28/03/2026
🕐🌎აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.
აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve
აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 230 კილომეტრის, ხოლო ქუთაისიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისაგან. 1928 წლის აპრილში ქუთაისის სატყეო ნაწილის 20 ჰექტარი ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო 1935 წელს აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე შეიქმნა აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი. აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს
28/03/2026
🕐🌎აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.
27/03/2026
✅პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს ტრენინგი თემაზე „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების მიმართულებები დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების მიმდებარე ფართობებზე“ ჩაუტარდათ.
🔸სასწავლო კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების იმ მიმართულებებზე, რომლებიც ხორციელდება დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების მიმდებარე ფართობებზე და მათ გავლენაზე გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე.
🔸მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის პრაქტიკები იყოს ეკოლოგიურად მდგრადი, არ აზიანებდეს მიმდებარე ეკოსისტემებს და ამავდროულად ხელს უწყობდეს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და აღდგენას.
🔸დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის, 2016 წლიდან, აჯამეთის აღკვეთილში წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის იმერული მუხის აღდგენის პროექტი, რომელიც კომპანიის „ბი პი“ ფინანსური მხარდაჭერით და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შესრულებით ხორციელდება.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
17/03/2026
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
🌿🦌 აჯამეთის ტყეში ფრთხილი შველი 🦌
როგორი ცნობისმოყვარეა - ყველაფერს ყურს უგდებს 😊
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
ბუნების ჰარმონიის 16 წამი 🎶🌿
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
22/02/2026
უნიკალური კადრი - ფრინველთა მეფე და კლდეების ნამდვილი მცველი ერთ ფოტოში.
📷 ყაზბეგის ეროვნული პარკის რეინჯერი, ნიკოლოზ ჩქარეული
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
24/01/2026
დათვის სელფი — დაუგეგმავი, მაგრამ ძალიან გულწრფელი 😆
ტყის ბლოგერი 🐻
26/11/2025
03/11/2025
რომელი დაცული ტერიტორიის მონახულებას გეგმავ შემოდგომის სეზონზე? 🍂💬
👇 გადმოწერე, იმოგზაურე და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები 🥰
📲 Android: https://bit.ly/3UvQtB5
📲 IOS: https://apple.co/3SmtjeL
#აჯამეთისაღკვეთილი
#ლაგოდეხისდაცულიტერიტორიები
#მტირალასეროვნულიპარკი
#ბორჯომხარაგაულისეროვნულიპარკი
01/11/2025
🌳✅ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში, ტყის გაჯანსაღების მიზნით, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.
🔸მიმდინარე ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში, წინასწარი კვლევების საფუძველზე, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.
🔸სანიტარული ჭრების მთავარი მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში მოჭრილი და ტყიდან გატანილია ხმელი, მავნებლებით ან დაავადებებით ძლიერ დაზიანებული და სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე, საიდანაც მიღებული საშეშე მერქნული რესურსი, სოციალური მიზნით გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზამთრის სეზონისათვის სათბობად.
🔸აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
🌳✅დაცულ ტერიტორიებზე ტყის გაჯანსაღების მიზნით, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.
🔸მიმდინარე ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და აჯამეთის აღკვეთილში, წინასწარი კვლევების საფუძველზე, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს.
🔸სანიტარული ჭრების მთავარი მიზანია ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში მოჭრილი და ტყიდან გატანილია ხმელი, მავნებლებით ან დაავადებებით ძლიერ დაზიანებული და სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე, საიდანაც მიღებული საშეშე მერქნული რესურსი, სოციალური მიზნით გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ზამთრის სეზონისათვის სათბობად.
🔸აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ტყის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს, ამცირებს მავნებლების გავრცელების, დაავადებებისა და ხანძრის გაჩენის რისკებს, რაც ტყის ეკოსისტემების სიჯანსაღისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები
25/10/2025
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |