30/12/2025
მე-7 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლეილა ადამია) ახალ წელს მიუძღვნეს კლასის საათი თემაზე-ვინ ვარ და როგორი ვარ მე? გულწრფელი იყო მათი პასუხები, რომელშიც ჩააქსოვეს არა მარტო დღევანდელი "მე", არამედ სასურველიც, ანუ როგორი "მე" სურთ იყონ მომავალი ახალი წლიდან. ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი თავი და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს ქართველ ხალხს და უსურვეს მათ სიკეთე, სიყვარული, იმედიანობა, თანაგრძნობა, მიმტევებლობა, მეგობრობა, პასუხისმგებლობა, თავმდაბლობა, თავაზიანობა, გულახდილობა, მხარდაჭერა, მხიარულება.
მშვიდობიან, სიკეთითა და სიყვარულით სავსე დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებ, საქართველო.
25/12/2025
მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური ღია გაკვეთილი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. /მასწავლებელი ლეილა ადამია./ გაკვეთილი დაიწყო გრიგოლ ხანძთელის ღვთისადმი მიმართვაზე ყურადღების გამახვილებით, - “ტალანტი, სიბრძნისაი, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრალე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა”, რასაც მოჰყვა მინი დისკუსია "ტალანტის" გამრავლების შესახებ. შემდეგ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დეტალების მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია სხვადასხვა საკითხებზე: 1. საინფორმაციო ანალიტიკური ტექსტი; 2. ტალანტის გამრავლება; 3.საინფორმაციო სარეკლამო ტექსტი. პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა როგორც გრიგოლ ხანძთელის თანადროული ეპოქის, ისე თანამედროვეობის თვალთახედვით გამართეს წარმოსახვითი დიალოგი მე-8, მე-9 საუკუნეების სასულიერო მოღვაწეებთან. ესენი იყვნენ: გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი, თევდორე, ქრისტეფორე, არსენ კათალიკოსი, ეფრემ ეპისკოპოსი, ზენონი. დასასრულს, გაიმართა მინი დისკუსია კითხვაზე, რამდენად აქტუალურია თანამედროვე ეპოქისთვის -“ტალანტი, სიბრძნისაი, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრალე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა შენთა”. გაკეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო კოტორეიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები თამარ ჩივაძე და მარიამ ცირეკიძე. მათ მაღალი შეფასება მისცეს გაკვეთილის ყველა აქტივობას.
23/12/2025
სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლაში 2025 წლის 18 დეკემბერს ისტორიის კლუბმა (კურატორი: ისტორიის მასწავლებელი- ცაგო ქარჩხაძე, კლუბის ხელმძღვანელი IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ენდელაძე) წარმოადგინა საინტერესო აქტიობა-ვიქტორინა.
ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა გუნდმა, თითეოული დაკომპლექტებული იყო VII-XI კლასის მოსწავლეებით, შესაბამისად ვიქტორინის შეკითხვებიც ყველა კლასის დონეების მიხედევით იყო შერჩეული.
დიდი ხალისით წარიმართა „ბლიც კითხვები“, რომლის პრინციპი 1 წუთში მოსწრებული კითხვა-პასუხი იყო,თითოეული გუნდიდან არჩეული მონაწილისა.
ყველა გუნდმა საუკეთესოდ წარმოაჩინა შესაძლებლობები! გაიმარჯვა გუნდმა,რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მოსწავლეები: მარიამ მეფარიშვილი (X) კლასი ,ბარბარე მანჯავიძე (IX კლასი), ანა ბარათელი (VIII კლასი ), ნინო კვირიკაშვილი და ქეთი კიზირია ( VII კლასი ).
ვიქტორინა ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო.კლუბი კვლავ მრავალფეროვან აქტიობებს გეგმავს.