31/05/2026
⚜️ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ასპინძაში, სულიწმინდის მშენებარე ტაძარში სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
⚜️სადღესასწაულო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.
26/05/2026
🇬🇪საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასპინძაში საზეიმოდ აღინიშნა
💢ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ასპინძის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზაქარიამ გადაიხადა.
💢დაბის ცენტრში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მუსიკალური სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ანსამბლები („წუნდა“, „სამცხე“, „ვარძია“, „ივერია“) მონაწილეობდნენ.
💢ღონისძიების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა (I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი).
🇬🇪ღონისძიების ორგანიზატორი ასპინძის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური იყო.
#26მაისი #დამოუკიდებლობისდღე
25/05/2026
⭕ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ასპინძაში სსიპ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ასპინძის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა.
მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება.
კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
🔸მსგავსი სახის სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.
25/05/2026
⚜️ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარს, საპატიო ასპინძელს, არქიმანდრიტს მამა მათეს ულოცავს დაბადების დღეს.
⚜️მამა მათე!
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სიკეთესა და მრევლის სიმრავლეს!
⚜️უფალმა მოგმადლოთ ლამაზი დღეები
💢პატივისცემით,
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
22/05/2026
🇬🇪 ასპინძის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მერიის ორგანიზებით ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
🔸10:30 საათი — გართობისა და დასვენების პარკში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინებით შემკობა.
🔸პანაშვიდი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად;
🇬🇪 11:00 საათი — კონცერტი იუსტიციის სახლის მიმდებარედ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე
⭕11:00 საათი — ადგილობრივი მეწარმეებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
20/05/2026
🔔სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასპინძის საჯარო სკოლაში XII ა და ბ კლასის ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, წარმატებები და დასახული მიზნების შესრულება უსურვა.
20/05/2026
💢გილოცავთ, თითოეულ მეთორმეტეკლასელს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დასრულებას, ბოლო ზარს სკოლაში.
💢ჩვენი რაიონის ახალგაზრდები ღირსეულად პასუხობენ ყველა თანამედროვე გამოწვევას, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებში, პროფესიულ წინსვლას ცხოვრების ყველა ეტაპზე, თქვენი მიზნებისა და ოცნებების ასრულებას.
💢ქვეყანასა და ჩვენს რაიონს სჭირდება თითოეული თქვენთაგანი თქვენი შესაძლებლობებით, გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას.
💢მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე!
როსტომ მაგრაქველიძე
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი