09/04/2026
ბაღდათის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური
ბაღდათის მუნიციპალიტეტის განვლილი და დაგეგმილი კულტურულ ახალგაზრდულ, სპორტული სიახლეები
09/04/2026
06/04/2026
04/04/2026
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Community-ის თანამშრომლობით ცხადდება კონკურსი რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოზარდი, რომლებიც გაივლიან 8-თვიან STEAM სასწავლო პროგრამას და მიიღებენ სერტიფიცირებულ, აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნას.
პროგრამაში მონაწილეებისთვის სწავლა სრულად დაფინანსებულია. ასევე, მათ გადაეცემათ საჭირო ტექნიკა და ინვენტარი სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად.
სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში გამოიყენონ. თავად შექმნან, ააწყონ და დააპროგრამონ რობოტები.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან:
🔹 რობოტიკის საფუძვლებს და ლეგო რობოტებს;
🔹 რობოტების ფუნქციონირების პრინციპებს;
🔹 მექანიზმებსა და მარტივ ტექნიკურ მოწყობილობებს;
🔹 სენსორებს, პლატებსა და დრაივერებს;
🔹 ელექტროინჟინერიის საწყისებს;
🔹 ელექტრული სქემების აგებას;
🔹 კოდირებასა და სიმულაციებს;
🔹 mBot რობოტების პროგრამირებას;
🔹 Arduino მიკროკონტროლერს;
🔹 პროგრამირების საფუძვლებსა და ენებს;
🔹 3D დიზაინსა და ბეჭდვას.
რეგისტრაცია შეუძლიათ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 10-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 აპრილი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:
https://forms.gle/YgkMWDB25aggD7Vv5
მადლობას ვუხდით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას, უნიკალური შესაძლებლობისთვის!
02/03/2026
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური აცხადებს კონკურსს ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“
განაცხადების მიღების თარიღია : 2026 წლის 2 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
კონკურსის მიზანია:
🔸ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითობისა და შესაძლებლობების რეალიზება.
🔸საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა.
🔸ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
🔸ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
🔸ახალგაზრდებსა და თვითმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.
🔸მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება.
🔸ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
🔸ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
🔸 საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება.
🔸მასობრივი სპორტული ღონისძიებების დაგეგვა.
🔸სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, შშმ პირების ინტეგრირება საზოგადოებაში.
🔸ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ცნობიერების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.
👉დეტალური ინფორმაცია - სააპლიკაციო ფორმითა და დებულებით იხილეთ ლინკზე:
https://docs.google.com/document/d/1A16aCfasNpbJwJQISsUJ04_1PU-RzXdQ/edit?usp=drive_link&ouid=110282174768713444416&rtpof=true&sd=true
https://drive.google.com/file/d/1aqsAJ4pIOz8nwr85yHv-VEX71Jhark45/view?usp=drive_link
https://docs.google.com/document/d/1BIT25iTAhSKP7FYekHg59fUr0Kyf_Zti/edit?usp=drive_link&ouid=110282174768713444416&rtpof=true&sd=true
გისურვებთ წარმატებებს!
23/02/2026
🔷 ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
📍 საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი.
🔷 თუ ხარ 16-დან 29 წლამდე;
🔷 ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს კომუნიკაცია;
🔷 გინდა რეალური ცვლილების ნაწილი გახდე;
👉 ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
🔷 რას საქმიანობს დელეგატი?
🔷 გაავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ;
🔷 ითანამშრომლებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან;
🔷 ორგანიზებას გაუწევს საინფორმაციო შეხვედრებსა და მცირე აქტივობებს;
🔷 იქნება ახალგაზრდებსა და სააგენტოს შორის საკომუნიკაციო ხიდი.
🔷რას მიიღებ?
✔️ სპეციალურ გადამზადებას თბილისში;
✔️ ლიდერული და ციფრული უნარების განვითარებას;
✔️ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში ჩართვას;
✔️ გამოცდილებას, კარიერული ზრდის მიზნით.
🏆 საუკეთესო დელეგატებს ელოდებათ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი.
📑 განაცხადების მიღება: 2026 წლის 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით
🌐 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/7imztg06zA?origin=lprLink
🧍♀️🧍♂️გახდი შენი მუნიციპალიტეტის ხმა!
#ახალგაზრდობისსააგენტო #დელეგატებისპროგრამა #დელეგატები
30/12/2025
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Bagdat'i
