
#26მაისი #დამოუკიდებლობისდღე
25/05/2026
⚜️ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარს, საპატიო ასპინძელს, არქიმანდრიტს მამა მათეს ულოცავს დაბადების დღეს.
⚜️მამა მათე!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და უფლის მადლით განმტკიცებულ მრავალწლოვან მსახურებას!
⚜ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
💢პატივისცემით,
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
22/05/2026
🇬🇪 ასპინძის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მერიის ორგანიზებით ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
🔸10:30 საათი — გართობისა და დასვენების პარკში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინებით შემკობა.
🔸პანაშვიდი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად;
🇬🇪 11:00 საათი — კონცერტი იუსტიციის სახლის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე
⭕11:00 საათი — ადგილობრივი მეწარმეებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
მეფე თამარის ქუჩა #3
Aspindza
0500
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
